თბილისის მერმა, კახა კალაძემ კლინიკა დატოვა. მისი თქმით, ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, თუმცა მკურნალობას, გარკვეული დროით, სახლში გააგრძელებს.

"მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთანს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში", — განაცხადა კალაძემ

თბილისის მერმა 26 მარტს Facebook-ზე დაწერა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებზე იმყოფება და საჯაროდ აქტიურად ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ ჩანს.

მერიის განცხადებით, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საბოლოო დიაგნოზი იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა.