ესპანეთში კაბის ტარების გამო გარიცხული მოსწავლე ბიჭის მხარდასაჭერად მასწავლებელმა კაცებმაც კაბები ჩაიცვეს
ესპანეთის ერთ-ერთი სკოლის კაცი მასწავლებლები სასწავლებლიდან გარიცხული მოსწავლისადმი სოლიდარობის ნიშნად კაბებში გამოეწყვნენ. საქმე ეხება გასულ წელს მომხდარ ინციდენტს, როცა მოსწავლე ბიჭი სკოლაში კაბით გამოცხადდა, რის შემდეგაც მას საგანმანათლებლო დაწესებულება დაატოვებინეს. ორივე შემთხვევა პოპულარულ კამპანიას — სამოსს სქესი არ აქვს — უკავშირდებოდა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევას ემსახურება.
მაისის თვეში 37 წლის მანიელ ორტეგამ და 36 წლის ბორხა ველასკესმა კაბაში გამოწყობილებმა დაიწყეს სიარული ვალიადოლიდის სკოლაში, სადაც ისინი მუშაობენ. საბაბი, ამჯერად, ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბავი გახდა — ბიჭი, რომელსაც ზედა ეცვა ანიმეს პერსონაჟებით, ბულინგის და ჰომოფობიური დამოკიდებულებების სამიზნედ იქცა.
ორტეგამ და ველასკესმა, კაბების ჩაცმასთან ერთად, მოსწავლეებში ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება გადაწყვიტეს.
მასწავლებლებმა ბავშვებს უთხრეს, რომ შეხედულებები, რომლებიც სხვებისგან მოუსმენიათ, შესაძლოა, არასწორი იყოს. ველასკესის თქმით, მან საკუთარ მოსწავლეებს აუხსნა, რომ მათ მიერ ნათქვამი სიტყვები სხვებს გულს სტკენს და ეს უნდა შეიცვალოს.
სწავლების ნაწილი იყო ცნობიერების ამაღლება სტერეოტიპებზეც. მასწავლებლებმა ბავშვებს ისიც აუხსნეს, რომ ნორმალურია, თუკი ბიჭებს სამზარეულოში ტრიალი ან გრძელი თმის ტარება მოსწონთ, ამასთან, გოგოების ფეხბურთისადმი სიყვარულსა და მოკლე თმის ტარებაშიც არაფერია უჩვეულო.
მოძრაობამ "სამოსს სქესი არ აქვს" გასულ წელს მთელი ესპანეთი მოიცვა.
ფოტო: haaysssss
ფოტო: Crokismc
სკოლიდან გარიცხული მოსწავლე 15 წლის მიკელ გომესია, რომელმაც ინციდენტის შესახებ ტიკტოკზე გამოქვეყნებულ საკუთარ ვიდეოში ისაუბრა.
მისი თქმით, ერთ დღეს, უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ შარვლის გარედან კაბა ჩაეცვა. თუმცა, სკოლაში მისვლის შემდეგ "დასცხა", ამიტომ შარვალი გაიხადა და მხოლოდ კაბით შევიდა გაკვეთილზე. მოგვიანებით, იგი მათემატიკის გაკვეთილიდან გაიყვანეს და ფსიქოლოგთან გაუშვეს, რომელმაც ჰკითხა, "კარგად თუ იყო".
ესპანური მედიაგამოცემების ცნობით, გომესმა ამგვარად ფემინისტებისა და ტრანსგენდერი ადამიანებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ამასთან, ეცადა, ბულინგზე აემაღლებინა ცნობიერება, თუმცა, თავად იქცა ჩაგვრის მსხვერპლად.
ფოტო: carlotaafdezz
მომხდარის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში, ესპანეთში უამრავმა მოსწავლე ბიჭმა და მასწავლებელმა კაცმა გადაწყვიტა, გომესისადმი მხარდაჭერის ნიშნად და სტერეოტიპების დასამსხვრევად თავადაც ჩაეცვათ კაბები. მოძრაობამ იმდენად მასშტაბური სახე შეიძინა, რომ ესპანეთში ის განათლების სფეროს რამდენიმე წარმომადგენლისა და მშობლის კრიტიკის ობიექტიც კი გახდა.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები