ინჯიას სურს, არჩევნების შემსწავლელ კომისიაში ოპოზიციის ნაცვლად მოქალაქეები შევიდნენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოს პარლამენტი
ევროპელი სოციალისტების დეპუტატ ფრიდონ ინჯიას განცხადებით, რადგან ოპოზიციას 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიაში ჩართვა არ სურს, წევრების დაკომპლექტება გაზეთში და ან ტელევიზიაში გაკეთებული განცხადებით უნდა მოხდეს. ინჯიას თქმით, მისი პარტია, თავის მხრივ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.
"მივიღებთ ევროპელი სოციალისტები მონაწილეობას, მაგრამ ოთხივე ხომ ვერ მივიღებთ, ორნი ვიქნებით. ასეთი აზრი მომივიდა, ხომ არ ჯობდა ამ კომისიის საბოლოო ფორმირებამდე ასეთი რამე გაგვეკეთინა, გამოგვეცხადებინა გაზეთში, ტელევიზიაში 20 ან 15 დღის განმავლობაში, ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა და დარეგისტრირდებიან. გაივლის ამასობაში დრო და გამოჩნდება, რა უნდათ იმათ [ოპოზიციას]. ჰოდა, ერთი თვის შემდეგ, ნამდვილად გამოჩნდება ხალხი, რომლებსაც უნდათ მიიღონ მონაწილეობა ამ კომისიის მუშაობაში. ისინი, ვინც დასავლეთ საქართველოდან იქნებიან, სასტუმროთი უნდა იყონ უზრუნველყოფილნი. ვიღაც მოიძებნება, დარწმუნებული ვარ ამაში და ვიღაც გაამდიდრებს [კომისიას] და ჩვენ მართალი ვიქნები ხალხის წინაშე", — განაცხადა ინჯიამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.
ამავე სხდომაზე დღეს 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები 4 წევრით განისაზღვრა. აქედან, ფრაქცია ქართულ ოცნებას საგამოძიებო კომისიაში 2 წევრი ეყოლება, უფრაქციო წევრები კი ევროპელი სოციალისტებიდან, ასევე, 2 იქნება.
სხდომაზე აღნიშნეს, რომ, თუკი ოპოზიურ პარტიებს კომისიის მუშაობაში ჩართვის სურვილი გაუჩნდებათ, შეიკრიბებიან და ჩართვის შესაძლებლობას მისცემენ.
31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოპოზიციამ შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა და საპარლამენტო მანდატზეც უარი განაცხადა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები