ამ მოწყობილობას შეუძლია ადამიანები ნაადრევი სიკვდილისგან იხსნას
სწრაფი ტესტი სხვადასხვა დაავაადების ამოსაცნობად.
მსოფლიოში მრავალი ინფექცია არსებობს. ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის იმდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომ პაციენტებსა თუ ექიმებს იმის დროც არ აქვთ, სრულად შეისწავლონ და გამოიკვლიონ დაავადება. როგორც წესი, არსებული პრაქტიკა მოითხოვს ლაბორატორიებში ნიმუშების გაგზავნას, ინფექციის სწორად ამოცნობისთვის, რასაც შეიძლება დღეები დასჭირდეს.
პაციენტებისთვის დაუყოვნებლად შეტყობინებულ შედეგს შეუძლია შეამციროს ინფექციის გავრცელება, გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი, გაამარტივოს კლინიკოსების დატვირთული მუშაობა.
"კლინიკოსებმა გამოავლინეს პრობლემა, ტესტის დაგვაინებული პასუხები, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა მოწყობილობა, რომელიც რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას მისცემდა ექიმს, პაციენტის პირველი ვიზიტის დროს", — ამბობს ლეილა სოლეიმანი, მეცნიერი და კათედრის მკვლევარი, მაკმასტერის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე.
ექიმის კაბინეტში დაავადების სიმპტომების გამოკვლევა და მეცნიერულად დადასტურებული დიაგნოზის დადგენის იდეა ბევრად უფრო ახლოსაა რეალობასთან, მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ შემუშავებული მოწყობილობის წყალობით. სწრაფი ტესტირების მოწყობილობას, ინფექციურ ბაქტერიებზე, შეუძლია ზუსტი, საიმედო პასუხის მიღება ერთ საათზე ნაკლებ დროში. ეს ტესტი მოქმედებს ისევე როგორც კოვიდ-19-ის გამოსავლენად, ასევე კიბოს ამოსაცნობადაც.
ამ მოწყობილობის დახმარებით, პაციენტები უფრო სწრაფად მიიღებენ შედეგს, შესაბამისად სწორ მკურნალობას, რაც მათ თავიდან ააცილებს სერიოზულ გართულებებს. კვლევა ჟურნალ Nature Chemistry-ში გამოქვეყნდა.
"ეს ექიმებს მისცემს მტკიცებულებას, იმისას, რასაც უკვე ეჭვობენ მათი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე", — ხსნის იდეას თანაავტორი, იანგფუ ლი.
ახალ დნმ-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგია იყენებს სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი მონიტორის მსგავს მოწყობილობას. მიკროჩიპის დახმარებით შეიძლება ინფექციის ამოცნობა სისხლში, ნერწყვში და შარდში, რასაც მოწყობილობა მოლეკულების დახმარებით ახერხებს, რომლელბიც ინფექციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცილების ხელწერის ამოცნობისთვისაა გამოყენებული. ამის შემდეგ, USB-ის ზომის მოწყობილობა სმარტფონთან ერთდება, შედეგები კი სმარტოფონის ეკრანზე აისახება.
ამ ეტაპზე, მკვლევრები ეძებენ პარტიორებს, რათა მათი მოწყობილობით სხვა ქვეყნებშიც იხელმღვანელონ, მაგალითად იქ, სადაც არაა ლაბორატორიები.
"ესაა ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წასვლა, სადაც ტესტირებაა საჭირო", — თქვა ასევე იდეის თანაავტორმა, რიჩა პანდეიმ, რომელიც დოქტურანტურის სამეცნიერო თანამშრომელია სოლეიმანის ლაბორატორიაში.
კომენტარები