პრეზიდენტმა კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დღეს თელავიდან დაიწყო
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კამპანიის კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.
ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრას მოდერაციას ინსტიტუციური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე კოტე ჩოკორაია უწევდა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის სულისკვეთება საქართველოს თითოეული მოქალაქის თანხმობაა ძირითადი თამაშის წესების შესახებ.
პრეზიდენტმა კონსტიტუციის მნიშვნელობასა და მასში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა:
"ჩვენ ერთად ვგეგმავთ იმ ზოგად, ჩარჩო კანონს რომლის მიხედვითაც უნდა ვიცხოვროთ.
იმისთვის, რომ შექმნა ერთიანი სახელმწიფო, ერთიანი სულისკვეთება, ერთიანი საზოგადოება შენ ამ საზოგადოებას უნდა ჰკითხო რანაირად სურს შექმნას ერთიანობა, რა წესების ირგვლივ უნდა რომ გაერთიანდეს. და სწორედ ასეთი დოკუმენტია კონსტიტუცია.
კონსტიტუცია იწყება სიტყვებით - ჩვენ საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ძალიან ამაღელვებელი სიტყვები, იმიტომ რომ ამ სიტყვებით დაწყებული დოკუმენტი არის საფუძველი ყველა, სხვა კანონისა ჩვენ ქვეყანაში.
კონსტიტუცია ურთულესი, იურიდიული დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც მერე მთელი კანონმდებლობა ეწყობა და ამ დოკუმენტს წერენ განსწავლული იურისტები, განსწავლული კონსტიტუციონალისტები.
მაგრამ კონსტიტუციის შინაარსი და სულისკვეთება არის თანხმობა. თანხმობა თითოეული მოქალაქისა ძირითადი თამაშის წესებთან დაკავშირებით - როგორ უნდა განახორციელოს სახელმწიფომ ეს ძირითადი კანონები, ეს ძირითადი წესები.
ასე იქმნება თავისუფალი საზოგადოება, ასე იქმნება თავისუფალი სახელმწიფო. მერე უკვე ამ თანხმობიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, სწორედაც რომ იურისტები, კონსტიტუციონალისტები ქმნიან კონსტიტუციის მუშა და მოქმედ ტექსტს.
ამიტომ როდესაც გაჩნდა ინიციატივა კონსტიტუციის გადასინჯვის, მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ტრადიცია.
არაერთხელ გადასინჯულა კონსტიტუცია საქართველოში, ჩვენ ეს ვიცით და ეს გადასინჯვები იყო ჩვეულებრივ, დახურულ კარს მიღმა, ერთი რომელიღაცა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე".
შეხვედრისას სტუდენტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები უფასო განათლების, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისა და დაწყებითი, სავალდებულო განათლების შესახებ.
გიორგი მარგველაშვილი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კომენტარები