მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამისთვის დამატებით 34,5 მილიონი დოლარი გამოუყო
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
მსოფლიო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამისთვის 34,5 მილიონი დოლარი გამოუყო — ამის შესახებ გადაწყვეტილება, 7 ივნისს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო. აღნიშნული თანხა 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მილიონ აშშ დოლარს დაემატება, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.
მსოფლიო ბანკის მხრიდან დამატებით დაფინანსებას რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს — მათ შორის, COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს სურს წვლილი შეიტანოს საქართველოს მთავრობის იმ გეგმის განხორციელებაში, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.
ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.
"მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით, და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით," — აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დამატებით დახმარებაზე კომენტარი გააკეთა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოს მნიშვნელოვნად დაეხმარება ვაქცინაციის პროცესის უკეთ ადმინისტრირებაში.
"მსოფლიო ბანკის დახმარება არსებითი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკის დახმარებით ჩვენ გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად შევძელით ადაპტაცია და რეაგირება პანდემიის ზემოქმედების მიმართ. დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს მთავარი ინსტრუმენტი პანდემიის დასასრულებლად - ესაა ვაქცინა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის უკეთ ადმინისტრირებას. მსურს მსოფლიო ბანკს, ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის დახმარებისთვის," — აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტის მეშვეობით, მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარებას უწევდა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში. ორგანიზაციის თქმით, პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის — 4 მილიონზე მეტი PCR, ასევე ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის და დნმ-ის ექსტრაქციის ნაკრების, 1000-ზე მეტი ჟანგბადით თერაპიის აპარატურის, ასევე სარეანიმაციო და გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საწოლებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების, და სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის 11 მილიონი პერსონალური დაცვის საშუალების შეძენაში.
"პროექტმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტის განხორციელებაში, რითაც ყოველთვიური დროებითი დახმარება მიიღო 80 000-მა ოჯახმა. დამატებითი ფინანსური დახმარება კი დაახლოებით 25 000-მა ისეთმა ოჯახმა, რომელსაც 3-ზე მეტი შვილი ჰყავს; ასევე, ერთჯერადი დახმარება მიიღო 370 000-მა თვითდასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, ხოლო დროებითი უმუშევრობის დახმარება 160 000-ზე მეტმა ადამიანმა," — ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
დამატებითი დაფინანსება, ისევე როგორც ძირითადი პროექტი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის გაწეული ფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ახლახან ხელმოწერილ ხელშეკრულებას 85 მილიონი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები