შეუდარებელი ფერები, დასამახსოვრებელი კოსტიუმები, დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება და სიმეტრიული კადრები — ეს რეჟისორ უეს ანდერსონის ხელწერაა, რომლის ამოცნობაც ერთი სცენითაც კი შეგვიძლია.

თუ თქვენს შინაგან პერფექციონისტს ესთეტიური კადრებით სიამოვნების მიღება სურს, უეჭველად უეს ანდერსონის ფილმოგრაფია უნდა გადაიმეოროთ. მისი ნამუშევრებიდან კონკრეტული ფილმებისა და სცენების გამორჩევა განსაკუთრებით რთულია, რადგან თითოეული მათგანი თავისებურად ჯადოსნური და დასამახსოვრებელია.

სანამ მისი ბოლო ფილმის, ნანატრი The French Dispatch-ის ნახვის ბედნიერება გვექნება, გთავაზობთ 15 სიმეტრიულ კადრს, რომელიც ყველა პერფექციონისტისთვის ნამდვილი სამოთხეა:

1. Moonrise Kingdom — ბინოკლით შეიარაღებული სუზი

ფოტო: Focus Features

2. The Grand Budapest Hotel — იდეალური წამი

3. Moonrise Kingdom — ყველაზე დასამახსოვრებელი ცეკვა

4. The Grand Budapest Hotel — იდეალური მასპინძელი

ფოტო: Fox Searchlight Pictures

5. Fantastic Mr. Fox — მარტოობის სიმეტრია

6. The Isle of Dogs — სიმეტრიული თავგადასავალი

ფოტო: Studio Babelsberg

7. The Royal Tenenbaums — და უეს ანდერსონის ფანჯრების სიყვარული

ფოტო: Buena Vista Pictures

8. The Grand Budapest Hotel — დიდი დოზით ვარდისფერი

9. Hotel Chevalier — დიდი დოზით ყვითელი

10. The Royal Tenenbaums — რიჩი და მარგო

ფოტო: Buena Vista Pictures

11. The Darjeeling Limited — ინდოეთის მომაჯადოებელი ფერები

12. Fantastic Mr. Fox — მედიტაცია საოცარი ფერებით

13. The Life Aquatic with Steve Zissou — იდეალური გუნდი

14. The Darjeeling Limited — მოულოდნელობებითა და ფერებით სავსე მოგზაურობა

ფოტო: Fox Searchlight Pictures

15. Moonrise Kingdom — ფათერაკებით სავსე გაქცევა