CENN აცხადებს კონკურსს ქალი მეწარმეებისათვის მდგრადი ტურიზმის სექტორში
ფოტო: CENN
CENN, პროექტის "ციფრული კავკასია" ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (GNTA), Mytravel.ge-სთან, Georgian Travel Guide-თან და Area.ly-სთან პარტნიორობით აცხადებს კონკურსს საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისათვის.
კონკურსის მიზანია ტურიზმში ქალი მეწარმეების წახალისება მდგრადი გადაწყვეტილებების მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალებს, რომლებიც მართავენ ტურისტულ ბიზნესს საქართველოს ტერიტორიაზე.
მონაწილეებს აპლიკაციების შევსება შეუძლიათ შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი
ნომინაციაში "საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი" გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც CENN გადასცემს ფულად პრიზებს 400$, 300$ და 200$-ის ოდენობით. გარდა ამისა, კომპანია Area.ly გამოავლენს თავის რჩეულ განთავსების ობიექტს და გადასცემს მომსახურების 6-თვიან პაკეტს, რომელშიც შედის ადმინისტრაციული და ჯავშნების მართვის მოდული და ვებ გვერდის შექმნა (6-თვიანი უფასო მომსახურებით).
2. საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი
ნომინაციაში "საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი" გამარჯვებულ ობიექტს Mytravel გადასცემს საპრომოციო პაკეტს, რომელშიც შევა ობიექტის ფოტო-ვიდეო და დრონით გადაღება, მარკეტინგული კომუნიკაცია ციფრულ არხებში და გამარჯვებულ ობიექტში ორ დღიანი განთავსების გათამაშება, რომლის დაფინანსებასაც Mytravel უზრუნველყოფს.
3. საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება
ნომინაციაში "საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება" გამარჯვებულ ბიზნესს Georgian Travel Guide დაეხმარება ტურისტული პროდუქტის მარკეტინგულ შეფუთვასა და ციფრულ არხებში განთავსებაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა 2021 წლის 20 აგვისტომდე. კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთ ნომინაციაში.
განაცხადებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ექსპერტებით როგორც ტურიზმის, ისე მარკეტინგისა და გარემოს დაცვის სფეროებიდან. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2021 წლის სექტემბერში.
ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს მთავრობა გეგმავს 2036 წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 2,5-ჯერ გაზარდოს
გადახედვა
-
კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს კობახიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი აღარ არსებობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს" ირაკლი კობახიძე: "გახარიას პარტიას დრო მივეცით კონსტიტუციურ წყობილების აღიარებისთვის — გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულადაა აღმოფხვრილი კორუფცია
გადახედვა
კომენტარები