სახალხო დამცველს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რით იყო მისი განცხადება გამოწვეული — მდინარაძე
ფოტო: ანა მსხალაძე/On.ge
ქართული ოცნების წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პასუხის გაცემა მოუწევს კითხვაზე, რით იყო გამოწვეული მისი განცხადება ნიკა მელიას თაობაზე.
"მას [სახალხო დამცველს] მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რით იყო მისი ეს განცხადება გამოწვეული, მაშინ, როდესაც სამართლებრივი ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რომელიც დღეს განხორციელდა პრაქტიკულად დაზიანებების და სერიოზული გართულებების გარეშე", — განაცხადა მდინარაძემ.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.
"არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა..." — განაცხადა ლომჯარია.
ნიკა მელია სპეცრაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.
პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის
გადახედვა
-
მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს
გადახედვა
-
"3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა "3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის
გადახედვა
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
კომენტარები