პრინცესა დაიანას ეს 20 ფოტო გვაჩვენებს, როგორ ძლიერ უყვარდა შვილები
00წაკითხვა00კომენტარი00გაზიარება
2021 წლის პირველ ივლისს, როცა პრინცესა დაიანას 60 წელი უნდა შესრულებოდა, შვილებმა, პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ საზეიმო ცერემონიაზე დედის ქანდაკება კენსინგტონის სასახლის ეზოში ერთად გახსნეს.
პრინცესა დაიანა 1997 წელს 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. მაშინ მისი ვაჟები სულ რაღაც 15 და 12 წლისები იყვნენ.
ძეგლის აღმართვის ფაქტმა ბევრს დედა-შვილების თანაცხოვრების ამსახველი კადრები გაახსენა და ახლა რამდენიმე ასეთ ამაღელვებელ ფოტოს წარმოგიდგენთ, რომლებზეც პრინცესა დაიანას შვილებთან ერთად გატარებული ემოციური მომენტებია აღბეჭდილი.
1. პრინცესა დაიანა პრინც უილიამთან და პრინც ჰარისთან ერთად კენსინგტონის სასახლეში პიანინოსთან, 1985 წლის 4 ოქტომბერი
2. დაიანა ეხმარება უილიამს პაზლის აწყობაში, 1985 წლის 22 ოქტომბერი
3. უილიამი და ჰარი დედასთან ერთად ჰაიგროუვის რეზიდენციის ბაღში, 1986 წლის 18 ივლისი
4. პრინცესა დაიანა უილიამს პონით ასეირნებს
5. დედის მხრებზე შემოსკუპებული ჰარი, 1986 წლის 18 ივლისი
6. უილიამი და დაიანა 1987 წლის 17 მაისს
7. დაიანა, უილიამი და ჰარი ბალმორალის ციხესიმაგრის მახლობლად, მდინარის ნაპირას თამაშობენ, 1987 წლის 18 აგვისტო
8. ჰარი ანცობს, 1988 წლის 11 ივნისი
9. დაიანა შვილებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე, 1988 წლის 13 აგვისტო
10. დაიანა ჰარისთან ერთად კუნძულ ნეკერზე ტალღებს ეთამაშება, 1989 წლის 9 იანვარი
11. დაიანა შვილებს სკოლაში მიაცილებს, 1989 წლის პირველი სექტემბერი
12. უილიამი, დაიანა და ჰარი ავსტრიაში, 1991 წლის 10 აპრილი
13. დაიანამ და უილიამმა უინძორების პარკში წაიხემსეს, 1991 წლის პირველი ივნისი
14. დაიანას რეაქცია, როცა კანადაში ოფიციალურ შეხვედრაზე შვილები შემოუერთდნენ, 1991 წლის 23 ოქტომბერი
15. ჰარი დედასთან ერთად, 1992 წლის 18 აპრილი
16. დაიანა შვილებთან ერთად გასართობ პარკში, 1993 წლის 13 აპრილი
17. დაიანა, ჰარი და უილიამი ერთ-ერთ საჯარო დღესასწაულზე, 1995 წლის 19 აგვისტო
18. ჰარი და უილიამი დედასთან ერთად 1995 წლის 6 სექტემბერს
19. პრინცესა დაიანა ვაჟებთან ერთად 1997 წლის 9 მარტს
20. ჰარი და უილიამი დედის ძეგლის წინ, 2021 წლის პირველი ივლისი
კომენტარები