14 ვარსკვლავი, რომელიც "ჰარი პოტერში" გამოჩნდა, მაგრამ არ შეგიმჩნევიათ
პოტერიადის ბოლო ფილმის გამოსვლიდან 10 წელი გავიდა და, თუმცაღა, რვა ფილმის მარათონის მოწყობა დღესასწაულების ტრადიციადაა ქცეული, სრულიად შესაძლებელია, არ გახსოვდეთ ცნობილი ადამიანები, რომელთა ეკრანზე გამოჩენისთვისაც თვალი მოგიკრავთ, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავების ნაკლებობას ეპიკური საგა ნამდვილად არ უჩივის, რამდენიმე მსახიობს, რომელთა შესახებაც დღეს უკვე ბევრმა იცის, სხვადასხვა ფილმში ეპიზოდური როლის შესრულება მოუწია. ამ სტატიაში სწორედ იმ ცნობილ ადამიანებს წარმოგიდგენთ, ვინც თავისი შესრულებული კამეოთი პოტერიადის შექმნაში საკუთარი მცირე წვლილი შეიტანა.
1. ჯესი ნელსონი
მომღერალი და ჯგუფ Little Mix-ის ყოფილი წევრი პოტერიადის მეოთხე ფილმში ჩნდება ეკრანზე. ნელსონის ფანებმა ამის ამსახველი შავ-თეთრი ფოტო ტვიტერზე გაავრცელეს, რასაც, მოგვიანებით, მომღერალიც გამოეხმაურა და აღტაცებით დაადასტურა, რომ ცეცხლოვან თასში პატარა როლი ნამდვილად ითამაშა.
2. რეგეი-ჟან ფეიჯი
სანამ ფეიჯი ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალში, Bridgerton, გამოჩნდებოდა და ტელემაყურებლების ყურადღებას მიიპყრობდა, სიკვდილის საჩუქრების პირველ ნაწილში ვიხილეთ, სადაც იგი ბილ უისლისა და ფლერ დელაკურის ქორწილს ესწრებოდა.
3. ფრედი სტრომა
სტრომა Bridgerton-ის კიდევ ერთი მსახიობია, რომელიც სერიალში პრუსიის პრინცის როლს ასრულებს, თუმცა მან ცნობადობა ჯერ კიდევ პოტერიადის მეექვსე ფილმში გამოჩენით მოიპოვა. ბოლო სამ ფილმში იგი ქვიდიჩის გრიფინდორელი მოთამაშის, კორმაკ მაკლეგენის, პერსონაჟს ასახიერებს.
4. მიშელ ფეირლი
HBO-ის საკულტო სერიალში, სამეფო კარის თამაშები, მიშელი კეიტლინ სტარკის როლში გვევლინება, თუმცა, მანამდე იგი ჰარი პოტერის საგის ბოლო ნაწილში გამოჩნდა და ჰერმიონ გრეინჯერის დედა განასახიერა სცენაში, სადაც ახალგაზრდა ჯადოქარი მშობლებს თავის არსებობას დავიწყების შელოცვით უშლის მეხსიერებიდან.
5. ჯონი გრინვუდი და ფილ სელუეი
როკ-ჯგუფ Radiohead-ის წევრებმა ცეცხლოვან თასში სამი ჯადოქრის ტურნირამდე გამართულ საშობაო მეჯლისზე დაუკრეს.
6. ფიონა შოუ
სათუოა, ვინმეს ჰარის ამპარტავანი დეიდა, პეტუნია, დავიწყებოდა, თუმცა, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი მსახიობი, ფიონა შოუ, რომელმაც ეს როლი იდეალურად შეასრულა, ცოტა ხნის წინ BBC-ის სერიალ Killing Eve-შიც გამოჩნდა და ქეროლინ მარტენსის პერსონაჟი განასახიერა, რისთვისაც ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოც კი დაიმსახურა.
7. ჯული ქრისტი
ოქროს გლობუსისა და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელ ოსკაროსან მსახიობს, ჯული ქრისტის, არაერთ ცნობილ ფილმში უთამაშია, მათ შორის ექიმ ჟივაგოსა და Darling-ში. ამიტომ, ცხადია, პროდიუსერებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ აზკაბანის ტყვეში ლეგენდარული მსახიობი ეპიზოდური როლის შესრულებას დათანხმდა. ფილმში მან მადამ როზმერტას — "სამი ცოცხლის" მფლობელის და რონ უისლის პირველი ქრაშის — როლი შეასრულა.
8. იენ ბრაუნი
აზკაბანის ტყვეში გამოჩნდა ინგლისელი მომღერალი იენ ბრაუნიც, რომელიც "გახვრეტილ კარდალაში" მშვიდად ზის და სტივენ ჰოკინგის დროის მოკლე ისტორიას ინტერესით კითხულობს.
9. დონ ფრენჩი
ბრიტანული სიტკომის, The Vicar of Dibley-ის მსახიობი, პოტერიადის ფილმებში ზეთში შესრულებულ ნახატად იქცა და გრიფინდორის საერთო ოთახის შესასვლელში მცველად დაკიდებულ ფუშფუშა ქალბატონად მოგვევლინა.
10. ალფრედ ენოქი
დეიდა პეტუნიასი არ იყოს, დინ თომასის დავიწყებაც რთულია და პოტერჰედებს ამას ვერ ვაკადრებთ. უბრალოდ, კვლავაც შეგახსენებთ, რომ ენოქმა სერიალ How to Get Away with Murder-შიც შეასრულა როლი.
11. ჯონ ქლიზი
ფრენჩის მსგავსად უჩვეულო როლის შესრულება მოუწია მონტი პაითონის წევრ ჯონ ქლიზსაც. მან პოტერიადაში გრიფინდორის მოჩვენება — თითქმის უთავო ნიკი — განასახიერა.
12. ვერნ ტროიერი
ამერიკელი მსახიობი, რომელიც ოსტინ პაუერსში შესრულებული როლით გახდა ცნობილი, პოტერიადის პირველ ფილმში გობლინ გრიპჰუკს ასახიერებს.
13. ლენი ჰენრი
აზკაბანის ტყვეში დერსლების სახლიდან გამოქცეულ ჰარის მხსნელად ავტობუსი "ღამის რაინდი" მოევლინება, რომელიც მას "გახვრეტილი კარდალისკენ" გაიყოლებს. ამ სცენაში ერთ-ერთი ყველაზე დამზაფრავი და, ამავდროულად, კომიკური სცენა ავტობუსის ამოსასვლელში დაკიდებული თავია, რომელსაც კომიკოსი ლენი ჰენრი ახმოვანებს.
14. პემ ფერისი
ლეგენდარული უელსელი მსახიობი, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს ფილმ მატილდადან, სადაც იგი მის ტრანჩბულის როლს ასრულებს, პოტერიადის მესამე ფილმში გამოჩნდა და ვერნონ დერსლის და, მამიდა მარჯი განასახიერა, რომელსაც გაბრაზებული ჰარი ბერავს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები