ნახეთ ვიდეო: შიმპანზეები და ბონობოები ერთმანეთს "ესალმებიან" და "ემშვიდობებიან"
არცერთი ჩვენგანი ხვდება მეგობარს მისალმების გარეშე და არც საუბარს ასრულებს პირდაპირ ზურგის შექცევით. ჩვენ შორის არსებობს გარკვეული დაუწერელი წესები, რომლებიც ჩვენ სოციალურ აქტივობას განსაზღვრავს. ახლა კი, მკლევართმა გუნდი, რომელიც შიმპანზეებსა და ბონოებს იკვლევს, ამბობს, რომ ამ მაიმუნებს ისეთივე სოციალური ქცევები ახასიათებთ, როგორიც ადამიანებს.
მკვლევართა გუნდმა შიმპანზეებსა და ბონობოებს შორის ინტერაქციის 2000-მდე შემთხვევა აღწერა. ეს მისალმებები და დამშვიდობებები შიმპანზეების 78%, ხოლო ბონობოების 90%-ში გამოვლინდა და ძირითადად პრიმატებს შორის ფიზიკური ან მზერით კონტაქტით გამოიხატება. ისინი თავიანთი სახეობის წარმომადგენლებს ანიშნებენ, რომ საერთო საქმისთვის მზად არიან. როგორც მკლევრები ამბობენ, ასეთი ქცევები პრიმატების ყოველდღიური სოციალური ცხოვრების განნუყოფელი ნაწილია.
"ეს ცოტათი დამაინტრიგებელია — პრიმატებმა ქცევის იგივე მაგალითები გადაიღეს, რაც ადამიანებს ახასიათებთ. ამავდროულად, ისინი ცნობენ მეგობრებსა და უცხოებს და მათ სხვადასხვანაირად ესალმებიან. ალბათ, თქვენც ასე ხართ, რადგან თქვენს მეგობარს ეტიკეტის ისეთივე დაცვით არ ესალმებით, როგორც ამას უცხოსთან მიმართებაში იზამდით", — ამბობს რაფაელა ჰისენი, ინგლისის დურჰამის უნივერსიტეტის მკვლევარი და ამ ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი
შესაძლოა, მაიმუნებს, გარკვეულ მომენტში, მანამ სანამ თამაშს ან სხვა სოციალურ აქტივობას დაიწყებენ, უბრალოდ სურთ დარწმუნდნენ, რომ ეს სხვასაც სურს. ეს ზუსტად ისე ხდება როგორც ადამიანებში. ალბათ გაუფრთხილებლად დევნას და თამაშს არც თქვენ დაუწყებთ ვინმეს. მიუხედავად ასეთი დამთხვევებისა, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს — ჩვენ ვაკვირდებით პრიმატებს და ადამიანურ ჭრილში მათი განხილვა სწორი არ არის.
მკლევრებმა დაადგინეს, რომ ბონობოებს შორის სოციალური ინტერაქცია უფრო ხშირია, რადგან ამ ორ სახეობას შორის დაჯგუფების სხვადასხვა წესები მოქმედებს — ბონობოებს უფრო მეტად ეგალიტარული სოციალური იერარქია აქვთ, ხოლო შიმპანზეებს შორის იერარქიულობა უფრო მეტად ძალა და აგრესია განსაზღვრავს.
გარდა თვალებით კონტაქტისა, შიმპანზეებიცა და ბონობოებიც, იმის დასადასტურებლად, რომ ერთად სურთ რაიმეს გაკეთება ან თამაში, სხვა მეთოდებსაც იყენებენ — მაგალთად ტანით შეხება, ხელის "ჩამორთმევა" და თავების ერთმანეთზე მიდება.
შიმპანზეები და ბონობოები დასაკვირვებლად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახეობები არიან. მათი დნმ-ის 98% ადამიანისას ემთხვევა და სხვა პრიმატებთან შედარებით, ჩვენი სახეობების გაყოფა ევოლუციურ ხეზეც უფრო გვიან მოხდა.
კომენტარები