Sex and the City-ის ახალ სეზონში პირველ არაბინარული გენდერული იდენტობის პერსონაჟს ვიხილავთ
იანვარში Sex and the City-ის გულშემატკივრებმა განსაკუთრებული ამბავი შეიტყვეს: სერიალი ახალი სეზონითა და ისტორიით დიდ ეკრანებს უბრუნდება! ყველასათვის საყვარელი საკულტო სერიალის ახალი სეზონი, სახელად And Just Like That… ძველთან ერთად, ახალ საინტერესო პერსონაჟებსაც შემოგვთავაზებს. მათ შორისაა სარა რამირესის პერსონაჟი — ჩე დიაზი. ჩე დიაზი სერიალში პირველი არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პერსონაჟი იქნება. ჩე დიაზი stand-up კომიკოსია, რომელსაც სერიალში პოდკასტი მიჰყავს.
"And Just Like That…-ის მთელი გუნდი მოხარულია, რომ სარა რამირესის მსგავსი ნიჭიერი მსახიობი Sex and the City-ის ოჯახს შეუერთდება. სარა განსაკუთრებულად ნიჭიერია და თანაბრად ეხერხება კომედიასა და დრამაში თამაში, ამიტომ გვიხარია და შთაგონებულები ვართ შოუსთვის ამ ახალი პერსონაჟის შექმნის შესაძლებლობით", — ამბობს სერიალის პროდიუსერი მაიკლ პატრიკ კინგი.
სარა რამირესი მომღერალი, მსახიობი, სიმღერების ავტორი და აქტივისტია. მაყურებლებს თავი გრეის ანატომიასა და Madam Secretary-ში შესრულებული როლებით დაამახსოვრა. სწორედ გრეის ანატომიაში ბისექსუალი კალი ტორესის როლის შესრულების შემდეგ გაუმხილა საზოგადოებას, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონეა. არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები საკუთარ თავს სქესის ბინარულ სისტემას, ქალსა და კაცს, არ მიაკუთვნებენ.
ახალ როლზე რამირესის დამტკიცება, გარკვეულწილად, შესაძლოა სერიალის ძველი ვარსკვლავის — კიმ კეტრელის სურვილსაც დავუკავშიროთ. კიმ კეტრელი, რომელიც სერიალში სამანტას განასახიერებდა, სამწუხაროდ, ახალ სეზონში არ დაბრუნდება, თუმცა მსახიობმა სურვილი გამოთქვა, რომ მის მაგივრად სერიალს ისეთი პერსონაჟი შემატებოდა, რომელიც And Just Like That…-ს უფრო ინკლუზიურს გახდიდა.
And Just Like That…-ის სიუჟეტი თანამედროვე დროში, კვლავ ნიუ-იორკში განვითარდება და 50 წელს გადაცილებული კერი ბრედშოუს, შარლოტ იორკისა და მირანდა ჰობის მეგობრობისა და სიყვარულის თავგადასავლებზე მოგვითხრობს. ახალ სეზონში მთავარ როლებს სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი შეასრულებენ. სეზონში სულ ათი სერია შევა და თითოეულის ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები