პუტინმა რუსეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობა დაამტკიცა
ფოტო: კრემლი
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობა დაამტკიცა. ამ ბრძანებით პუტინმა თავისივე ოკუპირებული და "აღიარებული რესპუბლიკის" მოქალაქეებს უფლება მისცა ისე მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, რომ უარი არ თქვან ოსურზე.
ბრძანება რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში ვკითხულობთ, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს დოკუმენტში ისეთი ცვლილება შეიტანოს, რომელსაც "პრინციპული მნიშვნელობა" არ აქვს.
ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ იმ შემთხვევაში თუ 2008 წლის, 26 აგვისტოსთვის მათ ჰქონდათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა. ეს სწორედ ის თარიღია, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რესპუბლიკად აღიარა.
დადგენილების მიხედვით, ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური სერვისებით, განათლებითა და სამედიცინო მომსახურებით იმ მხარის კანონის შესაბამისად, სადაც მუდმივად ცხოვრობენ.
შეთანხმება ძალაში შევა რატიფიცირებისა და რატიფიცირებული დოკუმენტების გაცვლის შემდეგ. მისი მოქმედების ვადა 5-წლიანია, თუმცა ავტომატურად გრძელდება მომდევნო 5-წლიანი პერიოდებით, თუ ერთი მხარე ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე არ აცნობებს მეორეს შეწყვეტის შესახებ. რუსული მედიის განმარტებით, შეთანხმების ანულირება არ გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ორმაგი მოქალაქეობა გაუუქმდებათ მათ, ვისაც იმ დროისთვის აქვთ აღებული.
როგორც რუსული სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს, რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ქვეყანა განიხილავს მხოლოდ თავის მოქალაქეებად, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმებებით და ფედერალური კანონებით.
რუსეთი საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ბოლო რამდენიმე წელია ცხინვალისა და აფხაზეთში ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად სწორედ რუსეთი მიიჩნევა. ოკუპანტი ქვეყანა არ ასრულებს საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ე.წ. პრეზიდენტები მისი პოლიტიკის მიმდევრები არიან. საოკუპაციო რეჟიმი წლების განმავლობაში იტაცებს, უკანონოდ ატყვევებს, აწამებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს. რეგიონში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისში ისინი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
კომენტარები