რესტორნებმა საპროტესტო გახსნა გადაიფიქრეს, ნაწილი აქციას შეუერთდება
ფოტო: TOPGEORGIA
შაბათს რესტორნების მიერ დაანონსებული დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
"გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული, ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ყინულის გალღობა და გადამდგარი ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შეიქმნა ამ ლოკდაუნებიდან გამომდინარე. [...] ჩვენ, რესტორნებს, როგორც იცით, დაანონსებული გვქონდა შაბათს, როგორც მედიამ მონათლა, დაუმორჩილებლობის აქტი და მე დავარქმევდი თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობას სიცოცხლის გადასარჩენად. სურვილი გვქონდა მიგვეღო სტუმრები. ჩვეულებრივად დაგვეწყო ფუნქციონირება რეგულაციების ფარგლებში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, არის ის, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და ამ რეგულაციებში რაც არის ერთადერთი სერვისი, dilivery-ით გააგრძელებს მუშაობას და ეს არის იმ გადაწყვეტილების, გარკვეულწილად, დაფასება, რაც ხელისუფლებამ გადმოდგა", — განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებთ, თუ 15 თებერვლის შემდეგ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ჩვეულებრივ რეჟიმში ამუშავების საკითხს, დაუმორჩილებლობის აქცია ისევ გაიმართება.
"თუ 15 თებერვლიდან კოვიდ-ვითარების მხრივ ასეთ ციფრებში ვიქნებით და ხელისუფლებას ვერრ ექნება სალაპარაკო, რომ რაღაც კიდევ აფეთქებას მიეცა სიტუაცია, 15-მდე საერთოდ არ ვმონაწილეობთ ამ რთული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ ვაანონსებთ, რომ ეს დაუმორჩილებლობის აქტი თუ სიცოცხლისთვის ბრძოლის აუცილებლობა გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალურ ფუნქციონირებას რეგულაციების ფარგლებში", — განაცხადა მან.
როგორც ბურჯანაძემ On.ge-სთან საუბარში დააზუსტა, საქმე ეხება მხოლოდ იმ აქციას, რომელსაც რესტორნები დაუმორჩილებლობის მიზნით აანონსებდნენ და გახსნასაც აპირებდნენ. რაც შეეხება ტურიზმის სექტორის ან სამოქალაქო მოძრაობების მიერ დაანონსებულ აქციებ, ისინი მათ ჩვეულებრივ შეუერთდებიან.
საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ იმუშაონ ღია სივრცეში.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები