გალში რუსეთი რბილი ძალის პოლიტიკით მოქმედებას იწყებს — DRI
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით,ოკუპირებულ აფხაზეთში, მარტის ბოლოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა სამი თვის განმავლობაში დაგვიანებული ხელფასები მიიღეს. DRI-ის ცნობით, გასტუმრებულ დავალიანებას აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უკანონო საელჩოს წერილიც მიჰყვა, რომლითაც რუსეთის მთავრობის სახელით გალის ქართულმა მოსახლეობამ მხარდაჭერისა და ზრუნვის პირობა მიიღო.
წერილის მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის საჯარო უწყებების სახელფასო დავალიანების 93%-ის დაფარვა თავის თავზე აიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სიახლეს თან ახლავს შეხსენება, რომ რუსები "მეგობრები" არიან.
"წერილის პათოსის მიხედვით, დროა, ქართველებმა გააცნობიერონ რომ რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა მხოლოდ რუსეთის დახმარებითაა შესაძლებელი. იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიდგომა გალის ქართული მოსახლეობის მიმართ მხოლოდ შეზღუდვებით შემოიფარგლება, თვალსაჩინოა, რომ რუსეთი რბილი ძალის ამოქმედებას იწყებს, რათა ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერისა და ერთგვარი მფარველობის გზით გალელი ქართველები გადაიბიროს", — აცხადებენ DRI-ში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის უცნობია, მიიღეს თუ არა იგივე შინაარსის წერილები აფხაზეთის სხვა რაიონებისა და ქალაქების საჯარო მოხელეებმა, თუ ეს ტექსტი მხოლოდ გალში მცხოვრები ქართველებისთვის გაიგზავნა.
"თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ზურგს უკან აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც ეთნიკურ ქართველებს შორის აფხაზების და მათი "მთავრობის" მიმართ უნდობლობას რუსეთის მიმართ სიმპათიის და მხარდაჭერის ზრდის საწინდრად ხედავს. იმის გათვალისწინებით, რომ გალის ქართულ მოსახლეობასთან საქართველოს ხელისუფლების წვდომა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო კოვიდ-პანდემიის დროს ამ რაიონის იზოლაცია კიდევ უფრო გაიზარდა, წერილში ფორმულირებული რუსული მესიჯი "რომ თქვენ შეიძლება მიგატოვოთ ყველამ, მაგრამ რუსეთი არასდროს მიგატოვებთ" სერიოზულ გამოწვევად შეიძლება აღვიქვათ როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისთვის. მსგავსი პოლიტიკა აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობაში პრო-რუსული განწყობების ზრდაზეა მიმართული, რაც აფხაზეთში რუსეთის ანექსიის გაღრმავების და განმტკიცების საწინდარი შეიძლება გახდეს", — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის 246 936 მოსახლიდან 46 813 ადამიანი ეთნიკურად ქართველია, რაც რუსული საოკუპაციო არითმეტიკის შესაძლო გათვლით, გამოკვეთილად პრო-რუსულად განწყობილ 22 341 ეთნიკურ რუსთან და 41 845 სომეხთან ერთად (ჯამში 64 186), დააბალანსებს 124 785 ეთნიკური აფხაზის 2 პოლიტიკურ განწყობებს.
"აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და ამის საპირისპიროდ, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მომხრეებს შორის წყალგამყოფი ეთნიკურ იდენტობაზე გადის, რაც ჯერ კიდევ 2011 წელს ამერიკელი და რუსი მკვლევარების მიერ აფხაზეთში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა. სამწუხაროდ, მას შემდეგ არცერთი კვლევის შედეგი საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. შესაბამისად, რთული სათქმელია, იცვლება თუ არა ეთნიკურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის მიხედვით ეს განწყობები. თუმცა, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს ტენდენციები დღემდე აქტუალურია, რასაც რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყენებს აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი გავლენის გაზრდისთვის და მასზე დე-ფაქტო ხელისუფლების ზურგს უკან მართვის სადავეების ხელში ჩაგდებისთვის", — აღნიშნავენ DRI-ში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოცემული მდგომარეობა და ტენდენცია დამაფიქრებელი უნდა იყოს, პირველ რიგში, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისთვის, რომელიც გალის რაიონში ადგილობრივი ქართული თემის კულტურული უფლებების შეზღუდვას კვლავინდებურად აგრძელებს.
"მაგალითად, მიმდინარე წლის 30 მარტს ოფიციალურმა სოხუმმა უარით უპასუხა 2020 წლის აგვისტოში გალელი ქართველების კოლექტიურ წერილს ქართული ტოპონიმების და ქუჩების სახელების აღდგენაზე".
DRI-ში აცხადებენ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მსგავსი მიდგომა, ცხადია, მეტ საფუძველს შექმნის ეთნიკურ ქართველებს შორის რუსეთის ფედერაციის უკანონო წარმომადგენლობის პროპაგანდისა და რბილი ძალის მიმართ პოზიტიური განწყობების შექმნისთვის. მათივე თქმით, მით უფრო, რომ გალელების მიმართ აფხაზური მხარის "ცივ" პოლიტიკას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა, რაიონის იზოლაციის გამო, ვერ აბალანსებს.
-
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერმინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერმინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა
გადახედვა
-
როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა
-
ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ
გადახედვა
-
ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს
გადახედვა
-
Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება
-
ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია
გადახედვა
-
მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ
გადახედვა
-
სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე
გადახედვა
-
თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ
-
თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
-
ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით
-
ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა
გადახედვა
-
6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად 6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად
-
ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა
გადახედვა
-
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს
გადახედვა
-
ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
გადახედვა
კომენტარები