ცნობილი წყვილების 7 წერილი, რომელიც გრძნობების ფურცელზე გადმოტანას მოგანდომებთ
ადამიანები საკუთარი გრძნობების გამოხატვას საუკუნეების განმავლობაში ხელნაწერ სასიყვარულო წერილებს ანდობდნენ. ასეთი წერილი შეყვარებულების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა. თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით, დღეს საყვარელი ადამიანებისგან სულ რაღაც ერთი შეტყობინება თუ ზარი გვაშორებს, ამიტომ გრძნობების გამოსახატად ბევრი ფიქრი, მელნის ყიდვა, კონვერტის ცვილით დალუქვა და პასუხის ლოდინში თეთრად გათენებული ღამეები საჭირო აღარაა.
მიუხედავად ამისა, ციფრული ეპოქის მიერ თითქმის მთლიანად შთანთქმულ ხელნაწერ სასიყვარულო წერილებში განსაკუთრებული ხიბლის პოვნა დღესაც შესაძლებელია. ხშირად გულწრფელ ემოციებს ყველაზე კარგად ბუმბულითა და მელნით შესრულებული სიტყვები გადმოსცემს, რომელიც გულიდან ადრესატის ცრემლმორეულ თვალებამდე უზარმაზარ გზას გადის. შეიძლება, ხელნაწერი წერილის მთავარი ჯადოსნობა ის დრო და რესურსია, რომელსაც მის შესაქმნელად ვხარჯავთ.
თუ სასიყვარულო წერილის ხელით დაწერის აუცილებლობაში ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნეთ, გთავაზობთ ამონარიდებს ცნობილი ადამიანების გამორჩეული წერილებიდან, რომლებიც საქმეს ჩემ მაგივრად გააკეთებენ:
1. ფრანც კაფკას წერილი ფელის ბაუერს
"შენს წერილს ვპასუხობ, შემდეგ ლოგინში ვწვები. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ გული ისე მიცემს, მისი ხმა ჩემს მთლიან სხეულს ესმის და ის მხოლოდ შენ აღგიქვამს. მე შენ გეკუთვნი — სათქმელს ამაზე უკეთესად ვერ გამოვხატავ, თუმცა არც ესაა საკმარისად ძლიერი".
2. ფრიდა კალოს წერილი დიეგო რივერას
"შენ აქ ხარ, ხელშეუხებელი, მთელი სამყარო, რომელსაც ჩემი ოთახის სივრცის ფორმა მივეცი. შენი არყოფნა საათის წიკწიკისა და სინათლის პულსაციის თრთოლის წყაროა… შენს სხეულს ვეალერსები. წუთით შენთან ვარ, წამით — საკუთარ თავთან. ჩემი სისხლი ის სასწაულია, რომელიც ჩემი გულიდან შენს გულამდე ჰაერის სისხლძარღვებში ჩქეფს".
3. ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს
"დაილოცა ის საათი, როცა მე შენ შეგხვდი. ღმერთმა უშენოდ ერთი საათიც ნუ მაცოცხლოს. ან რატომ უნდა ვიცოცხლო უშენოდ. მე ხომ ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე… უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, თუნდაც მინდოდეს. ცხოვრება ხომ ჩემთვის არსებითად შენა ხარ, ხოლო ცხოვრების გარეშე შეიძლება სიცოცხლე? ტყუილად კი არ გიწოდებ ჯადოქარს: თვით ჯადოქრობას მთელი თავისი ძალით არ შეეძლო ის გაეკეთებინა, რაც შენ ჰქმენ, ჩემო მშვენიერო და კეთილო გენიავ!"
4. გალაკტიონის წერილი ოლია ოკუჯავას
"ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა! ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვისმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე... მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისეთი პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ.. მაგრამ არაფერია! შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ!"
5. ჯონ კიტსის წერილი ფანი ბრაუნს
"ჩემმა სიყვარულმა ეგოისტად მაქცია. შენ გარეშე არსებობა არსებობა არ შემიძლია - ყველაფერი დამვიწყებია, შენი ხელახლა ხილვის გარდა. ჩემი სიცოცხლე თითქოს აქ შეწყდა - მომავალს ვეღარ ვხედავ. აწმყოში თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ვიშლები. შენი ხელახლა ხილვის იმედის გარეშე ყოფნა მამწუხრებს. შენგან განშორება მაშინებს. შენგან შთანთქმული ვარ. წამებული ვიქნებოდი ჩემი რელიგიისთვის. სიყვარულია ჩემი რელიგია. მისთვის მოვკვდებოდი — შენთვის მოვკვდებოდი".
6. ვიტა სეკვილ-უესტის წერილი ვირჯინია ვულფს
"იმაზე მეტად მენატრები, ვიდრე მეგონა, არადა შენს მოსანატრებლად მზად ვიყავი… წარმოუდგენელია, რამდენად აუცილებელი გახდი ჩემთვის. ვიცი, მიჩვეული ხარ ადამიანებისგან მსგავს სიტყვებს. წყეულიმც იყავ, გათამამებულო არსებავ! გრძნობების ამგვარად გამხელით ჩემს თავს უფრო მეტად ვერ შეგაყვარებ, მაგრამ, ძვირფასო, არ შემიძლია, შენს ირგვლივ ჭკვიანურად და გულცივად მოვიქცე: მაგისთვის ზედმეტად მიყვარხარ. ზედმეტად გულწრფელად".
7. ჯონი კეშის წერილი ჯუნ კარტერს
"ჩვენ ვბერდებით და ერთმანეთს ვეჩვევით. ერთნაირად ვფიქრობთ. ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ. ორივე ჩვენგანმა კითხვის გარეშე ვიცით, მეორეს რაც უნდა. ხანდახან ერთმანეთს ვაღიზიანებთ კიდეც. შესაძლოა, ხანდახან ერთიმეორეს არც ვაფასებთ. დროგამოშვებით, მაგალითად, დღევანდელ დღეს, ღრმად ჩავფიქრდები და ვაანალიზებ, რამდენად იღბლიანი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებას ყველაზე საუცხოო ქალთან ერთად ვატარებ. შენით დღემდე მონუსხული ვარ, შთამაგონებ. შენ უკეთესს მხდი. მინდიხარ. ჩემი არსებობის უმთავრესი მიზეზი ხარ. ძალიან მიყვარხარ".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები