საქართველოში პოლიტიკა დამნაშავეების თავშესაფრად იქცა — კობახიძე
ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკა დამნაშავეების თავშესაფრად იქცა. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ნიკა მელიას დაკავების გამო ქვეყნის პარტნიორების კრიტიკას უპასუხა. მისი თქმით, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მალე დარწმუნდებიან, რომ კანონის აღსრულება პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს.
"სამწუხაროდ, საქართველოში, პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა, პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა. დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა. ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს", — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროატლანტიკურ ოჯახში პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, არ რჩება პოლიტიკაში.
"ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი — პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობაში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ., არ რჩება პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება", — განაცხადა კობახიძემ.
ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.
- ენმ-ს ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს — აპატურაი
- დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ და უკან სვლაზე უარის თქმისკენ — რასმუსენი
- ლუკ კოფი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩართვას ითხოვს
- უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია, კრემლი აკვირდება — ჰოჯესი მელიას დაკავებაზე
- ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისზე ძალადობრივი შტურმის მიტანას
- ნავალნის დაკავება იყო პირველი ტესტი, მიანმარი მეორე, საქართველო მესამეა, ბაიდენს შეუძლია გავლენის მოხდენა — მაკფოლი
- ძალიან სევდიანი დღე საქართველოში — იან კელი ენმ-ს ოფისში სპეცოპერაციაზე
- საქართველოს მომავლის გულისთვის, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ — ლიეტუვის ელჩი
- დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს — პავილიონისი მელიას დაკავებაზე
- უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში — კარლ ბილდტი
- ეროვნული შერიგების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს — გერმანელი პარლამენტარი
დღეს, 23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
-
ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი
გადახედვა
-
ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან
-
მარჯანიშვილის თეატრი 98-ე სეზონს პრემიერით ხურავს, თეატრის გენერალური მხარდამჭერი ბაზისბანკია მარჯანიშვილის თეატრი 98-ე სეზონს პრემიერით ხურავს, თეატრის გენერალური მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის საქმეზე 4 პირი დააკავა შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის საქმეზე 4 პირი დააკავა
გადახედვა
-
ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება — რა შეიცვლება 1-ელი სექტემბრიდან? ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება — რა შეიცვლება 1-ელი სექტემბრიდან?
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსმა Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს თეგეტა მოტორსმა Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
-
ესპანეთი დავამარცხეთ! საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე რჩება ესპანეთი დავამარცხეთ! საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე რჩება
-
ფინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს ფინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი, შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნიდან 1 თვეში, სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი, შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნიდან 1 თვეში, სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა საქართველოს ბანკის მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
-
სელფის ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა სელფის ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა
-
"რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება" — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე "რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება" — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე
გადახედვა
-
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის რექტორად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა დიპლომატიის აკადემიის რექტორად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც ივნისში მოგიმზადეთ და არ უნდა გამოგრჩეთ 10+ ქვიზი, რომლებიც ივნისში მოგიმზადეთ და არ უნდა გამოგრჩეთ
გადახედვა
-
ინტერვიუ საერთაშორისო ბესტსელერის — გახლეჩილი მიწის ავტორთან — კლერ ლესლი ჰოლისთან ინტერვიუ საერთაშორისო ბესტსელერის — გახლეჩილი მიწის ავტორთან — კლერ ლესლი ჰოლისთან
-
"დროა": ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ "დროა": ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ
გადახედვა
-
გამოავლინეს სწრაფი ობობა, რომელიც მოძუნძულე ადამიანსაც გაასწრებს გამოავლინეს სწრაფი ობობა, რომელიც მოძუნძულე ადამიანსაც გაასწრებს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში "მოკავშირეები ანკარაში" მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში "მოკავშირეები ანკარაში"
გადახედვა
კომენტარები