0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
სამეფო ოჯახი პრინც ფილიპს დაემშვიდობა — ნახეთ ფოტოები დაკრძალვის ცერემონიიდან
დედოფალ ელიზაბეთ II-ის ქმარი და ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი, 17 აპრილს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია უინძორების სასახლეში, წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა.
სამეფო წესების მიუხედავად, ცერემონია მოკრძალებულად ჩატარდა. ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით, მას მხოლოდ 30 ადამიანი ესწრებოდა, რომელთა შორისაც სამეფო ოჯახის წევრები, ნათესავები და ფილიპის ახლო მეგობრები იყვნენ.
ფილიპის სასახლე ტაძარში გრენადერის წინამძღოლობით მიაბრძანა პროცესიამ. მას მალევე მიჰყვენ სამეფო ოჯახის წევრები, დედოფალი კი ცერემონიაზე მარტო მივიდა.
პრინცი ფილიპი 2021 წლის 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები