ისრაელში, თელ-ავივის უნივერსიტეტის (TAU) მკვლევრებმა მკვდარი კალიის ყურის რობოტთან დაკავშირება შეძლეს. რობოტი კალიის ყურით პირდაპირ სიგნალებს იღებს და შესაბამისად მოძრაობს.

ამ ბიოლოგიურ და ტექნოლოგიურ კვლევას, სამომავლო სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებისთვის ხელის შეწყობა შეუძლია. საუბარია ტექნიკაზე, რომელიც მწერების და რობოტების სენსორულ ინტეგრაციას გულისხმობს.

კვლევა ჟურნალ Sensors-ში გამოქვეყნდა. გასაოცარია, რომ რობოტი "ყურთან" დაკაკუნებაზე რეაგირებს და მოძრაობს.

"ჩვენი ამოცანა რობოტის ელექტრონული მიკროფონის მკვდარი მწერის ყურით ჩანაცვლება იყო. შედეგად, რობოტი კალიის ყურს გარემოსგან ელექტრული სიგნალების გასარჩევად იყენებს." — თქვა დოქტორმა ბენ მაოზმა, TAU-ს უნივერსიტეტიდან.

ბიოლოგიისა და ტექნოლოგიის გაერთიანება

მკვლევრებმა ყველა სხვა გრძნობას, სმენითის გამოკვლევა არჩიეს. ეს იმიტომ, რომ ტექნოლოგიებისთვის სმენის ათვისება უფრო მარტივია, ვიდრე მაგალითად, ყნოსვის.

კვლევის დროს, ჯგუფმა მკვდარი კალიის ყურის იზოლირება და მისი ფუნქციონალირობის შენარჩუნება იმ დროით შეძლო, რა დროც მის რობოტთან დაკავშირებას სჭირდებოდა.

მაოზმა აღნიშნა, რომ ეს კვლევა ენერგიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი იმიტომ, რომ ასეთი მცირე ბიოლოგიური სისტემების გამოყენებას, ბევრად ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე ეს ელექტრონულ სისტემებს. მკვლევრების თქმით, ეს მეთოდი ბევრად ეკონომიური და ეფექტური იქნება.

სენსორული ინტეგრაციისთვის ბიოლოგიისა და ტექნოლოგიის ასეთი ნაზავის გამოყენებამ შეიძლება მკვეთრად შეცვალოს როგორც ტექნოლოგიური, ასევე ბიოლოგიური ინდუსტრიები. მაგალითად, ძაღლების ყნოსვას ძალიან ბევრი რამისთვის ვიყენებთ, მათ შორის მძიმე დაავადებების გამოსავლენად. მომავალში ასეთი ტექნოლოგიების განვითარებამ ცოცხალი ორგანიზმები და ტექნოლოგიები შეიძლება კიდევ უფრო დაახლოვოს.