სოციალური ქსელების ვარსკვლავი გიგანტური აისბერგი დნება
აისბერგი, რომელიც ერთ დროს დედამიწის ყველა სხვა აისბერგზე დიდი იყო, ნაწილებად დაიშალა და მალე საერთოდ გაუჩინარდება.
A68, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, დაახლოებით 6 000 კილომეტრ ფართობს ფარავდა მაშინ, როდესაც 2017 წელს ანტარქტიდას მოსწყდა, სატელიტებიდან გადაღებული სურათები კი გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს უდიდესი აისბერგი უთვალავ პატარა ფრაგმენტად დაიშალა და თითქმის გაქრა. მისი დარჩენილი ნაწილებისთვის თვალ-ყურის დევნება, აშშ-ს ყინულის ეროვნული ცენტრის მიხედვით, აღარ ღირს.
მას შემდეგ, რაც აისბერგი Larson C ყინულის საფარს გამოეყო, დაახლოებით ერთი წლის მანძილზე თითქმის გაუნძრევლად იყო გაჩერებული, შემდეგ კი მაღალი სიჩქარით გაემართა ჩრდილოეთისკენ. A68-მ ნაცნობი გზა გაიარა სამხრეთ ატლანტის ოკეანეში და შემდეგ, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გავლით სპამხრეთ ჯორჯიას კუნძულისკენ გაცურა. ეს პატარა კუნძული ის ადგილია, სადაც უდიდესი აისბერგების დიდი ნაწილი სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებლად მიდის. კუნძულის მეჩხერ წყლებამდე მიღწევის შემდეგ, ისინი თანდათან ბოლომდე დნებიან.
თუმცა, A68-ს მსგავსი არაფერი დამართნია — მისი დაშლა ოკეანის ტალღებმა, თბილმა წყალმა და ატმოსფეროს მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.
ეს აისბერგი სოციალური მედიის ვარსკვლავიც იყო — მთელი მსოფლიოს გარშემო ადამიანები აისბერგის სატელიტებიდან გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ.
რა გვასწავლა A68-მ?
ყველა სიკეთესთან ერთად, ეს აისბერგი სერიოზული სამეცნიერო გამოკვლევების სამიზნეს წარმოადგენდა. მისი წარმოშობის ადგილი, Larsen C ყინულის საფარი, ყინულის უდიდესი მოტივტივე პლატფორმაა, რომელისც მყინვარების ენების გაერთიანებით წარმოიქმნა.
გლაციოლოგების უმეტესობა A68-ს ბუნებრივი პროცესების პროდუქტად მიიჩნევს. იმისთვის, რომ ყინულის საფარმა შეინარჩუნოს წონასწორობა, საჭიროა გარკვეული ბალანსის დაცვა — აისბერგის გამოყოფა, ერთის მხრივ, აბალანსებს თოვლის მოსვლის შედეგად აკუმულირებულ მასას და ხმელეთზე მკვებავი მყინვარებიდან დამატებულ ყინულის რაოდენობას. ამიტომ, ამ შემთხვავაში, A68-ს ვერ დავუკავშირებთ მხოლოდ ანთროპოგენული ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილებას.
თუმცა, ამ აისბერგის მაგალითზე ნათლად დავინახეთ ის პროცესები, რომელთა გზითაც გლობალური დათბობა ყონულის სტრუქტურებს გაანადგურებს.
კომენტარები