მოგებული სასამართლოს შემდეგ ბრიტნი სპირსმა პირველად თქვა #FreeBritney
ბრიტნი სპირსი ოფიციალურად შეუერთდა მოძრაობას, ჰეშთეგით #FreeBritney, რომელსაც პოპვარსკვლავის ფანები მისი მეურვეობისგან გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე წელია იყენებენ. მომღერალმა სწორედ ამ ჰეშთეგით აღნიშნა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბრიტნის ადვოკატის დაქირავება თავად შეუძლება.
"მადლობა ჩემს ფანებს, რომლებიც მხარს მიჭერენ... წარმოდგენა არ გაქვთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენნაირი საოცარი ფანების მხარდაჭერას!!!" — წერს ბრიტნი თავის ახალ ინსტაგრამპოსტში, რომელშიც ჰეშთეგს #FreeBritney პირველად იყენებს.
ბრიტნი სპირსი 2008 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კანონიერი მეურვეობის ქვეშაა: ცამეტი წელი მის პირად ცხოვრებას, კარიერასა და ფინანსებს მამამისი განკარგავდა. ბოლო წლებში ბრიტნის ფანების მონდომებით ინტერნეტში შეიქმნა მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის), რომლის მხარდამჭერებიც ამბობდნენ, რომ ბრიტნი მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო და მისი თავისუფლება უსაფუძვლოდ იყო შეზღუდული.
სასამართლოზე მომღერალმა ეს მოსაზრებები დაადასტურა: მაგალითად, მისი თქმით, თურმე უკრძალავდნენ შვილის გაჩენას, წამლებით აბრუებდნენ და მამამისი სასამართლოს მიერ მინიჭებული მეურვის უფლებებს ბოროტად იყენებდა. "ეს მეურვეობა ძალადობრივია. ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა", — განაცხადა ბრიტნიმ.
1-ლ ივლისს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ბრიტნის მეურვედ ისევ მამამისი რჩება, თუმცა აშკარაა, რომ მომღერალი დანებებას არ აპირებს.
ამავე თემაზე:
- სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიტნის მეურვედ ისევ მამამისი რჩება;
- შეუძლია საკუთარ თავს დამოუკიდებლად მიხედოს — ბრიტნი სპირსის დედა მომღერალზე;
- ბრიტნი, მოვდივართ, მალე დაგიხსნით მაგ ციხიდან! — მადონა პოპის პრინცესას მიმართავს;
- არ ვარ ბედნიერი, ტრავმირებული და განრისხებული ვარ — ბრიტნი სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა;
- ბევრმა ახლა გაიაზრა, რომ Black Mirror-ის ეს სერია ბრიტნი სპირსზეა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები