დაიწყე კარიერა თეგეტაში — შანსი სამსახურის მაძიებლებისთვის
თვენახევარი სწავლა, შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება — ეს ის მარტივი ფორმულაა, რომელსაც თეგეტა მოტორსი კამპანიის — "დაიწყე კარიერა თეგეტაში" ფარგლებში დასაქმების მსურველებს სთავაზობს.
დასაქმების მსურველებმა უნდა იჩქაროთ, რადგან რეგისტრაციის ვადა 7 აგვისტოს იწურება.
თეორიული კურსი, რომელიც თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება, 15 აგვისტოს იწყება. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აპლიკანტები ანაზღაურებად პრაქტიკულ სტაჟირებაზე გადავლენ, სადაც საბაზისო ცოდნას მიიღებენ ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია თეგეტა მოტორსის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან.
სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მაგალითია მიშა მიქაელიანი, რომელმაც კარიერა თეგეტაში 2014 წელს დაიწყო.
"თავიდან, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან მარტივი, მაგრამ, თუ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ხარ, თეგეტა განვითარების ყველა შესაძლებლობას გაძლევს. აქ იზრდები და ვითარდები კომპანიასთან ერთად. ამიტომაც საჭიროა შრომა და შენი საქმისადმი ერთგულება", — ამბობს მიშა მიქაელიანი, რომელმაც საცხებ-საპოხი მასალების კონსულტანტიდან თეგეტა პრაიმ ფროდაქსის დირექტორის მოადგილის პოზიციამდე კარიერული საფეხურები, რამდენიმე წელიწადში გაიარა.
თეგეტა მოტორსი, როგორც ჰოლდინგი, იმდენად სწრაფად მზარდია, რომ მუდამ საჭიროებს ახალ კვალიფიციურ კადრებს. შრომის ბაზარზე ასეთი კადრების დეფიციტი გახდა თეგეტა აკადემიის შექმნის საფუძველი და 2013 წლიდან აწვდის კომპანიას კარგად მომზადებულ კადრებს.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული კურსდამთავრებულია ნინო ჯაყელი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გაიარა თეგეტა აკადემიის კურსი და უკვე გაყიდვების კონსულტანტია საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით.
მისივე თქმით, თეგეტა მოტორსში ყოველდღე რაღაც ახალს გასწავლიან: "დილით რომ მოვდივარ სამსახურში და საღამოს სახლში ვბრუნდები, ვხვდები, რომ ძალიან ბევრი ვისწავლე დღის განმავლობაში. ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც არ უნდა იმუშაო, ყოველდღე ახალს სწავლობ და ყოველდღიურად ვითარდები"
დასაქმების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე სამსახურის მაძიებლებს. ასე რომ, დაიწყეთ კარიერა თეგეტაში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9% უმუშევარია, თეგეტა ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, თავიანთი გატაცებები ავტოინდუსტრიის სფეროში რეალობად აქციონ. ეს სფერო რომ პერსპექტიულია, ამას თავად თეგეტა მოტორსის განვითარების ისტორიაც მოწმობს.
ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, 26 წლისაა 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. თეგეტას აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან თეგეტა მოტორსი Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ პორშეს, შვედურ საავტომობილო გიგანტ ვოლვოს და იაპონურ ტოიოტასა და მაზდას. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით თეგეტა მოტორსის ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: მანი, ჯეი-სი-ბი, ჰინო და სხვები. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები