თემურ ჭყონია იქნება, ჩემი აზრით, თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი — ხაზარაძე
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში წამყვანის კითხვას, რომ იქნება თუ არა თემურ ჭყონია თბილისის მერობის კანდიდატი, უპასუხა, რომ ის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნებოდა.
"თემურ ჭყონია იქნება, ჩემი აზრით, ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო, ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არა აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფლი, სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი", — თქვა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ, ასევე, თქვა, რომ ამაზე საუბარი ჰქონდა, თუმცა ვერ ადასტურებს იმას, რომ მისგან დადებითი პასუხი მიიღო. მანვე ისაუბრა კახა კალაძეზე და აღნიშნა, რომ კალაძე რომ მარტო იყოს, შესაძლოა მისთვის მხარი დაეჭირა, თუმცა ამავდროულად კალაძე ქართული ოცნების გენერალური მდივანია.
"კახა კალაძეს პიროვნულად არაფერს არ ვერჩი, არაჩვეულებრივი სპორტსმენია. მე არ მეშინია, ვიღაცებისგან განსხვავებით, ადამიანის ღირსებებზე ვისაუბრო. კარგი სპორტსმენია, კარგი ადამიანია, კარგი მეოჯახეა და რაღაცები კარგად გააკეთა, თუმცა ბევრი რაღაც ის არ გააკეთა, რაც ჩემი აზრით, გასაკეთებელი იყო. თან პრობლემა ის არის, რომ კახა კალაძე რომ კახა კალაძე იყოს მარტო, შეიძლება დამეჭირა მხარი, მაგრამ კახა კალაძე ამავე დროს არის ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომლის პარტიამაც ეს ქვეყანა დაშალა", — განაცხადა ხაზარაძემ.
შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ. კერძოდ, არის ვარაუდი, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დააყენებს.
თუმცა რამდენიმე პარტიამ ენმ-ს კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი უკვე თქვა, მათ შორის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი განცხადებით, უნდა შეიქმნას მესამე, "მძლავრი მიზიდულობის ცენტრი", რომლითაც ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყება. მელიას კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს მოქალაქეების ლიდერიც, ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, პარტიაში მიდის მსეჯლობა, რომ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. რაც შეეხება გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს, ის ამბობს, რომ თუ ექნება შემოთავაზება იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი უარს არ იტყვის და არც ვინმეს სასარგებლოდ თავის კანდიდატურას მოხსნის.
საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ დაუყენებია არც მმართველ პარტიას. მედია საუბრობს იმაზე, რომ მოქმედი მერი, კახა კალაძე ქართული ოცნების კანდიდატი არ იქნება. ამას არ ადასტურებენ "ოცნების" ლიდერები. ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიაში "ყველას, 36 ათასივე წევრს" ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყოს. მისი განცხადებითვე, კალაძე "ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია" და უპირველეს ყოვლისა, თავად მის პოზიციაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც. ამას სკეპტიკურად უყურებს მმართველი პარტია. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ გახარია თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს დააყენებს "საუკეთესო შემთხვევაში მესამე ადგილზე გავა".
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები