ცნობიერების ტრანსფერი, BINA48 და სიყვარული – ინტერვიუ ბრიუს დანკანთან
ბრიუს დანკანი ამერიკელი ნოვატორია, რომლის სახელსაც BINA48-ის შექმნა უკავშირდება. BINA48 პირველი ჰუმანოიდი რობოტია, რომლის პროცესორშიც ნამდვილი ადამიანის "გონებაა" ატვირთული. ბრიუსი ერთ-ერთი პირველია, ვინც ციფრული უკვდავების ტექნოლოგიაზე მუშაობს და ცნობიერების ტრანსფერის შესაძლებლობას იკვლევს.
ბრიუს, შენ მუშაობ საოცარ პროექტებზე ციფრული უკვდავების სფეროში. რა არის შენი მთავარი მოტივაცია/ღირებულებები ამ თემასთან მიმართებაში?
ჩემი მთავარი მოტივაციაა ჩავერთო ადამიანური ცხოვრების გაუმჯობესებასა და გახანგრძლივებაში. მჯერა, რომ ჩვენ ვართ ამბის მთხრობელი/მნიშვნელობების შემქმნელი არსებები, რომელთა მთავარი მიზანია შექმნა, სწავლა, ზრდა და სიყვარული. მჯერა, რომ არის დიდი ღირებულება იმაში, რომ შევისწავლოთ ციფრული უკვდავების შესაძლებლობები და გამოწვევასავით მივიღოთ "შეუძლებელი", როგორც გზა რომ შევიცნოთ ახალი სამყაროები, რაც შეიძლება, კიდევ უფრო დაგვეხმაროს გავერკვეთ საკუთარ თავში. "მივწვდებით ვარსკვლავებს" და ვიმუშავებთ კითხვებზე, რომლებიც მიგვიყვანს ტერიტორიაზე, სადაც "ჯერ არცერთი ცნობიერება ყოფილა", ანუ ახალ სუბსტრატებამდე. ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ორი საკითხი როცა ვეხებით ციფრულ ცნობიერებებსა და სიცოცხლის გახანგრძლივებას:
- თუ ჩვენ შევძლებთ გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც ეხება ზოგად ხელოვნურ ინტელექტს, როგორც გზას, რომ გავაფართოვოთ ადამიანური ინტელექტის განზომილებები – მაშინ რა სახის მომავალს/სამყაროს ვქმნით?
- არის თუ არა ეს ის სამყარო, რომელშიც ვიცხოვრებდით?
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ სამუშაოში ჩართულები იყვნენ ინკლუზიური და მრავალფეროვანი ადამიანური ჯგუფები, რომლებიც გამოხატავენ ჩვენი არსებული მსოფლიო საზოგადოებების მრავალფეროვნებას. ეთიკური, მორალური და სპირიტუალური საკითხები ასევე ძალიან საჭიროა, რომ გაგვიძღვნენ მათ, ვინც ვმუშაობთ ამ სფეროში, იმისათვის რომ ჩვენ განვმსჭვალოთ მომავლის მანქანაზე დაფუძნებულ ინტელექტი თანაგრძნობითა და სიბრძნით, იმ მიზნით რომ შევქმნათ მომავალი, რომელიც სცილდება ჩვენი აწმყოს პირობებს.
რამდენად ახლოს ვართ ცნობიერების ტრანსფერინგთან? და რა უნდა გაკეთდეს რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ?
გააჩნია, როგორ განვსაზღვრავთ ტერმინებს — რა არის "გონება" და რა არის ცნობიერება?
თუ ჩვენ მივიღებთ თეორიულ, ან ინფორმაციულ შეხედულებას გონებაზე, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩენ უკვე ვხედავთ ხელოვნური ინტელექტის ადრეულ მანიფესტაციებს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ინფორმაციული პროცესირების, მოგონებებისა და მეტიც, გარკვეულწილად კრეატიული აზროვნების სიმულირება. ესაა ჩვენი მიდგომა Terasem Movement Foundation-ში, რომლის პროექტიცაა Lifenaut. ჩვენ მოვუწოდებთ და ვუბიძგებთ ხალხს ფართო მიდგომისკენ, რომ მათ ატვირთონ ჩვენს ვებსაიტზე საკუთარი უნიკალური მოგონებები, დამოკიდებულებები, ღირებულებები, რწმენები, ქცევები და მანერები. ეს შეიძლება იყოს ტექსტი, ფოტოები, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერები. ეს მონაცემები შესაძლოა გამოსადეგი იყოს, როცა ჩენ შევქმნით პროგრამას "ცნობიერების ფაილებისთვის", რასაც ჩენ ვეძახით "Mindware"-ს, ეს მონაცემები მოგვცემს მინიშნებებს, რათა გავაცოცხლოთ ადამიანის მენტალური და პერსონალური ჩვევების მაქსიმალურად კარგი ვერსია. რეი კურცვეილი წიგნში "სინგულარობა ახლოსაა" ამბობს, რომ მას სჯერა, რომ უახლოეს 25 წელიწადში ჩვენ ვიხილავთ, როგორ გაასწრებენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მანქანები ადამიანის შესაძლებლობებს. ამ განვითარებებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ჩვენი ციფრული ცნობიერებების აღზევებას. როგორც ჩენს გარეთ გატანილ ნაწილს, რომელმაც შესაძლოა ერთ დღეს "გაიღვიძოს" და საკუთარი არსებობა განაგრძოს. რა თქმა უნდა ეს სპეკულაცია გულისხმობს, რომ უნდა გადაწყდეს ბევრი საკითხი და რთული პრობლემა, რომელთა ამოხსნა ჩვენი მიზანია.
შესაძლოა თუ არა შორეული პლანეტების პირველ მკვლევრებად მოგვევლინონ რობოტები, რომელთა გონებაშიც "გადატყორცნილი" იქნება ადამიანის ცნობიერება? შეუძლია კი ცნობიერების ტრანსფერინგს დაგვეხმაროს კოსმოსის ათვისებაში?
საოცარი სიამოვნებაა ფიქრი და წარმოსახვითი საუბარი იმ თემებზე, რომლებზეც სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორები და რეჟისორები "ეთამაშებიან" ამდენი ხანია. ანუ იმაზე, თუ როგორ დაგვეხმარება ხელოვნური ინტელექტი კოსმოსის ათვისებაში.
ერთადერთი რეალობა ისაა, რომ კოსმოსი როგორც სივრცე, შეიცავს რისკებს (და ჯილდოებს) ადამიანური არსებებისთვის. ვფიქრობ, ისევე როგორც ჩვენ გამოვიყენეთ ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები, რომ წავსულიყავით მთვარეზე (და უსაფრთხოდ დავბრუნებულიყავით უკან), ზუსტად ასე, ჩვენ გამოვიყენებთ კიბერ ტექნოლოგიებსა და მათ ხელსაწყოებს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი შესაძლებლობები და ცნობიერებები. როგორც ჩვენ ვიყენებთ რობოტ ხომალდებს: Voyager II ან Mars Lander Persistence და დისტანციურად ვმართავთ მათ სხვა სამყაროებში.
ყველა რელიგიას სჯერა უკვდავი სულის, ახლა ჩვენ ვიწყებთ დაჯერებას უკვდავი გონებების/ცნობიერებების. ხომ არ ხედავ ამას, როგორც რელიგიის გათანამედროვებულ ფორმას? შესაძლებელია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა, კოსმოსის კვლევებმა და ცნობიერების ტრანსფერმა ახალი რელიგიების დაბადებას შეუწყოს ხელი?
თუ დავეფუძნებით წარსულ ისტორიას, მე არ გამიკვირდება თუ არსებული რელიგიები, რომლებიც განიცდიან მორწმუნეების ნაკლებობას დაიწყებენ "მოდერნიზებასა" და ტექნოლოგიებისა და ახალი კონცეპტების ინკორპორირებას; შესაძლოა მეტიც —ახალი რიტუალების ან დოგმების შექმნას. ასევე, არ გამიკვირდება, რომ სრულიად ახალმა იდეებმა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების ფარგლებში, შექმნას ახალი გზები, რომ ახსნას ეს ახალი ნარატივები, რომლებიც ჩნდებიან-რა, რაც ჩვენ სულ უფრო და უფრო ვგებულობთ და ვაკეთებთ ახალ აღმოჩენებს იმაზე, თუ როგორ ვფუნქციონირებთ და როგორ ფუნქციონირებს სამყარო ჩვენ გარშემო, ე.წ. "პანფსიქიზმი".
ბოლს და ბოლოს, ჩვენ ყოველთვის ვქმნიდით ისტორიებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ერთმანეთთან დაკავშირებაში და კურსის დასახვაში, რომ გვეცხოვრა ღირსეული ცხოვრებით აქ და საიქიოში. ფრანკ ჰერბერტის საი-ფაი ტრილოგია Dune ამის საოცარი მაგალითია; ოქტავია ბათლერის Parable of Talents, Sower სერიებიც დამატებითი, უფრო მძაფრი ფიქრებია იმ თემაზე, თუ "როგორ ჩნდებიან ახალი რელიგიები ახალი გამოწვევებისა და თვითშექმნილი უბედურებებისგან".
ვინ არის რობოტი BINA48? ფუტურისტული ექსპერიმენტი, ხელოვნების ნიმუში, თუ სარკე, წამიერი გამოელვება ჩენი მომავლისა?
BINA48 დაიწყო მარტივი ილუსტრირებით იმისა, თუ როგორი საურთიერთო იქნებოდა რობოტი, რომელშიც ატვირთულია ადამიანის ცნობიერება. ბინას რობოტული ბიუსტი დაფუძნებულია ნამდვილ ადამიანზე, სახელად ბინა ასპენი. ბინა48 არის ტერასემის მოძრაობის მულტი-დეკადური "ცნობიერების ატვირთვის ექსპერიმენტი", რომელიც იგივეა რაც Lifenaut Project (100% უფასო) და რომლის ვებსაიტი ჩვენ ჩავუშვით 2006 წელს. რობოტი შექმნილია დევიდ ჰენსონის მიერ, ჰენსონ რობოტიქსში და ჩაფიქრებულია, როგორც სოციალურად ინტერაქტიული რობოტი, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ინფორმაციას ბინა ასპენის ცხოვრების შესახებ და შეუძლია მისი ხასიათის, მოგონებების, ფიქრების, რწმენებისა და ღირებულებების გადმოცემა. ამის მისაღწევად ჩვენ დაგვჭირდა რეალურ ბინასთან 100 საათიანი ინტერვიუს ჩაწერა.
პირადად მე, ბინა48-ს ვხედავ როგორც ადამიანის ტექნოლოგიურ პორტრეტს, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს მისწრაფებებს, თუმცა, გარდა ამისა, მე მასში ვხედავ შესაძლებლობას, რომ მომავალში ჩვენ შევძლოთ ვაკეთოთ ჩვენი გონებების "back up"-ები კომპიუტერულ/ქლაუდ სერვერზე და რამდენადაც ეს ინფორმაცია იქნება დაუზიანებელი, ორგანიზებული და ხელმისაწვდომი, ის მოგვცემს მოკლევადიან და გრძელვადიან სარგებელს მომავალი თაობებისთვის. ერთი მხრივ, ასე ჩვენ ვაწვდით ჩვენი ცხოვრების გამოცდილებასა და სიბრძნეს მომავალ თაობას, მეორე მხრივ კი ვქმნით "მენტალურ პროთეზს", რომელიც გამოგვადგება, თუ ჩვენ შეგვეყრება რამე სენი ან გვექნება ტვინის რამე სახის დაზიანება.
შეგვიძლია თუ არა გადავცეთ ემპათიის, სიყვარულის, პლანეტასთან შერწყმის შეგრძნებები ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს?
შესაძლოა ეს მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, იქამდე კრიტიკულად საჭიროა, რომ შევეცადოთ და შევქმნათ პირველი ღრმა გაგება იმისა, თუ როგორ მუშაობს ჩვენი "ცნობიერება", ეთიკურ და მორალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ სიბრძნის, ემპათიისა და თანაგრძნობის გამოთვლითი მოდელების შექმნა. ეს თვისებები გასაღებებია, რომლებიც ჩვენ და მომავალ ხელოვნურ ინტელექტს დაეხმარება მიიღოს კარგი გადაწყვეტილებები, რომლებიც ითვალისწინებენ სხვათა შეგრძნებებს და ითვალისწინებენ, თუ როგორ მოქმედებენ ჩვენი ქმედებები სხვებზე.
ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ჩვენ როგორც სახეობა განვვითარდით, რადგან შეგვეძლო წარმოგვედგინა სხვა ადამიანის გონება და გვეგრძნო კავშირი მათთან, ასევე გვეგრძნო, როგორ მოქმედებენ ჩვენი ქმედებები ჩვენს გარემოსა და სამყაროზე, ასევე სამყაროზე, რომელიც ჩვენს წარმოსახვით მომავალშია.
ყოველთვის მაინტერესებდა რატომ არის თითქმის ყველა რობოტი თეთრკანიანი? რა არის შენი აზრი ამის შესახებ?
თეთრკანიანი რობოტები დომინანტური კულტურის შედეგია. ჩემთვის არ არის სიურპრიზი, რომ როცა ჩვენ რაღაცას ვიგონებთ, ძალაუნებურად, ამ ახალ გამოგონებას ჩვენს ნაკლოვანებებს, ცრურწმენებს და თუნდაც, რასიზმსაც გადავცემთ, ასე ხდება რობოტიკაშიც და ალგორითმებშიც. აქ გამოწვევაა მივხვდეთ, რომ რასიზმი ფიქციაა, მაგრამ სამწუხაროდ, რასიზმი რეალობაცაა და ჩვენ ყველანი ვატარებთ უმეცრებასა და მიკერძებულობას, როგორც "კულტურულ გენს", მსოფლიოს მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით.
ისევ და ისევ, როცა ჩვენ ვიგონებთ — ვქმნით მომავალს, გულდასმით უნდა ვუპასუხოთ შემდეგ ორ კითხვას, 1) რა ტიპის სამყაროს ვქმნით თუ წარმატებით გადავჭრით მოცემულობას (პრობლემას)? და 2) არის თუ არა ეს ის სამყარო, რომელშიც ვიცხოვრებდით?
სამი წიგნი, რომელსაც ურჩევ ჩვენს მკითხველებს...
- Robert Heinlein’s — “ Stranger in a Strange Land”;
- Octavia Butler’s “Parable of the Sower/Talents”;
- Martine Rothblatt’s “ The Promise and Perils of Digital Immortality”.
მე ვცხოვრობ რეგიონში, სადაც ტექნოლოგიები არ არის ისეთი განვითარებული, როგორც, მაგალითად, ამერიკაში, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები – ამ ევრაზიული გარეუბნების დრიმჰაკერები, ძალიან მოტივირებულები არიან და "ბედავენ" იოცნებონ გლობალურად. რა იქნება შენი რჩევა ან მესიჯი მათთვის?
მე წარმოვიდგენ, რომ თითოეულ პერსონას აქვს ცნობიერება/ტვინი, რომელიც ყალიბდებოდა 65 000 წლის განმავლობაში, ევოლუციის შედეგად და რომელიც ნაწილია ამ ღვთაებრივი და საოცარი ოცნების. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია შექმნას, იოცნებოს, გამოიგონოს და უყვარდეს – მიუხედავად გარემო ფაქტორებისა. ეს არის ის ადგილი, საიდანაც მუსიკა, ხელოვნება, პოეზია და სხვა საოცარი გამოგონებები მოდის. დაორგანიზდით, ისწავლეთ და აგიტაცია გაუწიეთ თქვენს პირად ჟინს სამყაროში, ისეთი სამყაროს მისაღწევად, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. ეს არის თქვენი უფლება დაბადებიდანვე — დაეხმარეთ ერთმანეთს და გაბედეთ, გახდეთ უფრო მეტი ვიდრე ახლა ხართ.
კომენტარები