კლიმატის ცვლილება და საქართველო — ქვეყნის სტრატეგიული ხედვა
"ევროპაში ასეთი პოპულარული პრაქტიკა არსებობს — მაგალითად, ბანკები, რომლებიც წარმოების განვითარებისთვის სესხს იძლევიან, უფრო მეტად წაახალისებენ ხოლმე იმ ბიზნესს, რომელსაც მწვანე გზით განვითარება აქვს გადაწყვეტილი, მაგალითად, ენერგოეფექტურ მიდგომებს იყენებს წარმოებაში. ასეთი წარმოება ყოველთვის უფრო წახალისებულია ბანკის მიერ", — ამბობს ნინო თხილავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. იდეა ძალიან მომწონს. თანამედროვე სამყაროში, სადაც კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, ასეთი მიდგომები, ვფიქრობ, საუკეთესოდ უწყობს ხელს ამ გლობალურ გამოწვევასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.
როგორია საქართველოს ხედვა და რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით, სწორედ ამ საკითხებზე და ზოგადად კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს ჩვენთან ნინო თხილავა.
— როგორია სახელმწიფოს ხედვა კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით?
— სახელმწიფოს ხედვას წარმოადგენს იმ ვალდებულებების შესრულება ქვეყნის მიერ, რაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციით არის ნაკარნახევი. ასევე, ქვეყნის ხედვაა ამ მიმართულებით ევროკავშირის დამატებითი რეკომენდაციების მორგება ჩვენს ქვეყანაზე. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ევროკავშირის მოთხოვნებსა და სტანდარტებს. სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები აუცილებლად უნდა შევასრულოთ 2030 წლამდე.
— როგორია საერთაშორისო ვალდებულებები?
— დავიწყოთ იმით, რომ საქართველო არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარე ქვეყანა. კონვენციის განაწილების თანახმად, საქართველო მოხვდა დანართ 1-ში არშესულ ქვეყნებში, ანუ განვითარებად ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებს, გარდა ფინანსური ვალდებულებებისა, ჰქონდათ ცოტა განსხვავებული დღის წესრიგი.
კონვენცია მუშაობს ორი მიმართულებით. პირველი, რომ ქვეყნების მიერ სხვადასხვა სახით შეზღუდული იყოს სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევა. ასეთი რამდენიმე აირი არსებობს, მაგრამ ნახშირორჟანგის, CO2-ის ექვივალენტი მიღებულია გაფრქვევის საზომ ერთეულად. CO2 დამაბინძურებელი აირი არ არის, მაგრამ გაბნეულია ატმოსფეროში და დედამიწიდან არეკლილ ინფრაწითელ სხივებს უკან აბრუნებს და ეს იწვევს სწორედ სათბურის ეფექტს. სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ აირებს სათბურის ეფექტის მქონე აირებს. ნახშირორჟანგი გამოიყოფა ყველგან, სადაც წვის პროცესი მიმდინარეობს, კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესს, კონვენციის ენაზე ჰქვია მიტიგაცია. ესაა მცდელობა, შერბილდეს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა სათბურის აირების შემცირებით.
მეორე მიმართულება არის ადაპტაცია — ანუ უკვე შეცვლილ კლიმატთან ქვეყნების ადაპტირება, რაც გულისხმობს შეცვლილ კლიმატსა და ახალ რეალობასთან მორგებას. მორგებასთან დაკავშირებით ისიც აღსანიშნავია, რომ სათბურის ეფექტის გაზების გამო, კატასტროფული მოვლენები უფრო ინტენსიური გახდა. რა თქმა უნდა, ბუნებრივი კატასტროფები, მაგალითად, ღვარცოფი და წყალმოვარდნა ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი უფრო გახშირდა და ინტენსიურ ხასიათს ატარებს. მაგალითად, ნალექების რაოდენობა შეიძლება გარკვეულ ტერიტორიებზე ერთ დღეში მოვიდეს იმდენი, რაც ადრე მთელი თვის მანძილზე მოდიოდა. ეს კი იწვევს ბუნებრივ კატასტროფას. ასე არათანაბრად გადანაწილებულმა ინტენსიურმა, დიდი რაოდენობით მოსულა ნალექმა შეიძლება დიდი ღვარცოფი გამოიწვიოს. ამას მოსდევს არამარტო ეკონომიკური ზარალი, არამედ ადამიანური მსხვერპლიც. მაგალითად, გავიხსენოთ 2015 წლის 13 ივნისის მოვლენები.
ასე რომ, საქართველოში დღესდღეობით მუშაობა კლიმატის ცვლილებაზე ორი მიმართულებით მიმდინარეობს. მიტიგაციისგან განსხვავებით, ადაპტაცია თავისი არსით უფრო ეროვნულია და შესაბამისად, ამ მიმართულებით ხედვაც უფრო ეროვნული მასშტაბისაა.
— რა გამოწვევები არსებობს და რომელი მათგანის წინაშე დგას ქვეყანა კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით?
— გამოწვევა მდგომარეობს შემდეგში: კიოტოს ოქმი ვალდებულებებს უწესებდა განვითარებულ ქვეყნებს, ხოლო საქართველოს მსგავს ქვეყნებს ჰქონდათ მხოლოდ ანგარიშგების ვალდებულება. ანუ ჩვენ უნდა მოგვეხდინა ანგარიშგება იმის თაობაზე, თუ რა გაფრქვევები აქვს ქვეყანას და როგორია ამ გაფრქვევების წლიური მაჩვენებელი ტონებში. ამ დათვლას აქვს თავის მეთოდოლოგია. დამაბინძურებელ ნივთიერებებს, რაც ჰაერში გაიფრქვევა, მაგალითად, მტვრის კონცენტრაციას ვზომავთ ავტომატური სადგურებით. მაგრამ CO2 ასე პირდაპირ არ იზომება. მისი დათვლა ხდება სპეციალური მეთოდოლოგიით, გამოთვლით; მაგალითად, გაანგარიშება კეთდება, წვის დანადგარის მუშაობის შემთხვევაში, რა რაოდენობის CO2 გაფრქვევა ხდება ჰაერში. შესაბამისად, ქვეყნები ითვლიან თავიანთ წლიურ ემისიებს და შემდეგ ამის საფუძველზე ხდება სამიზნეების ანუ შემცირების ამოცანების შემუშავება, განსაზღვრა იმისა, თუ რისი შემცირება უნდა მოხდეს. განვითარებად ქვეყნებს ასეთი დავალება არ ჰქონდათ, მათი ვალდებულება იყო მხოლოდ ანგარიშების ე.წ. ეროვნული შეტყობინებების მომზადება და წარდგენა. ასეთი შეტყობინებები კონვენციის მიმართ, რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს გაკეთებული.
დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს პარიზის შეთანხმებაზე. ამ შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოეწერა. ამ ხელშეკრულებას ხელი საქართველომაც მოაწერა და აიღო მისი წილი ვალდებულება კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში. ეს უნიკალური ხელშეკრულებაა, რადგან მსგავსი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმება მეორე არ არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ პარიზის ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ტიპის ქვეყანას დაევალა, ინდივიდუალურად თვითონ განსაზღვროს და გამოთვალოს ეროვნული ეკონომიკის სექტორებში რომელი მიმართულებით და რამდენით შეუძლია გაფრქვევების შემცირება 2030 წლამდე. შემდეგ ქვეყანამ ეს შედეგები უნდა გადაიტანოს პოლიტიკის დოკუმენტში, დაამტკიცოს ეროვნულ დონეზე, როგორც არის მიღებული და ჩააბაროს მის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება კონვენციის სამდივნოში. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანა თავად საზღვრავს — რამდენის შემცირება შეუძლია და რა წვლილს შეიტანს გლობალურ პრობლემასთან ბრძოლაში.
— რა ნაბიჯებია გადადგმული ან რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით?
— ჯერ კიდევ 2015 წლამდე, ანუ პარიზის ხელშეკრულების მიღებამდე, ქვეყნებს ჰქონდათ ვალდებულება, ჩაებარებინათ წინასწარ განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (INDC). აღნიშნული დოკუმენტი სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველომაც ჩააბარა. მაგრამ მე უფრო ახალ დოკუმენტზე გავამახვილებ ყურადღებას. საქმე ისაა, რომ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო მთავრობათაშორისო პანელის გამოთვლების შედეგად, დადგინდა: საკუთარ თავზე აღებული ვალდებულება ყველა ქვეყანამ კარგად რომც შეასრულოს, ეს საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატება გაჩერდეს 2 გრადუს ცელსიუსზე, მით უმეტეს უფრო მკაცრ, 1,5 გრადუს ცელსიუსზე. სწორედ ამიტომ, მსოფლიო საზოგადოებამ მოუწოდა კონვენციის ყველა წევრ ქვეყანას, რომ გამხდარიყვნენ უფრო ამბიციურები და შეემუშავებინათ მეტად ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი ( NDC). NDC საქართველოსაც აქვს შემუშავებული, რომელიც უკვე მთავრობის მიერ დამტკიცებულია და ჩაბარებულია კონვენციის სამდივნოში. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის დამტკიცებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის ქვეყნის სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისიები, 1990 წლის დონესთან შედარებით, 35 %-ით შეამციროს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს საქართველოსთვის საკმაოდ ამბიციური ვალდებულებაა.
— კონკრეტულად რომელი სექტორებია მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილების ეფექტის შერბილების კუთხით?
— საქართველოს უკვე განსაზღვრული აქვს, რომელი სექტორებიდან უნდა შემცირდეს სათბურის ეფექტის მქონე აირების გამოყოფა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით რამდენიმე სექტორი: ტრანსპორტის, ენერგეტიკის და მრეწველობის სექტორები. ტრანსპორტის სექტორიდან 15% უნდა მოხდეს ემისიების შემცირება, ენერგეტიკის სექტორიდანაც ასევე — 15 %, მრეწველობიდან — 5%. მრეწველობაზე ზემცირე რაოდენობა განსაზღვრულია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან წარმოება ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის აღდგენილი.
ენერგეტიკის სექტორში კი ორი მიმართულებაა გამოყოფილი — ენერგიის გენერაცია და გადაცემა.
ასევე, NDC-ის თანახმად, მნიშვნელოვანია ტყის სექტორის მდგრადი მართვა. ამ შემთხვევაში სუბარია ტყის, როგორც სათბური აირების მშთანთქმელ სექტორზე. ტყის მდგრადი მართვის შემთხვევაში, მას აქვს უნიკალური თვისება, შთანთქას გამოყოფილი ემისიები. ასე რომ, 2015 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზრდით ტყის სექტორის მიერ ემისიების ჩაჭერას 10%-ით. ამის იმედს იძლევა ისიც, რომ ტყის ახალი კოდექსი მივიღეთ და ქვეყანას ტყის მდგრადი მართვა ვალდებულებად აქვს აღებული.
— როგორია ზოგადად ბიზნესის როლი კლიმატის შერბილების პროცესში?
— მნიშვნელოვანი და განსაზღვრული როლი აქვს ამ პროცესებში ბიზნესს. სახელმწიფო ძირითადად კოორდინირებას უწევს პროცესებს, შესრულება კი, წარმოება, თუ განვითარების სხვა მიდგომების შემუშავება, რომლებიც ნაკლები ემისიების გამოყოფას მოახდენენ ატმოსფეროში, ეს ყველაფერი უკვე კერძო სექტორზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფიზიკურად ამ ყველაფრის შემსრულებელი არის კერძო სექტორი. თუმცა კერძო სექტორს ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული ტიპის კონსულტაციებს გავუწევთ. მაგალითად, CENN-ის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტის ფარგლებში შეიქმნა კლიმატის ეროვნული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან ერთად, გვსურს ძალიან ფართოდ გავშალოთ ჩვენი ცოდნა და ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებასა და თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების კუთხით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოპულარული ენით სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს რეგულარულად მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი.
ბიზნესსექტორთან ჩვენ სხვა მიმართულებითაც ვმუშაობთ. მაგალითად, ჩვენმა სამინისტრომ, გერმანიის შესაბამის სამინისტროსთან ერთად, სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტისთვის შეიმუშავა საკმაოდ სერიოზული პროექტი, რომლის ფარგლებშიც წარმოების პროცესში უნდა მოხდეს მნიშნველოვანი გადაიარაღება. პროექტის ბიუჯეტის 50%-ს დააფინანსებს გერმანიის მთავრობა, 50 %-ს კი — თავად საწარმო. პროექტის მიზანია, აზოტმჟავას წარმოების პროცესში წარმოქმნილი გაზების მოხვედრა გარემოში მინიმუმამდე შემცირდეს.
ასეთი წერტილოვანი დახმარება სამინისტროს მხრიდან მომავალშიც მოიაზრება. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა. როცა საწარმო ამცირებს სათბურის ეფექტის მქონე ემისიებს, ეს ენერგოეფექტურიცაა. თავის მხრივ, ენერგოეფექტურობაც უკვე ვალდებულებაა სხვადასხვა სექტორისთვის, ამავე დროს ეს ეკონომიკურადაც უფრო მომგებიანია ბიზნესისათვის. ეს არ არის მძიმე ვალდებულება, პირიქით, საწარმოსთვისაც სარგებლის მომტანია ხანგრძლივ პერსპექტივაში.
— როგორ ხდება მუშაობა კლიმატის ცვლილებების საკითხებზე?
— მთავარი ისაა, რომ სხვადასხვა სექტორში ამ ცოდნის გავრცელება სხვადასხვაგვარად უნდა მოხდეს. ჩვენ NDC-ის და სხვა დოკუმენტების შემუშავების დროს გვქონდა შექმნილი 7 სამუშაო ჯგუფი, რომელთა სამუშაო პროცესშიც მონაწილეობდნენ, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ასევე, სანამ დოკუმენტის წარდგენა მოხდებოდა მთავრობის წინაშე, საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი.
— როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციები კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით ჩვენი ქვეყნისთვის და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პროცესში?
— მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვაძლევს ევროკავშირი. ევროკავშირი თავის მხარე ქვეყნებში სავალდებულოდ თვლის, რომ 2050 წლისთვის გახდნენ კარბონნეიტრალურები. ეს ნიშნავს, რომ სათბურის აირის გაფრქვევები ნულამდე უნდა დაიყვანონ. რა თქმა უნდა, მთლიანად ნულზე დაყვანა წარმოუდგენელია. აქ იგულისხმება, რომ რა რაოდენობის ემისია ანუ გაფრქვევა აქვს ქვეყანას, იგივე რაოდენობის მშთანმთქმელი უნდა ჰქონდეს განვითარებული. ეს ევროკავშირის ქვეყნების ვალდებულებაა, მაგრამ ევროკავშირი მოუწოდებს თავის პარტნიორ აღმოსავლეთის ქვეყნებსაც, რომ მიბაძონ მათ და კარბონ-ნეიტრალურები გახდნენ 2050 წლისთვის.
ჩვენმა სამინისტრომ თავად ევროკავშირს სთხოვა დახმარება 2050 წლამდე ტრენდის დათვლაში. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა დაიწყო გრძელვადიანი პროექტის — ხანგრძლივ ვადიანი დაბალ ემისიიანი განვითარების სტრატეგია, განხორციელება. ამ კონცეფციას საქართველო ევროკავშირის დახმარებით ამუშავებს და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მზად იქნება. განიხილება ყველა ის სექტორი, რომელთა ცვლილებაც დაგეგმილი გვაქვს 2030 წლამდე. პოტენციურად ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკურ პოლიტიკაზე, გლობალური დათბობის პოტენციალზე (GWP) და სხვადასხვა პარამეტრზე. წლის ბოლოსთვის საქართველოს ექნება თავისი კონცეფცია, რომლის საფუძველზეც გამოჩნდება, თუ რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყნას იმისთვის, რომ მხარი აუბას ევროკავშირის მოწოდებას.
რა თქმა უნდა, სასურველია, ეს ყველაფერი მიახლოებული იყოს ნულოვან მაჩვენებელთან, მაგრამ ამავე დროს მნიშნველოვანია არსებული რეალობის გათვალისწინება. როგორც გითხარით, ეს ვალდებულება არ არის, მაგრამ ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გვაქვს, საჭიროა ჩვენი ვალდებულებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმსგავსებული იყოს.
— იქნებ მოკლედ ვისაუბროთ კლიმატის ცვლილების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. რამდენად ქმედითია სამოქმედო გეგმა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება იყოს უზრუნველყოფილი?
— არაერთხელ ნახსენები NDC არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც განისაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები. ახლა მთავარია, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შესრულება. სწორედ ამისთვის მომზადდა საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის ეროვნული სტრატეგია და 2021-2023 სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკას და კონკრეტულ ღონისძიებებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ენერგიის მოხმარება სატრანსპორტო სექტორში, ენერგიის მოხმარება შენობებში, მრეწველობასა და სამრეწველო პროცესებში, ასევე სატყეო სექტორში, სოფლის მეურნეობასა და ნარჩენების მართვაში.
მთავრობის ადმინისტრაციას მიერ მიღებული სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად მომზადდა 3-წლიანი გეგმა თითოეული სექტორისათვის.
საქართველოს მიმართ არის მოლოდინი, რომ შეძლებისდაგვარად აჩვენოს პროგრესი ემისიების შემცირების პოლიტიკასთან მიმართებაში. საუკუნის მეორე ნახევრისთვის კი, ქვეყანა ისწრაფვის სათბურის აირების ემისიებსა და შთანთქმას შორის ბალანსის გათანაბრებისკენ.
-
გადახედვაირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა
-
გადახედვანახეთ: თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ: თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება სალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება
-
გადახედვადააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? — პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? — პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს
-
გადახედვამათზე წნეხი განხორციელდა — კობახიძე რუმინეთის, ესპანეთის და იტალიის საგარეო უწყების განცხადებებზე მათზე წნეხი განხორციელდა — კობახიძე რუმინეთის, ესპანეთის და იტალიის საგარეო უწყების განცხადებებზე
-
გადახედვაეპისკოპოსი საბა ინწკირველი: ეკლესია არასდროს არ უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, არამედ ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს ეპისკოპოსი საბა ინწკირველი: ეკლესია არასდროს არ უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, არამედ ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს
-
გადახედვასიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება – კობახიძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის შეზღუდვების დაწესებაზე სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება – კობახიძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის შეზღუდვების დაწესებაზე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი წამომდგარიყო მამუკა მდინარაძე: ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი წამომდგარიყო
-
-
გადახედვაიგორ კირილოვის მკვლელობის საქმეზე უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს იგორ კირილოვის მკვლელობის საქმეზე უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს
-
გადახედვალონდონის მოდის კვირეულზე KEBURIA-ის დებიუტი შედგება ლონდონის მოდის კვირეულზე KEBURIA-ის დებიუტი შედგება
-
გადახედვარობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას
-
გადახედვაკახა კალაძე: სასიამოვნო არაა ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის კახა კალაძე: სასიამოვნო არაა ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის
-
გადახედვაამ წუთებში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს ამ წუთებში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს
-
გადახედვაკალაძე: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე 200-მდე მეწარმემ თქვა უარი — ეს არის ტყუილი კალაძე: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე 200-მდე მეწარმემ თქვა უარი — ეს არის ტყუილი
-
გადახედვასამაუწყებლო კომპანია FOX NEWS-ის ოფისთან ემიგრანტებმა დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გამართეს სამაუწყებლო კომპანია FOX NEWS-ის ოფისთან ემიგრანტებმა დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გამართეს
-
გადახედვაალან ბერსე: ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს ალან ბერსე: ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს
-
გადახედვაპოლიციამ მაღაზია "არტ-თაიმის" გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა პოლიციამ მაღაზია "არტ-თაიმის" გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
-
გადახედვამირიამ ლექსმანი: ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია მირიამ ლექსმანი: ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია
-
გადახედვაგორში ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ გორში ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ
-
გადახედვადღეს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს
კომენტარები