მიშელისა და ზურაბიშვილის ერთობლივი ოპ-ედი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ერთობლივი ოპ-ედი გამოაქვეყნეს სათაურით "საქართველოს მომავალი ევროპულია". ოპედში ისინი 19 აპრილის შეთანხმებას აფასებენ. მიშელისა და ზურაბიშვილის Euronews-ზე გამოქვეყნებული ოპ-ედის თანახმად, შეთანხმება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ევროკავშირისათვის გამარჯვებაა.
"30 წლის წინ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ევროპულ ოჯახისთვისთვის შეერთების ისტორიული მისწრაფებისკენ სვლა განაახლა. საპასუხო ნაბიჯები 2004 წლიდან ევროკავშირმაც გადადგა, რის შედეგადაც საქართველომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკიდან (2004) აღმოსავლეთ პარტნიორობის სტატუსს (2009) მიაღწია. გასულ ათწლეულში პროცესი 2014 წლის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დაჩქარდა, რომელიც თავისუფალ სავაჭრო ზონასაც მოიცავდა; ხოლო 2017 წელს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულდა, რომლის საშუალებითაც ქართველებს ევროკავშირში მოკლევადიანი მოგზაურობა ვიზების გარეშე შეუძლიათ. დღეს ევროკავშირისა და საქართველოსა კავშირი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოდესმე — ასეთ მიღწევაზე ვერავინ იფიქრებდა 1991 წელს, მაშინ როდესაც ქვეყანა საბჭოთა მმართველობისაგან გათავისუფლდა.
თუმცა, 2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა. ფარულმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა. ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების ფასილიტაციის მცდელობის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. 2020 წლის შემოდგომაზე რეგიონის სტაბილურობისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი გამოწვევად იქცა, რომლის შედეგად საქართველოს დემოკრატიისა და სტაბილურობის კონსოლიდაცია აუცილებელი გახდა. საქართველოს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის მედიაციის ინიციატივით გამოვიდა, რის შემდეგაც პოლიტიკური დიალოგი პირველ მარტს საქართველოში მისი ვიზიტისას განახლდა.
ჩვენ, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, გვსურს ჩვენი უდიდესი კმაყოფილება გამოვხატოთ შეთანხმების მიღწევისა და მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მასზე ხელმოწერის გამო. ეს შეთანხმება ასრულებს კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, გასული ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლა შეეფერხებინა და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე. ლიდერების, დიალოგისა და კომპრომისის მეშვეობით საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ქვეყნის კეთილდღეობისათვის განსხვავებები გვერდით გადადეს, რაც ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით გაკეთდა და საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი დემოკრატიის იმიჯი გააცოცხლა.
პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, ახლა უნდა შენარჩუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, შეასრულონ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოსათვის, ქართველი ხალხისა და ევროკავშირისათვის გამარჯვებაა.
გამარჯვება საქართველოში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციებისათვის
ევროპის მხარდაჭერით, ეს შეთანხმება ქვეყნის ინსტიტუციების რეფორმებს გააღრმავებს: საარჩევნო პროცესი უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებს, სასამართლო სისტემის რეფორმა კი, სამართლის ნებისმიერ პოლარიზაციას დაასრულებს, ძალაუფლების გადანაწილების პროცედურები საქართველოს პარლამენტს ერთ-ერთ ყველაზე პლურალისტულს გახდის. ეს ცვლილებები კი, არა მხოლოდ გააძლიერებს და გააფართოებს საქართველოს დემოკრატიას, არამედ უზრუნველყოფს ინკლუზიურ და ქმედით რეფორმებსაც.
გამარჯვება ქართველი ხალხისათვის
პარტიული დაპირისპირებების მიღმა, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე არსებული მწვავე საკითხების მოგვარებაზე: პანდემიასთან და მისგან გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაზე; სტაბილურობის შენარჩუნებაზე; მომავალში ინვესტირებაზე. ქართველებმა დაინახეს, რომ კრიზისის დაძლევაში მარტო არ იყვნენ. დღემდე, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტითა და ჯამურად, 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია დაახლოებით, 1,85 მილიარდი ევროა (რამდენიმე რომ ჩამოვთვალოთ) ეკონომიკურ განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში.
ამას მოჰყვება ევროპის მხრიდან მეტად ხელშესახები მხარდაჭერა. შეთანხმება "საქართველოს სამომავლო გზა" გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო ახლო თანამშრომლობას:
- ფინანსური დახმარება პოსტკოვიდური დარტყმის შესამსუბუქებლად;
- ევროკავშირის პროგრამებში გაზრდილი მონაწილეობა;
- ფოკუსირება ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ევროპასთან კავშირის გაძლიერება და ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლია.
გამარჯვება ევროკავშირისათვის
ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც სტაბილურსა და მტკიცედ ევროპულ პარტნიორს რეგიონში, რაც აუცილებელია ევროპული ღირებულებების, უსაფრთხოებისა და ურთიერთკავშირისათვის. მაშინ, როდესაც რეგიონული ლანდშაფტი ფორმირებას განიცდის, საქართველო იმაზე უფრო მეტად მნშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ახლა ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გაღრმავება და თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება სჭირდებათ. ორმხრივ დღის წესრიგთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ განახლებულ და გაღრმავებულ აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის მუშაობას, რომელიც თანამშრომლობის არეალს აფართოებს, ზრდის ევროკავშირის მხარდაჭერას და აფართოებს ჩვენს ხალხებს შორის კავშირებს.
პარალელურად, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაში ასოცირებულ პარტნიორებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის ხაზგასასმელად, ევროკავშირ-საქართველოს ბათუმის კონფერენციის ფარგლებში, გთავაზობთ ლიდერების შეხვედრას უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტებთან ერთად.
რეგიონში გაზრდილ გეოპოლიტიკურ ზეწოლაზე საუკეთესო პასუხი ევროპისა და საქართველოს მიერ ახლახან დემონსტრირებული მაგალითია, რაც ერთი მხრივ, გადამწყვეტი ევროპული პოლიტიკური მხარდაჭერაა პატარა, მაგრამ ცოცხალი დემოკრატიის მიმართ და ასევე, მხარდაჭერაა ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის ასარიდებლად. მეორე მხრივ კი, ეს მაგალითი საქართველოს მიზანდასახულობაა, იმისათვის, რომ შეუფერხებლად განაგრძოს არჩეული გზა ევროატლანტიკური მომავლისაკენ".
19 აპრილს ევროკავშრის მედიაციის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მთავარ პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.
ამავე თემაზე:
-
აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს აშშ ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორს სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება
გადახედვა
-
დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დმანისთან 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
"სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს "სამართლიანი გადაწყვეტილებაა" — კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში ყველაზე დიდი ცვლილება ჰარი პოტერის ფილმებიდან? — აი, რას ვნახავთ სერიალში
გადახედვა
-
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
კომენტარები