ჰიდროელექტროსადგურები უნდა ავაშენოთ, მაგრამ იმ გზით, როგორც ეს ხდება ნამახვანში, არ გამოვა — გახარია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოსთვის
ექსპრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს, მაგრამ იმ ფორმით, როგორც ნამახვანში ხდება, "არ გამოვა". ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ უმაღლესი თანამდებობების პირები პირადად უნდა ჩაერთონ მოქალაქეებთან კომუნიკაციის პროცესში.
"რა თქმა უნდა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველას უნდა გევსმოდეს, რომ ჩვენი ენერგოსისტემის საფუძველი არის ჰიდროენერგია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჰიდროელექტროსადგურები უნდა ავაშენოთ, მაგრამ იმ გზით და ფორმით, როგორც ახლა ეს ხდება ნამახვანში — სამწუხაროდ, მე მგონია, რომ აქ მთავრობა და ხელისუფლება შეცდომას უშვებენ — არ გამოვა, ვერ აშენდება ასე ეს ჰესი.
მე მაქვს გამოცდილება მსგავს წინააღმდეგობებთან მუშაობის და თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების პირები, იმიტომ რომ ეს სიტუაცია ასე გამწვავდა, პირადად არ ჩაერთვებიან და ამ ადამიანებს პირადად არ დაელაპარაკებიან, არ გამოვა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას და ენერგეტიკას ნამახვანი სჭირდება, ადამიანების, რიონის ხეობის დამცველების მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა ასე", — თქვა მან.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები უწყვეტად მიმდინარეობს. 26 მაისს, გვიან ღამით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გუმათში ჩავიდნენ და კომპანია ენკას მანქანებისთვის ხეობის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი აბრახუნებდნენ რკინის ჯებირზე, რომელიც პოლიციამ გზის გადასაკეტად აღმართა. გუმათჰესთან მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს განაცხადა, რომ ბარიკადების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყეს. აქტვისიტებმა კი აღნიშნეს, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.
27 მაისს გუმათში რიონის ხეობაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა რკინის ჯებირებზე ბრახუნი დაიწყო, ნაწილმა კი სცადა ჯებირებზე მიწოლა. უკან დახევაზე ორგანიზატორების მოწოდების მიუხედავად, ყველას გაკონტროლება ვერ მოხერხდა და სიტუაცია დაიძაბა. დაპირისპირებისას 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები