კიდევ 10 პრობლემა, რომელიც გვინდა, რომ შარლ მიშელმა მოგვიგვაროს
თუ წელს ერთხელ მაინც ჩართე ტელევიზორი ან სოციალურ ქსელში შემოიჭყიტე, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ რაღაც მაინც გეცოდინება. ევროპული საბჭო და მისი პრეზიდენტი — შარლ მიშელი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევისთვის უკანასკნელი რამდენიმე თვეა მუშაობენ. როგორც იქნა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
მიშელმა დოკუმენტისთვის ხელის მოწერა ტვიტერზე აღნიშნა, თუმცა ჯერ შვებით ამოსუნთქვის საშუალება ნამდვილად არ აქვს, რადგან კიდევ ბევრი პრობლემა დაგვრჩა! რადგანაც შარლ მიშელი უკვე საქართველოშია, დროა, ამ პრობლემების მოგვარებაც მივანდოთ! სწორედ ამიტომ იხილეთ კიდევ 10 რამ, რითაც შარლ მიშელს ჩვენი დახმარება შეუძლია:
1. დაარეგულიროს ბაზარზე ზეთის, მარწყვისა და ალუჩის ფასები
ისეთ რეალობაში გვსურს ცხოვრება, სადაც მაღალი ფასის გამო საკვები ზეთის გასეირნება არ გვჭირდება. მარწყვისა და ალუჩის მონატრების გამო დიდად არც სესხის აღება გვინდა, ამიტომ დროა, ამ საკითხშიც შარლ მიშელი ჩაერიოს!
2. აკრძალოს დღესასწაულების გიფებით მილოცვა
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენს ფოტოებსა და გაზიარებულ სიმღერებზე ნათესავების მიერ სრულიად უადგილოდ დაკომენტარებული სააღდგომო გიფების ცვენაც იწყება! ეს ის უცნაური ჩვევაა, რომელიც, სამწუხაროდ, 10 წლის შემდეგაც კი ვერ მოვიშალეთ და ახლა მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევის იმედიღა დაგვრჩა!
3. გააუქმოს კომენდანტის საათი
კომენდანტის საათის მოხსნა სხვა იმდენ პრობლემას მოგვიგვარებდა, რომ ამ სიაში ნამდვილად საპატიო ადგილი ეკუთვნის. მნიშვნელოვანი საქმეების მოსწრება, სახლში მშვიდად დაბრუნება, საღამოობით მაღაზიაში გასვლა ან უბრალოდ სახლის წინ ჯდომა გვენატრება!
4. აკრძალოს შეთქმულების თეორიების ავტორები და ანტივაქსერები
ამ ქვეყანასა და სამყაროში რეალობაც საკმარისად დაუჯერებელია, შესაბამისად, მეცნიერული ფაქტებისა და კვლევების საწინდააღმდეგო მოსაზრებები, რომლებიც საზოგადოებაში მხოლოდ უსაფუძვლო პანიკასა და დაბნეულობას იწვევს, ნამდვილად აღარ გვჭირდება.
5. აკრძალოს ფეისბუქ ჯგუფებში სპოილერების გაფრთხილების გარეშე დაწერა
.
.
.
ამ აკრძალვით ჯგუფის ერთი სერიაც და... პრობლემების 90% მოგვარდებოდა, ჩვენი ნერვებიც გადარჩებოდა და მსოფლიო მშვიდობისკენაც ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგამდით.
6. დაგვილაგოს ურთიერთობა ჩვენს აუტანელ მეზობლებთან
სახლში გამოკეტვამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთ მეზობელს უბრალოდ ვერასდროს გავუგებთ. წყლის ჩამოშვება, ბრახუნი, პარკინგის გამო ჩხუბი — რაღა პოლიტიკა და რაღა — სამეზობლო. ერთი სამეზობლო შეთანხმება არც ჩვენ გვაწყდენა!
7. აკრძალოს Zoom-ის დაუსრულებელი შეხვედრები
დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის სტრესს როდის მოვინელებთ, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ზუმის დაუსრულებელი შეხვედრების დავიწყება რომ რთული იქნება, მაგაში ეჭვი არ გვეპარება! ამ საზარელმა გამოცდილებამ რეალობის საზღვრებიც კი გადალახა და ცხოვრებას გამოგონილ პერსონაჟებსაც უმწარებს!
8. ასწავლოს ხალხს პირბადის სწორად გაკეთება
პირბადის ტარებას აზრი არ აქვს, თუ ის მხოლოდ ნიკაპს გიფარავს! იქნებ, საზოგადოების ნაწილმა ეს ჭეშმარიტება მაშინ მაინც აღიაროს, როცა ამას შარლ მიშელი იტყვის.
9. აკრძალოს ფრაზები: "როდის თხოვდები?", "მეორეს როდის აპირებთ?", "ცოლი როდის მოგყავს?" და სხვ.
ამ ფრაზების მოსმენა აღარავის შეგვიძლია და მათი სია იმდენად გრძელია, რომ ჩამოთვლას ვერასდროს მოვრჩებით. დროა, შარლ მიშელმა საზოგადოებაში მიღებულ ტოქსიკურ ქცევებსა და ფრაზებს ბოლო მოუღოს!
10. აკრძალოს თანამშრომლები, რომლებიც ჩვენს იდეებს იპარავენ
ზოგიერთი ურცხვი თანამშრომელი ჩვენს იდეას ხელს ჩაავლებს და მიისაკუთრებს, ჩვენ კი შეწინააღმდეგებისა და უარის თქმის გამბედაობა ხშირად არ გვაქვს. დროა, ეს პრობლემაც შარლ მიშელს გადავულოცოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ არც ამჯერად დაგვაღალატებს!
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
კომენტარები