ღორის ემბრიონში ადამიანის კუნთებს პირველად ზრდიან
მოცულობითი კუნთის დაკარგვის (VML) დროს, ჩონჩხის კუნთოვანი ქსოვილი იმდენად ზიანდება, რომ იგი გამოუსადეგარი ხდება სიკვდილის შემდგომ — post mortum გადანერგვისთვის. შედეგად, post mortum ორგანოების დონაცია არ ხერხდება. მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ეძებდნენ ამ პრობლემის გადაწყვეტას, ცოტა ხნის წინ კი, მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა, მისი გადაჭრის გზას მიაგნეს.
მკვლევრების მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ქმნიან ადმაიანისა და ღორის ქიმერებს (ორგანო, რომელიც დნმ-ის ორი სხვადასხვა წყებისგან შედგება), რაც ადამიანის კუნთების ღორის ემბრიონში განვითარებას ხდის შესაძლებელს. ამისთვის ისინი CRISPR ტექნოლოგიას მიმართავენ. აღმოჩენამ, შესაძლოა, ჯანდაცვის სფეროს რევოლუცია გამოიწვიოს.
"VML-ის გამომწვევ ფაქტორებს წარმოდგენს უბედური შემთხვევები და მსხვილი სიმსივნის ქირურგიული რეზექციები", — უყვება Inverse-ს კვლევის თანაავტორი და მინესოტას უნივერსიტეტის გულ-სისხლძარღვთა განყოფილების მედიცინის პროფესორი, მერი გარი.
"არ არსებობის კარგი თერაპია VML-ისთვის. მისი შედეგი კი კიდურების დაკარგვა და/ან უნარშეზღუდულობაა, რაც კუნთების ფუნქციის დაკარგვითაა გამოწვეული. თუმცა, ადმაიანის კუნთების ღორებში განვითარება დიდ იმედს იძლევა მისი განკურნებისთვის ქირურგიული ჩარევის გზით".
რა ხდის ამ მიღწევას განსაკუთრებულს? — ნაცვლად იმისა, რომ მეცნიერებმა ადამიანის ორგანოები ადამიანისავე ქიმერებში გაზარდონ, მათ განავითარეს ადამიანის კუნთოვანი ქსოვილი, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ღორებში VML-ის უბნის გამოსწორებისთვის.
თუმცა, ბევრს აფიქრებს, ჯდება თუ არა ეს ექსპერიმენტი ეთიკის ჩარჩოებში. ზოგს "ადამიანური ცნობიერების მქონე" ღორების შექმნის შესაძლებლობის საკითხი აფიქრებს.
"მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ადამიანის დონორი უჯრედები მხოლოდ იქაა მოთავსებული, სადაც, ჩვეულებრივ, ღორის ჩონჩის კუნთოვანი ქსოვილები უნდა იყოს, რომლებიც ამ შემთხვევაში გენეტიკურადაა წაშლილი", — ხსნის გარი. "ადამიანის დონორი უჯრედები არ გადაადგილდებიან ღორებში არც ტვინის და არც რეპროდუქციული უჯრედების მიმართულებით".
გარი ახლა იმედოვნებს, რომ იგი მომავალი 3-5 წლის მანძილზე შეძლებს ორგანოსა და ქსოვილის ტრანსპლანტების კლინიკურ გამოცდას. კვლევა ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები