Pokémon-მა იშვიათი ბარათები აჩუქა ბიჭს, რომელმაც ლეკვის გადასარჩენად მთელი კოლექცია გაყიდა
ფოტო: Kimberly Woodruff
რამდენიმე კვირის წინ 8 წლის ბრაისონის ლეკვი — 4 თვის ბრიუსი ავად გახდა. ბავშვმა მშობლების საუბარს ყური მოკრა და გაიგო, რომ ძაღლს ძვირადღირებული მკურნალობა და მედიკამენტები ესაჭიროებოდა. ბრაისონმა გადაწყვიტა, რომ ერთგული ოთხფეხა მეგობრის გადასარჩენად რაღაც თავადაც აუცილებლად უნდა ეღონა. ბრაისონმა მისთვის ყველაზე ძვირფასი პოკემონის ბარათების კოლექციის გაყიდვა გადაწყვიტა.
"ბრიუსი ავად გახდა და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ძალიან სევდიანი ვიყავი. არ მინდოდა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი დამეკარგა", — ამბობს ბრაისონი.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ბრიუსის გადასარჩენად თანხის შეგროვებას შეპირდნენ და სთხოვეს, კოლექცია არ გაეყიდა, ბრაისონი უკან დახევას არ აპირებდა. მან სახლის წინ პატარა დახლი მოაწყო და მყიდველებს შეატყობინა, რომ წლების განმავლობაში შეგროვებულ ასობით ბარათის ლეკვის გადასარჩენად ყიდდა.
ბრაისონის დედამ შვილის დასახმარებლად დახლის ფოტო სამეზობლოს ფეისბუქ ჯგუფში დადო. თავიდან ეგონა, რომ ამ პატარა წამოწყებას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, თუმცა შეცდა. პატარა ბრაისონის დახლს მეზობლები მოაწყდნენ. ზოგი ბარათს ყიდულობდა, ზოგს ბარათები მოჰქონდა, სხვები კი ბრაისონს ფულითა და ძაღლის საჭმლით ეხმარებოდა. საზოგადოების ამგვარი აქტიურობის შემდეგ ბრაისონის დედამ საქველმოქმედო პლატფორმა GoFundMe-ზე ანგარიშის გახსნა გადაწყვიტა. ანგარიშზე $15 000-მდეა შეგროვებული.
საბედნიეროდ, ბრიუსი უკვე მოსიყვარულე ოჯახს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. შეგროვებული თანხით ოჯახმა ბრიუსის გარდა, კიდევ სამი ცხოველის მკურნალობა დააფინანსა. თანხის ნაწილი კი ძაღლთა თავშესაფარს გადაურიცხა.
ეს გულისამაჩუყებელი ამბავი სამეზობლოს მალე გასცდა და ბრაისონის სიმამაცის შესახებ კომპანია Pokémon Co.-მაც გაიგო. კომპანიამ ბიჭს გაყიდული ბარათების სანაცვლოდ, იშვიათი ბარათებით სავსე ამანათი გამოუგზავნა.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა


კომენტარები