"სრული ჯოჯოხეთი იყო მთელი ღამე" — რას ყვებიან ისრაელში მყოფი ქართველები
ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. დაღუპულები არიან ორივე მხარეს. 11 მაისის ღამეს ღაზის სექტორიდან რაკეტები გაუშვეს თელ-ავივის მიმართულებით. დაიბომბა სხვა ქალაქებიც.
ფოტო: Getty Images
On.ge ისრაელში მცხოვრებ ქართველებს ესაუბრა. სხვადასხვა ქალაქში მყოფების ისტორიები თითქმის მსგავსია — განგაშის სიგნალი, სპეციალურ ოთახებსა და სადარბაზოებში დამალვა, გრძელი ღამე და შიში.
ლიზი მჟავანაძე თელ-ავივში ცხოვრობს. როცა სარაკეტო შეტევა დაიწყო, გზაში იყო. მსგავს სიტუაციაში რამდენჯერმე ყოფილა, თუმცა პანიკაში პირველად ჩავარდა — არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
"პირად საქმეზე ვიყავი გასული სხვა ქალაქში. რომ ვბრუნდებოდი, მძღოლმა გვითხრა, დაგვეტოვებინა ავტობუსი. ტელეფონში ვიყავი ჩართული და არც მესმოდა. რომ დავინახე ხალხი გარბოდა, მერე გამოვიღე ყურსასმენი და მივხვდი, რა ხდებოდა. გაჩერდა საერთოდ მოძრაობა და ისეთი ტრასა იყო, რომ ვერსად წახვიდოდი, ფაქტობრივად. მიწაზე ვცოცავდით. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა", — იხსენებს ლიზი მჟავანაძე.
მას შემდეგ, რაც განგაშის სიგნალი შეწყდა, ავტობუსით მგზავრობა გააგრძელეს, თუმცა 200 მეტრში კვლავ გაჩერება მოუწიათ:
"საშაურმესთან ვიყავით და იმას შევაფარეთ თავი. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს საახალწლო მაშხალები მოდის და შენს თავზე დაეცემა".
ამბობს, რომ სახლში თავს უფრო დაცულად იგრძნობდა, რადგან ისრაელში საცხოვრებლებში ბომბდამცავი ოთახებია მოწყობილი — ძველ სახლებში სარდაფებში, ხოლო შედარებით თანამედროვეებში — ან ყველა სართულზე ან თითოეულ ბინაში.
"საშიშროებაში არიან ისინი, ვინც მოხუცთან მუშაობს. ზოგი მოხუცს ვერ ტოვებს, ზოგს ეტლში ჰყავს და ვერ ჩაჰყავს ლიფტის არქონის გამო. ამის შედეგია, რომ ქალაქ აშკელონში 30 წლის ინდოელი მოსამსახურე გოგო გარდაიცვალა თავის მოხუცთან ერთად.
ეს ის მომენტია, ზუსტად რომ იცი, სიკვდილს თვალებში უყურებ და ან გადარჩები ან არა... არც გინდა მოკვდე, რადგან ცხრა მთას იქეთ "მონატრება" გელოდება და არ გინდა ამ სიყვარულის გარეშე გასვლა..." — ყვება ლიზი მჟავანაძე.
მარი ქირია ქმართან და ორ შვილთან ერთად ქალაქ ბათ-იამში ცხოვრობს, რომელიც ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრითაა დაშორებული. როგორც ყვება, იქ განგაშის სიგნალი 11 მაისს, საღამოს ცხრა საათზე ჩაირთო და თითქმის 40 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა. ამ პერიოდში კი მათი მიმართულებით რაკეტებს ისროდნენ.
"ისრაელს იმდენად ძლიერი თავდაცვის სისტემა აქვს, თითქმის ყველა ჰაერში გაანეიტრალეს. რამდენიმე ჩამოვარდა ხულონში, თელ-ავივში. დაშავებულები არიან, როგორც ვიცი. მაგრამ ძალიან რთული ღამე იყო, მეორედ სირენა ღამის სამ საათზე გაისმა და ისევ გამოუშვეს რაკეტები. სრული ჯოჯოხეთი იყო მთელი ღამე", — იხსენებს მარი ქირია.
მთელი ღამე სახლში, ბუნკერის მსგავს სპეციალურ ოთახში იყვნენ. ამ ოთახს რკინის კარი და რკინისავე ფანჯრები აქვს.
"მსგავსი რამ მახსოვს მხოლოდ 2008 წლის ომი, მას შემდეგ პირველად ვნახე ასეთი საშინელი რამე. იმედი მაქვს, მეტჯერ აღარ განმეორდება".
მარი ამბობს, რომ ახლა ქალაქში მშვიდი სიტუაციაა და მხოლოდ სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა:
"როგორც აქაური მოქალაქეები ამბობენ, მსგავსი ტიპის შეტევა აქამდე არ ყოფილა".
რიშონ-ლე-ციონში მცხოვრები მაია კახიანიძე ძველ სახლში ცხოვრობს, რომელსაც დამცავი ოთახი ქვედა სართულზე აქვს. თავდასხმისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე მითითება მიიღო, მაგრამ ოთახში ვერ ჩავიდა, რადგან საწოლს მიჯაჭვულ მოხუცს უვლის და მის წაყვანას ვერ ასწრებდა. ამიტომ კიბის საფეხურებთან იდგა.
"რვაზე რომ გავედი, 40 წუთი არ სრულდებოდა სირენები. გოგოები პანიკაში ჩავვარდით, მით უმეტეს, ახლადჩამოსულები. ექვსი წელი ვითომ სიმშვიდე იყო და ახლები პანიკაში ჩავარდნენ. სატელეფონო კავშირი გვქონდა, ერთმანეთს ვამშვიდებდით. აქაურებიც იმდენად თბილი ხალხია, მეზობლები, ვისაც ვიცნობ, მთავაზობდნენ, ჩემთან გადმოდი და თუ რამით შეგვიძლია, დაგეხმარებიო", — ამბობს მაია კახიანიძე.
ის 11 წელია ისრაელში ცხოვრობს და ცენტრის მიმართულებით მსგავსი სიძლიერის თავდასხმას ვერ იხსენებს.
"ჩემს მეზობლებს სამი პატარა ბავშვი ჰყავთ, ფეხშიშველები მირბიან. ეს სკოლებში და ბაღებში ისწავლება, რომ ასეთ დროს უნდა აიღო წყალი და გაიქცე თავდაცვის ოთახში. მე ადრე, მაგალითად, გარეთ მოვხვდი და ეგეთ დროს ნებისმიერ სადარბაზოში შედიხარ. აქაური ჩვეულებრივი, თითქოს ცხოვრების წესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგვეშინდა", — ყვება მაია კახიანიძე.
ისრაელსა და ღაზის სექტორში ვითარების დაძაბვის შემდეგ, საქართველოს საელჩომ მოქალაქეებს მოუწოდა, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები და დაცულ ადგილებში გადავიდნენ.
ქალაქ ლოდში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და საჯარისო დანაყოფები შევიდნენ. საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ შორ მანძილზე გადაადგილებისგან. ასევე, მოერიდონ ფანჯრებს და დაემორჩილონ სამართალდამცავების მითითებებს.
საელჩოს ცხელი ხაზი:
- 0526919092 — დავით ჩაჩავა;
- 0528888513 — მიხეილ ბაბლუანი;
- 0548620270 — ნინო ჩანტლაძე.
ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ WhatsApp ან Viber აპლიკაციები. შეგიძლიათ, საელჩოს ფეისბუქ მესენჯერში მიწეროთ.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა




კომენტარები