სამხრეთ აფრიკული მუშა ფუტკრები, გამრავლების მიზნით, საკუთარ კლონებს ქმნიან
სიდნეის უნივეტსიტეტის, ARC-მცენარეთა დაცვის კვლევითი ინსტიტუტისა და იორკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სამხრეთ აფრიკაში მობინადრე ერთ-ერთი სახეობის მუშა ფუტკრები გამრავლების მიზნით საკუთარი თავის თითქმის იდეალურ კლონებს ქმნიან. მათი კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
ცნობილია, რომ ზოგიერთი ქმნილება პართენოგენეზის გზით — შეწყვილების გარეშე მრვალდება. რეპროდუქციის ამ ფორმის მთავარ უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ ამ დროს ინდივიდებს არ უწევთ დროისა და ენერგიის დახარჯვა შეწყვილებაზე და მომავალ თაობას მხოლოდ ამ ინდივიდის გენები გადაეცემა. უარყოფითი მხარე კი — გენეტიკური მრავალფეროვნების დაკარგვაა — ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სახეობების გადარჩენას ცვალებად პირობებში. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პართენოგენეზი შთამომავლობის შესაქმნელად არც ისე სრულყოფილი გზაა. ამის მიზეზს ის წარმოადგენს, რომ გენეტიკური ნივთიერების სულ მცირე ნაწილი შესაძლოა, არასწორად იქნეს შერეული — ეს ხარვეზები, რომლებსაც რეკომბინაციები ეწოდება, შედეგად თანდაყოლილ დეფექტებს ან არაპროდუქტიული კვერცხებს იძლევა. ახლა კი, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფუტკრების სახეობა, რომლებმაც რეკომბინაციების თავიდან ასაცილებლად თავისებური გზა შეიმუშავეს.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სამხრეთ აფრიკელი დედა ფუტკრები სქესობრივი გზით მრავლდებიან, მუშები კი — ასექსუალური გზით. შემდეგ მათ პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეს — დედოფლის რეპროდუქციულ ორგანოზე ლენტი მიამაგრეს, რაც მამალ ფუტკრებს მასთან შეწყვილებაში უშლიდა ხელს, შედეგად კი შესაძლებლობა მისცეს როგორც მას, ასევე მუშა ფუტკრებს, ასექსუალური გზით გამრავლებულიყვნენ. ორივე მათგანის ნაშიერებში რეკომბინაციის ხარისხის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ დედოფლის ნაშიერებში დაახლოებით 100-ჯერ მეტი რეკომბინაცია იყო, ვიდრე მუშა ფუტკრების ნაშიერებში. მეტიც, მუშა ფუტკრების შვილები მათი მშობლების თითქმის იდენტური კლონები იყვნენ.
დამატებითმა შემოწმებებმა აჩვენა, რომ სკაში მუშა ფუტკრების ერთი ხაზი საკუთარ თავის კლონებს 30 წლის მანძილზე ქმნიდა — ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ მუშა ფუტკრები სკაში არც თანდაყოლილი დეფექტებით იტანჯებოდნან და არც სიცოცხლისუნარიანი ნაშიერების გაჩენა უჭირდათ.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მათ, ევოლუციურად, გამრავლებისას რეკომბინაციის პრევენციის საშუალებები განივითარეს. მკველრევბმა აღნიშნეს, რომ მათი ეს უნიკალური უნარები ევოლუციის თეორიას სულ არ ეწინააღმდეგება — ეს არსებები უბრალოდ იმას აკეთებენ, რაც მათი არსებობისთვისაა საუკეთესო.
კომენტარები