მეცნიერები ადამიანის ტვინის უჯრედებს მიკროჩიპებში ათავსებენ
ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი. თუმცა, ამ კუთხით, მეცნიერებს გარკვეული ცოდნა მაინც დაუგროვდათ. ამ არსებული ცოდნის გამოყენებას კი, ისინი ხშირად ცდილობენ.
ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე მკვლევრები, ადამიანის ტვინის კონცეპტიდან ინსპირაციებს ხშირად იღებენ. თუმცა, ახალ პროექტს, ბიოლოიგიაზე დაშენებული ინსპირაციები, ერთი ნაბიჯით წინ მიჰყავს.
ინგლისის, ასტონის უნივერსიტეტის მეცნიერები, ადამიანის ტვინის ღეროვან უჯრედებს AI მიკროჩიპებთან აკავშირებენ. მათი მიზანია, ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის ტვინის შესაძლებლობების ნაწილის ათვისება შეძლოს. პროექტის სახელწოდებაა Neu-ChiP და ის სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმების სიუჟეტს გვაგონებს.
როგორც წესი, მსგავსი პროექტები, რომლებიც ნეირომორფული გამოთვლით შესაძლებლობებს ეყრდნობა, ფოკუსირებულია AI ალგორითმების ეფექტურობის გაზრდაზე. Neu-ChiP-ს, სწორედ ამ მიდგომის განვითარებას სურს. მათი თქმით, ახალი მეთოდი, ნეირომორფულ გამოთვლებს უფრო ააჩქარებს.
"ჩვენი მიზანია ადამიანის ტვინის შეუდარებელი გამოთვლითი შესაძლებლობების გამოყენება. ამით კომპიუტერების შესაძლებლობებს მკვეთრად გავზრდით. გვჯერა, რომ პროექტს, ინფორმაციის დამუშავების და ენერგიის მოხმარების დღევანდელი ლიმიტების, დარღვევის პოტენციალი აქვს. ეს მანქანური სწავლების ახალი პარადიგმა იქნება." — განაცხადა ასტონის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა, დევიდ საადმა.
ტვინის სქემების მუშაობით შთაგონებული ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნურ ნეირონებს ეყრდნობა ხოლმე. თუმცა, ამჯერად საუბარია ბიოლოგიური უჯრედის იმპლანტაციაზე.
"Neu-ChiP-ში, ჩვენ არა მხოლოდ ადამიანის ნეირონულ უჯრედებს განვავითრებთ, არამედ, არატრივიალური გამოთვლების წარმოებასაც შევეცდებით." — ამბობენ მეცნიერები.
კომენტარები