დიზაინ ფიქრის ინსტრუმენტები ერეკლე ინაშვილისგან — სესია თიბისის ბიზნესკლუბში
ფოტო: თიბისი
თიბისის ბიზნესკლუბი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და უკვე ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც ბიზნესისთვის სასარგებლო, კომპეტენტური აზრები იცვლება. ესაა ადგილი, სადაც ადამიანები ვირტუალურად იკრიბებიან, ერთმანეთს ეცნობიან, საუბრობენ თავიანთ ბიზნესსაჭიროებებზე და იღებენ ფინანსურ თუ არაფინანსურ მხარდაჭერას. აქ იმართება სალექციო კურსები, შეხვედრები, ინდივიდუალური კონსულტაციები, წევრები სარგებლობენ სპეციალური შემოთავაზებებით. ეს ყველაფერი კი ერთი მიზნისთვის — ბიზნესის გასაძლიერებლად კეთდება.
ბიზნესკლუბში ახლახან კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა. ერეკლე ინაშვილმა, გერმანიაში მოღვაწე ბრენდის და პროდუქტის დიზაინერმა ბიზნესკლუბის წევრებთან დიზაინ ფიქრის ინსტრუმენტების შესახებ სამუშაო სესია გამართა.
რა არის დიზაინ ფიქრი და მისი საფუძვლები? როგორ გამოიყენება სხვადასხვა სახის ინსტრუმენტი კომპანიაში პრობლემების იდენტიფიკაციისა და გადასაჭრელად? ამ სტატიაში სწორედ ამ თემებზე მოგითხრობთ და გაგაცნობთ იმ სამ ძირითად მეთოდოლოგიას, რომელიც ბიზნესკლუბის სამუშაო სესიაზე კლუბის წევრებმა და მენტორმა მიმოიხილეს.
რა არის დიზაინ ფიქრი?
სახელიდან გამომდინარე, შესაძლოა, შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ დიზაინ ფიქრი სახვითი ხელოვნების ექსკლუზიური მიმართულებაა, თუმცა ასე არაა. მართალია, მას დიზაინთან გარკვეული არსობრივი კავშირი აქვს, თუმცა ის უფრო მეტად სტრატეგია, ხედვა და მოქმედების გზაა, რომელსაც თქვენს საქმიანობაში რაღაც მიზნამდე მიჰყავხართ.
ამ ცნების უკეთესად გასაგებად ზოგადად დიზაინზე უნდა დავფიქრდეთ — ნებისმიერი დიზაინის შექმნა რაღაც პრობლემის გადაჭრას გულისხმობს. დიზაინი აქვს ყველანაირ ნივთს ჩვენ გარშემო, ის თავის თავში იტევს ამ ნივთების ფუნქციებსაც, ხოლო ადამიანები, რომლებიც დიზაინს ქმნიან, სინამდვილეში პრობლემებს ჭრიან. მათ უწევთ ფიქრი, შექმნან ისეთი რამ, რაც ადამიანების ყოველდღიურობას ამარტივებს. ამგვარად, დიზაინერებმა წლების განმავლობაში დააგროვეს პრობლემების მარტივად და ეფექტიანად გადაჭრის უნარები, ხოლო მათი მუშაობის პროცესსა და პრინციპებს სხვა დარგებზე თუკი გადმოვიტანთ, ვნახავთ, რომ ადამიანზე მორგებული მეთოდებით პრობლემების კრეატიული და ინოვაციური გზით გადაჭრა შეგვიძლია. რაც მთავარია, ეს ყველა დისციპლინას ეხება — ბიზნესს, ქვეყნის მართვას, ჩვენს ცხოვრებასაც კი. უხეშად რომ ვთქვათ, დიზაინ ფიქრით სახავთ პრობლემების გადაწყვეტის გზებს ისე, როგორც ამას დიზაინერი მოიფიქრებდა.
მსოფლიოს უდიდესი კომპანიები, როგორებიცაა Apple, Google, Samsung და სხვები მუდმივად ავითარებენ დიზაინ ფიქრის მიდგომებს. ეს დისციპლინა ისწავლება წამყვან უნივერსიტეტებში — სტენფორდში, ჰარვარდსა თუ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. და მაინც, რატომ არის დიზაინ ფიქრი ასე პოპულარული? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
დიზაინ ფიქრი უწყვეტი პროცესია, რომლის დროსაც ადამიანები ცდილობენ, მეტი გაიგონ მომხმარებელზე, გააკეთონ სწორი დასკვნები, ადეკვატურად ჩამოაყალიბონ პრობლემები, დასახონ სტრატეგიები და პრობლემების გადაწყვეტის გზები. როგორც ერეკლე ინაშვილი ამბობს, მას მარკეტინგთან და ბრენდინგთანაც ბევრი საერთო აქვს.
ბიზნესში როლები შეიცვალა. დღეს გვიწევს პრობლემების მოგვარება და არა უბრალოდ კრეატიული იდეების გამოგონება. ჩვენი საქმე ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა. დიზაინ ფიქრი არაა ფასადური დისციპლინა და მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ ეყრდნობა. ის მასშტაბური მიდგომაა, რომელიც პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში გეხმარებათ.
დიზაინ ფიქრისთვის ადამიანი ამოსავალი წერტილია. ის ემპათიურობას, თანმიმდევრულობას, პროდუქტისთვის ხელშესახები ფორმის მიცემასა და ერთიანი სურათის დანახვის უნარს მოიცავს.
ფოტო: თიბისი
სესიაზე დამსწრეებმა განიხილეს დიზაინ ფიქრის რამდენიმე მეთოდოლოგია, რომელიც ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მათგან სამ ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხებით: ესენია MVP, Stakeholder Map და Business Model Canvas.
რა არის MVP მოდელი?
პროდუქტის განვითარებისთვის MVP მოდელი ერთ-ერთი ფუნდამენტური მიდგომაა. ის იშიფრება როგორც Minimum Viable Product — პროდუქტის ჩონჩხი, პირველადი, საწყისი ფორმა, რომელიც “გუნდასავით იკრავს მომხმარებლის უკუკავშირს”, საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, როგორ იყენებენ ისინი პროდუქტს და მიხვდეთ, როგორ უნდა განავითაროთ ის.
“თუკი მას წარმოვიდგენთ, როგორც დონატს, MVP იქნება უბრალო ფუნთუშა გლაზურით, რომლის გასინჯვით იგებთ, გემრიელია თუ არა ის საერთოდ. როცა დონატს აცხობთ, აუცილებლად გაქვთ საწყისი ხედვა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს საბოლოოდ, თუმცა ის, თუ როგორ ფორმას მიიღებს, დამოკიდებულია მომხმარებელთა უკუკავშირზე — როგორი უფრო მოსწონთ: შოკოლადით, M&M’s-ის ფანტელებით თუ დიეტური”, — ასე ხსნის ერეკლე ინაშვილი MVP-ის მეტაფორულ მოდელს.
ერეკლემ ლექციაზე დამსწრეებს MVP-ის გამორჩეული რეალური მაგალითებიც გაუზიარა, მათ შორისაა Dropbox — კომპანია, რომელმაც თავად დანერგა MVP-ის ცნება, Airbnb, Amazon, Facebook და სხვები.
კიდევ ერთი ცნება, რომელიც სესიაზე განიხილეს MLP — Most Lovable Product იყო. ტერმინი ისეთ პროდუქტს აღწერს, რომლისადმი ემოციური ჩართულობა, სიყვარული და ლოიალობა უჩნდებათ მომხმარებლებს. MLP-ის ასპექტების ასახსნელად ერეკლე ქართულ ბრენდს, Giovanni Morra-ს იხსენებს, რომელმაც პასპორტის ჩასადებზე ოკუპაციის აღსანიშნავი სიმბოლოები და ფრაზა დაიტანა და საზოგადოებამაც დაუყოვნებლივ აიტაცა.
რა გზას გადის პროდუქტი MVP-ის შემდეგ?
“Design Thinker-ები ამბობენ, რომ პროდუქტის განვითარების ციკლი, ბიზნეს ცხოვრება არის მუდმივი წრებრუნვა. პირველ ეტაპებზე ჩვენ ველზე გავდივართ, ვიკვლევთ მომხმარებლების რეაქციებს, როცა მათ კონკრეტულ პროდუქტს სთავაზობენ. მიღებულ ინფორმაციას ვამუშავებთ, რაც სამომავლოდ განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. დაკვირვებებისა და კვლევის შედეგად პროდუქტის მარტივ პროტოტიპს ვქმნით. მომდევნო ნაბიჯზე კი ვიგებთ მომხმარებლების შთაბეჭდილებებს. ერთი სიტყვით, მუდმივად ვეძებთ, მუდმივად “სარკეში ვიხედებით”, რომ დავინახოთ, რას ფიქრობენ სხვები ჩვენს პროდუქტზე. უკუკავშირის მიღების შემდეგ კი უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვახერხო მისი ინტეგრირება პროდუქტში”, — ხსნის ერეკლე.
ეს განვითარების ციკლი კი უსასრულოდ მეორდება. სხვანაირად ბაზარზე გადარჩენა და განვითარება შეუძლებელი იქნება. რაც მთავარია, ეს პროდუქტის გაუმჯობესების ერთადერთი გზა არაა — ერეკლემ სესიაზე სხვა მიდგომებიც განიხილა, შედარებით პრაქტიკულიდან დაწყებული, უფრო მეტად აკადემიურით დამთავრებული.
რა არის და რისთვის გამოვიყენოთ Stakeholder Map?
მარტივად რომ ვთქვათ, ეს ოთახში გაკრული რუკაა, რომელიც თქვენი ბიზნესის “გეოგრაფიას” ასახავს. ამ რუკას თქვენ თვითონ ქმნით — ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად ბიზნესს ან პროდუქტს ავითარებენ, რუკაზე ადგილს უჩენთ და მათ გარკვეულ მნიშვნელობებს ანიჭებთ. ეს გეხმარებათ აღიქვათ, ვინ არიან აქტორები, რომლებიც თქვენთან ერთად აკეთებენ საქმეს, არსებობენ თუ არა უხილავი მოთამაშეები, რომლებიც პროცესებზე რეალურ გავლენას ახდენენ. რუკის დახმარებით აღწერთ, როგორი ურთიერთობები გაქვთ თითოეულ მათგანთან, რაც გეხმარებათ, გულწრფელად შეაფასოთ რა ხდება ბიზნესში, სადაა პრობლემები და სად ხედავთ გამოსწორების გზებს. ერეკლეს თქმით, “ესაა ის, რაზეც ყოველდღიურად კულუარებში ვსაუბრობთ, მაგრამ აკადემიურ ფორმას არ ვაძლევთ”.
Design Thinking-ს არ აინტერესებს რა ხდებოდა ძველად, თეორიებში, მისთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება აქ და ახლა, თქვენს ოფისებში. ის არაა სტატიკური თეორია. დიზაინ ფიქრი ერთგვარი რადარია, რომელიც გიჩვენებთ იმას, რომ ურთიერთობები შეიძლება შეიცვალოს, იცვლება ბიზნესში ჩართული აქტორები და მათი როლებიც. Stakeholder Map კი იმ ყველაფრის სტრუქტურიზებაში დაგეხმარებათ, რაზეც აქამდე იშვიათად გიფიქრიათ. რუკის დახმარებით მუდმივად მიაქცევთ ყურადღებას ადამიანებს და მათთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, ის გიბიძგებთ, უფრო გააძლიეროთ დადებითი ურთიერთობები და გამოასწოროთ უარყოფითი კავშირები. ერთი სიტყვით, “გაიძულებთ”, იფიქროთ თქვენს ეკოსისტემაზე.
Stakeholder Map-ს მრავალი ფორმა აქვს და ბიზნესს შიდა სამზარეულოზე, პროცესებსა და ურთიერთობებზე სრული სურათის დანახვის საშუალებას აძლევს.
რა არის Business Model Canvas?
Business Model Canvas სტრატეგიული მართვის ჩარჩოა, რომელიც ახალი ბიზნესმოდელების განვითარებასა და არსებულების აღწერას ამარტივებს. ის ვიზუალურად წარმოადგენს ცხრილს სხვადასხვა ელემენტებით, რომელიც კომპანიის ან პროდუქტის ღირებულებას, ინფრასტრუქტურას, ფინანსებს, მომხმარებელს თუ რესურსებს ასახავს.
“ვინ არიან ჩვენი მთავარი პარტნიორები, რა აქტივობები უნდა განვახორციელოთ, რომ სერვისი მივაწოდოთ მომხმარებელს, რა საკვანძო რესურსები გვაქვს ამის გასაკეთებლად, რა არის ჩვენი გასავალი და შემოსავალი, რას ვყიდით, რა არხებით ველაპარაკებით მომხმარებლებს და სად ვყიდით პროდუქტს, რა ურთიერთობები გვაქვს მომხმარებელთან და რა სეგმენტის მომხმარებლები გვყავს — ამ ყველაფერს აღწერს Business Model Canvas, რომელიც ერთჯერადი, იაფი გზაა და საწყის ეტაპზე ბიზნესის განხორციელების გეგმას გისახავს”, — ამბობს ერეკლე.
ბიზნესკლუბის წევრების თვალით დანახული დიზაინ ფიქრის ინსტრუმენტები
ვფიქრობ, დიზაინ ფიქრის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით ბიზნესებმა უნდა დაინახონ ადამიანის საჭიროებები იქამდე, სანამ ისინი თავად იგრძნობენ ამას. ეს მგონია წარმატების ფორმულა დღეს — წინასწარ მოიფიქრო ისეთი რამ, რაც ხვალ ბევრ ადამიანს დასჭირდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომ პროდუქტი არასდროსაა დასრულებული. ეს მართლაც მამოძრავებელი ძალაა, რადგან თუ ჩათვლი, რომ პროდუქტზე მუშაობას მორჩი, ეს ნამდვილად დასასრულს ნიშნავს — ვიღაც სხვა აუცილებლად შექმნის შენზე უკეთესს
შეიძლება რაღაც მოთხოვნილება უკვე კმაყოფილდება შენი პროდუქტით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საფიქრალი აღარ არის. მუდმივი წინსვლა და ინოვაცია ძალიან მნიშვნელოვანია
ამ თემაზე სწორი მენეჯმენტის ცნება მახსენდება. ორივე მათგანი, დიზაინ ფიქრიც და სწორი მენეჯმენტიც ფართო ცნებაა, ორივე მათგანს დიდი გამოცდილება და დიდი გზის გავლა სჭირდება. რაც მთავარია, რომელ სფეროშიც უნდა ვიყოთ დასაქმებული, დიზაინ ფიქრი და სწორი მენეჯმენტი ყველას გვაერთიანებს
თავად მენტორის შეფასებით კი დიზაინ ფიქრი გვაძლევს სტრუქტურას, მოქმედების ჩარჩოს, რომლის ფარგლებში დაცული ვართ. “ძველად, ერთ დღესაც, ბიზნესს დაიწყებდნენ და მომხმარებლებიც ჩვეულებრივ იღებდნენ პროდუქტს, თუმცა დღეს ყველაფერი ასე მარტივად არაა, ბიზნესი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მათი გადაჭრა კი ახალ მეთოდებსა და მიდგომებს მოითხოვს.”
რამდენიმესაათიან შეხვედრაზე მენტორმა ბიზნესკლუბის წევრებს სხვა მრავალი ხელსაწყო, პლატფორმა, რესურსი და მიდგომაც გაუზიარა. მათ შორის, ისაუბრა გერმანიაში პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობისას დაგროვებულ გამოცდილებაზეც.
აღსანიშნავია, რომ ერეკლე ინაშვილი გერმანიასა და ბრიტანეთში ბოლო 14 წლის განმავლობაში მუშაობს და თანამშრომლობს მედია, საბანკო და სადაზღვევო კომპანიებთან, როგორც დიზაინ ლიდერი და დამოუკიდებელი კონსულტანტი. იგი ასევე არის სხვადასხვა სტარტაპის მენტორი პროდუქტის განვითარების და Service Design Thinking-ის ხაზით. ერეკლე ასევე ჩართულია ქართულ აქტივობებში ცოდნის გაზიარების კუთხით და ბევრი ქართული სახელმწიფო სერვისის თუ ბრენდის თანაავტორი და კონტრიბუტორია.
თიბისის ბიზნესკლუბის ფარგლებში კი საინტერესო შეხვედრები გრძელდება. თუ ხართ ბიზნესკლუბის წევრი, შეუერთდით ფეისბუქ ჯგუფს, სადაც მიიღებთ მეტ ინფორმაციას სამომავლოდ დაგეგმილი შეხვედრების, სესიების, სალექციო კურსებისა და თქვენს ბიზნესზე მორგებული შემოთავაზებების შესახებ. აქ შეძლებთ ბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან დისკუსიას და მიიღებთ რჩევებს ექსპერტებისგან.
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა




კომენტარები