რაზე შეთანხმდნენ საპატრიარქოში შეხვედრისას და რა ბედი ელის პანსიონს — მხარეების განმარტებები
ფოტო: საპატრიარქ
საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრა, სადაც სასულიერო პირები ევროკავშირის ელჩთან და ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონზე მსჯელობდნენ, დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ყველა მხარემ განაცხადა, რომ მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა და ამაზე თანხმდებიან. ითქვა ისიც, რომ საჭიროა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების გაყვანა და ამაზეც საერთო აზრზე არიან, თუმცა გაურკვეველი დარჩა, იხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი.
ჯანდაცვის სამინისტროსა და World Vision-ის წარმომადგენლების კომენტარები მიანიშნებს, რომ პანსიონის დახურვა განიხილება და საპატრიარქო ამაზეც მზად არის, თუმცა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საუბრობდნენ არა დახურვაზე, არამედ იმაზე, რომ პანსიონი საერთაშორისო სტანდარტებს მოერგოს.
რას ამბობს საპატრიარქო
შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ისაუბრეს იმაზე, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. მათივე განცხადებით, მხარეებმა თქვეს, რომ "ეკლესიამ თავის დროზე მაქსიმალური შეძლო და ყველაფერი გააკეთა ბავშვების დასახმარებლად და აღსაზრდელად", მაგრამ ახალ დროს მოაქვს ახალი მოთხოვნები, პრიორიტეტები და გამოწვევები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ნინოწმინდის ბავშთა სახლის ახალ სტანდარტებზე მორგება.
"აღნიშნულისათვის კი საჭიროა კონსტრუქციული მუშაობა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების ბავშვების ინტერესების დაცვით მიღებას და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ნორმების გათვალისწინებას.
შესაბამისად, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება დღეს მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს", — წერია საპატრიარქოს განცახდებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ისაუბრეს არამხოლოდ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ სირთეულეებზე, არამედ ზოგადად პრინციპებზე, რომლებიც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებას.
"ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება, შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის, პირველ რიგში, ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინტერესი არ გადაიფაროს სხვა ინტერესებით. [...]
დახურვაზე არ არის საუბარი, არის საუბარი იმაზე, რომ დროთა განმავლობში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები. ", — განაცხადა ჯაღმაიძემ.
რა თქვა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, რომ ის იყოს წახალისებული. მისი თქმით, ერთად გააგრძელებენ მუშაობას არამხოლოდ ნინოწმინდაში, არამედ სხვა დაწესებულებებშიც ბავშვების გამოსაყვანად.
"კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომლებიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოაიზრებს და მათი ალტერნატიულ სერვისებზე... ანუ ბავშვთა ზრუნვის სერვისების დაკმაყოფილება", — განმარტა მან, რა დროსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა, რომ პანსიონი იხურება. პასუხად მან განაცხადა:
"ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბება... გამოდის პრინციპში, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. დღესაც ამ პროცესებს ჩვენ ვაგრძელებთ"
რა თქვა კარლ ჰარცელმა
ჰარცელმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ნინოწმინდაზე იმსჯელეს, თუმცა უფრო ფართო საკითხებსაც შეეხენ. მისი თქმით, თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვის საჭიროებები დაცული უნდა იყოს და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მიაღწიონ დასახულ პრიორიტეტებს.
"ეს დისკუსია იყო ფართო, რადგან საკითხი უფრო მასშტაბურია, ვიდრე ნინოწმინდის თემა. დისკუსიის დროს გვქონდა ურთიერთგაგება იმ პრიორიტეტებზე, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. საერთო ჯამში ვხედავ, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი საწყისი წერტილი და ამავდროუალდ ბევრი საქმე არის გასაკეთებელი პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით", — განაცხადა მან.
რა თქვეს ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს წარმომადგენლებმა
World Vision-ის წარმომადგენლის, ეკა გურგენიძის განცხადებით, საპატრიარქო იზიარებს მოსაზრებას, რომ ყველა დიდი ზომის პანსიონი უნდა დაიხუროს.
"ნინოწმინდის პანსიონს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ნინოწმინდის პანსიონი, არამედ ყველა დიდი ზომის, არარეგულირებული პანსონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება", — განაცხადა მან.
დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა საპატრიარქო თანახმა რომ პანსიონი დაიხუროს, გურგენიძემ უპასუხა:
"აპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას. ყველა პანსიონზე არის საუბარი, ყველა დიდი ზომისაზე, არამხოლოდ ნინოწმინდაზე".
UN-ის წარმომადგენლის, ღასან ხალილის განცახდებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს პროცესი მხოლოდ ნინოწმინდაზე არ გაჩერდეს.
"გადაწყვეტილება თითოებული ბავშვის ინტერესების დაცვაა, რაც პრიორიტეტს წარმოადგენს. ამას ადასტურებს სამინისტორც, საპატრიარქოც, უნისეფიც და ვორლდ ვიჟენიც. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახური გარემო, ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, მათ შორის, ნინოწმინდიდან.
თუკი ასეთი არ გვყავს, მაშინ უნდამოვიძიოთ ის ოჯახი, რომელიც იშვილებს ბავშვს. ნინოწმინდასთან დაკავშირებით სამინისტროც გეტყვით, რომ ყოველდღიურად ბავშვები საკუთარ ოჯახებს მიჰყავთ. ეს პოზიტიური ამბავია, თუმცა მნიშვნელოვანია იუნისეფისთვის, რომ ეს პროცესი ერთ ინსიტუციაზე არ გაჩერდეს",— განაცხადა ხალილიმ.
საპატრიარქოს განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა მათი ინიციატივით შედგა.მიზეზად საპატრიარქოში იმას ასახელებენ, რომ ჯადაცვის უწყების თანამშრომლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს "ჰქონოდათ მართებული წარმოდგენა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ".
შეხვედრას ესწრებოდნენ ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამისი თანამშრომლები. გაეროს ბავშვთა ფონდისა (Unicef) და World Vision-ის წარმომადგენლები.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები