საქართველოს ბანკისა და თბილი სახლის პარტნიორობით ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი მოეწყო
საქართველოს ბანკისა და თბილი სახლის პარტნიორობის ფარგლებში ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი მოეწყო. პროექტის დასრულება ბანკის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 14,1 მლნ. ლარი შეადგინა.
პროექტი ითვალისწინებს ახალი ტერმინალის საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას, კერძოდ, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, წყალმომარაგების, სანიაღვრე, ელექტროობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს.
თბილი სახლი ბაზარზე 2001 წლიდანაა წარმოდგენილი და 450-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიას წარმატებით აქვს დასრულებული 250-მდე პროექტი, რომლებიც მოიაზრებს, როგორც ინდუსტრიული, ასევე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების საინჟინრო კომუნიკაციების განხორციელებას. მათ შორის ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: ქუთაისის პარლამენტი და ადმინისტრაციული შენობა, ფოლადის მწარმოებელი ქარხანა ჯეოსტილი, იუსტიციის სამინისტრო, შსს საპატრულო პოლიცია, შოკოლადის მწარმოებელი ქარხანა ბარამბო, მრავალფუნქციური კომპლექსი AXIS TOWERS, სავაჭრო ცენტრები - ისტ პოინთ თბილისი, გალერია თბილისი და მრავალი სხვა.
"ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა უკვე 20 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ კომპანიის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ბანკი აგრძელებდა და აგრძელებს ერთგულ პარტნიორობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ, შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი", — განაცხადა თბილი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თეონა გულდედავამ.
კომპანიის შესახებ:
თბილი სახლი ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტზე მოქმედი ცნობილი კომპანიების საიმედო პარტნიორია და კლიენტებს სთავაზობს, როგორც ხარისხიანი პროდუქციის ასორტიმენტის სტანდარტულ მოდელებს, ასევე ინდივიდუალური, სპეციფიკური დაკვეთით დამზადებული პროდუქციის მოწოდებას უმოკლეს დროში. კომპანიაში მუშაობს გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების გუნდი, რაც თბილი სახლის წარმატებული საქმიანობისა და პროფესიონალიზმის დასტურია. ამასთან, საინჟინრო კომუნიკაციების სპეციალისტები მუდმივად გადიან სხვადასხვა ტრენინგსა და კურსს პარტნიორ უცხოურ კომპანიებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და გააჩნიათ სათანადო ლიცენზია/ნებართვა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ინსტალაციასა და მომსახურებაზე.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები