20 ყველაზე საოცარი ეგზოპლანეტა
ფოტო: NASA/JPL-Caltech
მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო პლანეტის აღმოჩენის მეოცე წლისთავის აღსანიშნად, ეგზოპლანეტების კვლევების 60-ზე მეტმა ლიდერმა თავისი ფავორიტი ამოარჩია თითქმის 2000 ეგზოპლანეტიდან. ზოგიერთი ეგზოპლანეტა კლდოვანია, ზოგი - გაზური, ზოგი კი ძალიან, ძალიან უცნაური.
ნახეთ ასტრონომების ტოპ 20 ეგზოპლანეტა:
1. კეპლერ-186 f
კეპლერ-186f პირველი კლდოვანი პლანეტა იყო, რომელიც სასიცოცხლო ზონაში აღმოაჩინეს. ეს პლანეტა ზომით ძალიან ჰგავს დედამიწას. ჯერჯერობით არ ვიცით, რა ხდება ამ პლანეტის ზედაპირზე, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ამ ეგზოპლანეტის შესწავლის შანსებიც იზრდება.
2. HD 209458 b (ზედმეტსახელად „ოსირისი“)
ეს არის პირველი პლანეტა, რომლის ტრანზიტიც დაფიქსირდა (ვარსკვლავის წინ ჩავლა) და პირველი პლანეტა, რომლის სინათლეც პირდაპირ დაფიქსირდა. HD 209458 b-ს ტრანზიტის აღმოჩენამ აჩვენა, რომ ტრანზიტული დაკვირვებები შედეგიანი იყო და ეგზოპლანეტების დახასიათების სრულიად ახალი სამეფო შექმნა.
3. კეპლერ-11-ის სისტემა
ეს იყო პირველი კომპაქტური მზის სისტემა, რომელიც კეპლერის ტელესკოპმა აღმოაჩინა. დაკვირვებებმა ასევე ცხადყო, რომ სრულიად შესაძლებელია, სისტემა მჭიდროდ შეკრული იყოს სულ ცოტა ხუთი პლანეტა მერკურის ორბიტის რადიუსზე. ამის გამო პლანეტების წარმოქმნის იდეები გადაიხედა და მეცნიერებმა დაუშვეს, რომ ჩვენი სისტემის მსგავსი მრავალპლანეტიანი სისტემები სხვაგანაც შეიძლება არსებობდნენ.
4. კეპლერ-16 b
ნამდვილი ტატუინი - ეს იყო კეპლერის პირველად აღმოჩენილი პლანეტა, რომელიც ორი მზის გარშემო ბრუნავს. მას ორმაგი დედავარსკვლავის გარშემო ბრუნავი პლანეტა ეწოდება.
5. 51 Pegasi b
ეს გიგანტი პლანეტა, რომელიც იუპიტერის მასის ნახევარია, იყო პირველი დადასტურებული ეგზოპლანეტა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო - აღმოჩენა, რომელმაც გამოკვლევის სრულიად ახალი ველი გახსნა.
6. CoRoT 7b
პირველი სუპერ-დედამიწა, რომელიც კლდოვან ეგზოპლანეტად იდენტიფიცირდა. ამ პლანეტამ დაამტკიცა, რომ დედამიწის მსგავსი პლანეტების არსებობა შესაძლებელი იყო და მათზე სიცოცხლის ძებნაც არ იყო უიმედო.
7. კეპლერ-22 b
სასიცოცხლო ზონაში მდებარე პლანეტა, რომელიც, სავარაუდოდ, წყლითაა დაფარული - პლანეტა, რომლის ანალოგიც არ შეინიშნება მზის სისტემაში.
8. კეპლერ-10 b
კეპლერის მიერ აღმოჩენილი პირველი ეგზოპლანეტა, რომელიც დამწვარია - დედამიწის ზომის პლანეტა, სადაც, მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა ლავას ოკეანე იყოს.
9. კეპლერ-444-ის სისტემა
ცნობილთა შორის ყველაზე ძველ პლანეტურ სისტემას დედამიწის ზომის ხუთი პლანეტა ჰყავს, ყველა ორბიტალურ რეზონანსშია. ამ უცნაურმა ჯგუფმა აჩვენა, რომ მზის სისტემები ჩამოყალიბდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენს გალაქტიკაში მისი არსებობიდან მოყოლებული.
10. 55 Cancri e
55 Cancri e თავისი ვარსკვლავის გარშემო ერთ ბრუნს ყოველ 18 საათში ასრულებს. ის ისე ახლოს ბრუნავს ვარსკვლავთან (25-ჯერ უფრო ახლოს, ვიდრე მერკური მზესთან), რომ გრავიტაციულად ჩაჭერილია და მუდამ ერთი ნაწილით უყურებს თავის ვარსკვლავს (როგორც მთვარე დედამიწას). პლანეტას, სავარაუდოდ, კლდოვანი ბირთვი აქვს, რომელსაც გარს აკრავს წყლის ფენა ზეკრიტიკულ მდგომარეობაში - ანუ ის ორივეა, თხევადიც და აირადიც. ასევე ფიქრობენ, რომ მთელ პლანეტას ორთქლი აკრავს გარშემო.
11. HD 189733 b
ეს იუპიტერის ზომის ობიექტი ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ეგზოპლანეტაა და პირველია, რომლის ტრანზიტიც დააფიქსირეს რენტგენის გამოსხივებაში.
12. PSR B1257+12-ს სისტემა
1992-სა და 1994 წლებში აღმოჩენილი პლანეტები, რომლებიც პულსარ PSR B1257+12-ს გარშემო მოძრაობენ, დღეისათვის ცნობილი ყველაზე პატარა პლანეტური სხეულები არიან. ეს უცნაური პულსარის პლანეტები გვარწმუნებენ, რომ პლანეტები აფეთქებული ვარსკვლავების ნარჩენების გარშემოც კი აგრძელებენ არსებობას.
13. K2-3
K2 მისიის მიერ აღმოჩენილი სამი სუპერ-დედამიწა, რომლებიც მეზობელი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავენ. მათი მასები და რადიუსები უკვე ცნობილია და მალე მათი ატმოსფეროს შედგენილობაც ცნობილი გახდება.
14. HR 8799
ეს არის პირველი პირდაპირ გადაღებული მრავალეგზოპლანეტური სისტემა. სისტემა შეიცავს ნამსხვრევების დისკოს და, სულ ცოტა, ოთხ მასიურ ეგზოპლანეტას.
15. Kepler-36-ს სისტემა
ამ სისტემაში არსებულ ორ პლანეტას ყველაზე მჭიდრო ორბიტა აქვს, რაც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ. მეზობელი პლანეტები დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით უახლოვდებიან ერთმანეთს, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს სულ რაღაც ხუთჯერ აღემატება.
16. HD 114762 b
ეს ობიექტი 1989 წელს აღმოაჩინეს - სამი წლით ადრე, ვიდრე პულსარის პლანეტები და ექვსი წლით ადრე, ვიდრე 51 Pegasi b. HD 114762 b ნამდვილად პირველად აღმოჩენილი ეგზოპლანეტაა მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო, თუმცა, რადგანაც მისი მასა 11-ჯერ აღემატება იუპიტერისას და 84-დღიანი ორბიტა აქვს, თავდაპირველად ის ყავისფერ ჯუჯად მიიჩნიეს.
17. Kepler-452 b
ეს არის პირველი დედამიწის ზომის პლანეტა, რომელიც სასიცოცხლო ზონაში აღმოაჩინეს მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო. პლანეტა დედამიწაზე 60%-ით დიდია და 5%-ით უფრო შორსაა თავისი დედავარსკვლავისგან, ვიდრე დედამიწა - მზისგან.
18. HD 80606 b
ამ პლანეტას ყველაზე ექსცენტრული ორბიტა აქვს. შტორმები, ბრუნვა, ატმოსფერული გაცხელება და გიჟური ორბიტა პირდაპირ ჩანს.
19. WASP-47
ეს პლანეტა კომპაქტური მრავალპლანეტური სისტემის ნაწილია. ის ერთადერთი ცნობილი ცხელი იუპიტერია, რომელსაც ახლო პლანეტური კომპანიონები ჰყავს.
20. OGLE-2005-BLG-390
ეს ეგზოპლანეტა პირველ ცივ სუპერ-დედამიწადაა მიჩნეული. მან იუპიტერის მსგავსი ქვისა და ყინულის ბირთვის ფორმირება დაიწყო, თუმცა ვერ მოახერხა სწრაფად გაზრდა ზომაში. მისი საბოლოო მასა ხუთჯერ აღემატება დედამიწისას. მისი ზედმეტსახელი Hoth-ია ვარსკვლავური ომების პლანეტის პატივსაცემად.
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა





















კომენტარები