თბილისში, ღვინის აღმართზე გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილს ყელი აქვს გამოჭრილი.

შსს-ს პრესსამსახურში ამ ეტაპზე გარდაცვლილის პოვნის ფაქტს ადასტურებენ. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.