"ჩემს ამ შეკითხვას ელოდება ძალიან ბევრი ადამიანი" — რა ჰკითხა კახაძემ ღარიბაშვილს
ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის მტკიცებით, მის ერთ "კითხვას" ქვეყნის შიგნით და გარეთ ბევრი ადამიანი ელოდა. ამიტომ მან პარლამენტში რიგგარეშე სესიის სხდომაზე, სადაც პრემიემინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, ეს კითხვა დასვა.
კახაძის თქმით, ღარიბაშვილი ის ადამიანია, რომელიც მისი შეკითხვის თემას, საქართველოს სასმელი წყლის რესურსს "გულშემატკივრობს". დეპუტატის განცხადებით, ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს ეს საკითხი "დაძრული" იყო და შემდეგ "გაჩერდა, რატომღაც".
სწორედ ამიტომ, კახაძემ სასმელის წყლის ათვისების პოტენციალზე ისაუბრა და ღარიბაშვილს მიმართა. კახაძე ამტკიცებს, რომ როდესაც მსოფლიოს "სასმელი წყლის" კრიზისი დაუდგება, საქართველო მას "გააჯერებს", შესაბამისად, მსოფლიო "საქართველოს გაუფრთხილდება".
გთავაზობთ მის კითხვას უცვლელად:
ჩემს ამ შეკითხვას ელოდება ძალიან ბევრი ადამიანი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მეცნიერები, პრაქტიკოსები. სულ ხუთიოდე წუთის წინ მივიღე კიდევ შეტყობინება, რომ აი, ეს მიაწვდინეთ ხმა იმ კაცს, რომელიც გულშემატკივარია ამ თემის და რომლის პრემიერობის დროს ეს თემა დაძრული იყო, მერე გაჩერდა, რატომღაც. ყველა ქვეყანას აქვს ორი პოტენციალი, ინტელექტუალური და მატერიალური. ყველაზე სწორია, როცა ეს ორი პოტენციალი ერთმანეთს კარგად შეავსებს, კარგად გამოიყენებს ინტელექტი თავის მატერიალურ რესურსს. საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალი ძვირადღირებულია, გონიერი ადამიანებით სავსე გახლავთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რესურსები მწირი, ჩემდა სამწუხაროდ. თუმცა ამ რესურსების გონივრული გამოყენება აწარმოე საქართველოს პრინციპიდან, რომელიც თქვენ მიერაა დანერგილი, კარგად იქნა ათვისებული.
ჩვენ გვაქვს ერთი სტრატეგიულზე სტრატეგიული რესურსი, რომლითაც მთელს მსოფლიოს გამოვედრებით. ამ მსოფლიოს, რომელსაც დაუდგება ეს კრიზისი, ჩვენ ამ მსოფლიოს გავაჯერებთ და დავეხმარებით იქით, ეს არის სასმელი წყლის უდიდესი რესუსრი. ბატონო ირაკლი, სასმელი წყლის ინდუსტრია ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელზედაც ის თქვენი შესანიშნავი პრინციპები, რომლებიც ჩამოაყალიბეთ: ახალი ეროვნული იდეოლოგია, ეკონომიკა, სტაბილურობა, დასაქმება, სიღარიბის აღმოფხვრა. მე ძალიან გთხოვთ, რომ ამ პოტენციალის ათვისების სახელმწიფო პროგრამას ჩაუდგეთ სათავეში. თქვენთან ერთად ამ საკითხის ამოწევა წინა პლანზე ჩვენ, როგორც მატერიალური რესურსების შემძენს, ასე უსაფრთხოების და ინტერესის სფეროდ გაგვხდის მთელი მსოფლიოსთვის, ისინი ჩვენ გავიფრთხილდებიან, რამეთუ, ჩვენ იმ წყაროს მივცემთ მათ, რომელიც ასე საჭიროა სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად.
დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები