10 ფილმი, რომელიც ზაფხულის ატმოსფეროს ზუსტად გადმოსცემს
ჩვენი ცხოვრების ყველა ზაფხულს ერთმანეთთან უამრავი რამ აკავშირებს: მზე, მეგობრები, სიყვარული, თავგადასავლები, სილაღე და ბედნიერება. მიუხედავად ამისა, თითოეული ზაფხული თავისებურად უნიკალურია და ჩვენი ცხოვრების ისტორიის სხვადასხვა ფურცლებს ქმნის.
მაშინაც კი, როცა მთელი წლის განმავლობაში ნანატრი სეზონი მალე მიიწურება, მისგან დატოვებული მძაფრი გრძნობები სამუდამოდ ჩვენში რჩება. სწორედ ამას გვახსენებს თიბისის კამპანია, რომლის მიხედვითაც, ის, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა.
ზაფხულის დაუვიწყარ თავგადასავლებს შენი საყვარელი ფილმებიც ინახავს, რომლებიც ყველაზე გამორჩეული სეზონის ატმოსფეროს გადმოსცემს და მათი ნახვისას შენი საუკეთესო მოგონებები ზაფხულის ღამის ვარსკვლავებით მოჭედილ ცასავით კაშკაშებს.
სანამ საზაფხულო ფილმების სიას ჩაიკითხავ, გაგაფრთხილებთ, რომ სტატია შესაძლოა სპოილერებს შეიცავდეს.
1. რომაული არდადეგები (Roman Holiday)
ზაფხული იმიჯის შესაცვლელად, პასუხისმგებლობებისგან დასასვენებლად, ახალი ადამიანების გასაცნობად და დაუვიწყარი თავგადასავლების საძიებლად საუკეთესო დროა. თუ რომში წასვლასა და ქუჩების სკუტერით შემოვლას ვერ ახერხებ, შეგიძლია, რომაული არდადაგები ჩართო და ოდრი ჰეპბერნთან ერთად ჯადოსნური ქალაქის ზაფხულის სურნელი სახლიდან გაუსვლელად იგრძნო.
2. მამა მია! (Mamma Mia)
ბერძნული კუნძული, საიდუმლოებები, სიყვარული და ABBA-ს სიმღერები — მამა მიას ყველაფერი აქვს, რაც დაუვიწყარი ზაფხულის შესაქმნელადაა საჭირო. თან თუ ამ ყველაფერს ლეგენდარული მერილ სტრიპის შესრულებასაც დავუმატებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინ სასიამოვნო სანახაობა გელის.
3. მახე მშობლებისთვის (The Parent Trap)
ზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება, ალბათ, საზაფხულო ბანაკები და ახალ მეგობრებთან ერთად გატარებული დროა. ზაფხულისთვის დამახასიათებელი თავგადასავლები და მოულოდნელობები ბანაკში წინასწარ გაწერილ განრიგსაც კი არ ნებდება და ხანდახან წლების წინ დაკარგული ტყუპისცალის პოვნის შესაძლებლობასაც კი გაძლევს!
4. ამომავალი მთვარის სამეფო (Moonrise Kingdom)
ხანდახან საუკეთესო ზაფხული საყვარელ ადამიანთან ერთად თავგადასავლების საძიებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად გაპარვა, კარვის გაშლა და ტბის პირას ცეკვაა. აგრეთვე, იმის რწმენა, რომ ზაფხულსა და სიყვარულს ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია.
5. ჭამე, ილოცე, შეიყვარე (Eat Pray Love)
ჭამა, ლოცვა, სიყვარული, მოგზაურობა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა — ჯულია რობერტსის თავგადასავალი შენც მოგანდომებს, ბარგი ჩაალაგო და ახალ კულტურას, გარემოს, უცხო ადამიანების კამპანიასა და სულიერ სიმშვიდეს ეზიარო. ზაფხული ხომ საუცხოო მოგონებებისა და შენი თავის საკუთარი ვერსიის შექმნის დროა!
6. შენი სახელი დამიძახე (Call Me By Your Name)
80-იანი წლების მომხიბვლელი იტალია, ბევრი წიგნი, ქალაქში ხეტიალი, მზე და, რაც მთავარია, მძაფრი ემოციები და შეგრძნებები — უკეთეს ზაფხულს ვინ ინატრებს?! ფილმის მომაჯადოებელი კადრები დროებით ყველა პრობლემას დაგავიწყებს და ჰაერში იტალიისა და სიყვარულის საოცარ სურნელს იგრძნობ.
7. მზის ამოსვლამდე (Before Sunrise)
თავგადასავლები და სიყვარული კაშკაშა ზაფხულს კიდევ უფრო მშვენიერს ხდის. ხანდახან ერთი დღე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ წიგნის კითხვისას მატარებელში საინტერესო უცნობი შეამჩნიო, მასთან საოცარი სიახლოვე იგრძნო და ემოციებით სავსე თავგადასავალში გადაეშვა.
8. ლუკა (Luca)
იტალია, ზღვა, მზე, ლურჯი ცა და, რა თქმა უნდა, უსაყვარლესი ზღვის არსებები, რომლებიც ქალაქის მომხიბვლელ ყოველდღიურობას თავგადასავლების საძიებლად ერევიან. ეს ულამაზესი ანიმაციური ფილმი კიდევ ერთხელ გაგახსენებს, თუ რატომ გიყვარს ზაფხული ასე ძალიან.
9. მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით (The Darjeeling Limited)
დაუვიწყარი ზაფხულის შესაქმნელად ყველაზე ეფექტური გზა მოგზაურობაა, განსაკუთრებით, საოცარი კულტურის, ტრადიციებისა და ფერების მქონე ინდოეთში. მოგზაურობას ადამიანების ერთმანეთთან დაახლოვება შეუძლია, ამიტომ ვინ იცის, იქნებ შენი პრობლემის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა ჩემოდნის ჩალაგება და მატარებლის სადგურისკენ გაქცევაა.
10. ლილო და სტიჩი (Lilo & Stitch)
მზე, პლაჟი, ტალღები და, რა თქმა უნდა, ახალი ოთხფეხა მეგობარი, რომელიც სინამდვილეში უცხოპლანეტელია! ლილო და სტიჩი ბავშვობის ნოსტალგიით სავსე საზაფხულო ანიმაციური ფილმია, რომელიც დაგარწმუნებს, რომ საუკეთესო სეზონის საყვარელ ადამიანებთან (და უცხოპლანეტელებთან) გატარებას არაფერი სჯობს!
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები