29-30 მაისს ვინტილატორი და "სკვერი" ერთად გთავაზობთ რაბაზარიას მარკეტების სერიას სკვერში
ფოტო: ვინტილატორი
29 და 30 მაისს ვინტილატორი და მუსიკალური ვენიუ სკვერი ერთად უბერავს და გთავაზობთ რაბაზარიას მარკეტების სერიას სკვერში.
"რაბაზარია, როგორც ყოველთვის, იქნება ადგილი, სადაც ყველაფერი კარგი მოსულა და პლატფორმა, რომელიც მუდმივად სიახლეებს გთავაზობთ. ჰოდა, ჩვენ არც წელს ვუღალატებთ ტრადიციებს და ცინცხალი სიურპრიზებითა და სიყვარულით, სიფერადით გაჯერებულ მარკეტს შემოგთავაზებთ", — ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, რაბაზარიას მისია წელსაც, ისევე როგორც მუდამ, იქნება ჩვენი პლანეტის მწვანე მომავალზე ზრუნვა, ცირკულარულ ეკონომიკაზე ცნობადობის გაზრდა და მდგრადი მოდის აღზევება, შესაბამისად მარკეტის თითოეული მონაწილე ეკო-მეგობრული მეწარმეების სიას მიეკუთვნება და ზრუნავს გარემოზე.
რა დაგხვდებათ მარკეტზე:
- შესაშურად შერჩეულ-გადარჩეული ვინტაჟური ბრენდები.
- GeClose2EU ბენეფიციარი საბავშვო ნივთების მწარმოებელი ქართული სტარტაპები.
- GAFA-ს წარმომადგენელი ქართული ეკო-მეგობრული მოდის შემქმნელები.
- ჭინჭები და ათასი წვრილმანი ფესტივალი მზესუმზირასგან.
- დილის გარდერობი ფორმულასგან.
და რაც მთავარია, სიახლე ქართული მარკეტების ისტორიაში, სახალხო პირიმზე და რაბაზარიას სიამაყე, პროექტი "შეაკეთე", რომელიც ერთად შეყრის ქალაქის ხელმარჯვე ოსტატებს და იქვე, მარკეტზევე მოგცემთ საშუალებას მეორე და მესამე სიცოცხლე მისცეთ თქვენს საყვარელ ნივთებს: წარმოდგენილი იქნებიან სათვალეებისა და ფეხსაცმლის მკეთებელი დიდოსტატები, შეძლებთ ველოსიპედების, სკეიტებისა და სხვადასხვა ტექნიკის შეკეთებას, სამოსის ტანზე მოსარგებად მინი სამკერვალოც დაგხვდებათ და ავეჯის შეკეთების გურუებსაც, რაღა თქმა უნდა, საკადრისი ადგილი დაეთმობა.
ღონისძიებაზე გამოიფინება თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები დასათვალიერებლად და გასაყიდად.
"მარკეტზე ვეგეტარიანული კვება გვექნება, ხოლო ბარი თან დახუნძლული, თან მრავალფეროვანი და თან — შესაშურ ფასად. მუსიკა ლაღი, წამყვანი სელექციონერებითა და მუსიკალური კოლორიტებით დაკომპლექტებული: Shaman / Trotsky / Radio Grue / Alfreda Steiglitz / Gabunia / Vako T / Guga Gegechkori / Hasiro", — ამბობენ ორგანიზატორები.
მეგობრების შეკრების ახალი ადგილი ელბაქიძის დაღმართთან მდებარე მყუდრო სკვერია.
"მოკლედ, რა ბაზარია და ზუსტად კაი დროა მეგობრების სანახავად, ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად, რომელთაც კოვიდ-19-ით გამოწვეულმა რეალობამ საკმაოდ ავნო და, რაღა თქმა უნდა, მუდამ კაი დროა გარემოზე ზრუნვისთვისა და ცირკულარულ ეკონომიკაზე ცნობიერების ამაღლებისთვის", — ამბობენ ორგანიზატორები.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
კომენტარები