შექმნეს AI, რომელიც შიზოფრენიას ადრეულ ეტაპზე ადგენს
ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევრებმაკიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს შიზოფრენიის პროგნოზირებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტის შემუშავების კუთხით.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში, ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს შიზოფრენიით დაავადებული 57 პაციენტის პირველი ხარისხის ნათესავების (და-ძმა, ან შვილი) მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებების გასაანალიზებლად. ინსტრუმენტმა ზუსტად განსაზღვრა 14 პიროვნება, რომელმაც ყველაზე მაღალ შეფასებას მიაღწია შიზოტიპური თვისებების სკალაზე.
შიზოფრენიამ შეიძლება გამოიწვიოს ილუზიები, ჰალუცინაციები, მოუწესრიგებელი მეტყველება, აზროვნების პრობლემა და მოტივაციის არარსებობა. შიზოფრენიის მქონეებს, ჩვეულებრივ, მკურნალობენ მედიკამენტების კომბინაციით, ფსიქოთერაპიითა და ტვინის სტიმულირებით. შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების პირველი ხარისხის ნათესავებს სიცოცხლის განმავლობაში აქვთ შიზოფრენიის განვითარების 19 პროცენტიანი რისკი, განსხვავებით სხვა ადამიანებსიგან, რომელთა საერთო რისკი ერთ პროცენტზე ნაკლებია.
"ჩვენი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინსტრუმენტი აანალიზებს თავის ტვინის ნერვულ დარღვევებს, რომ უფრო ზუსტი დიაგნოზი დასვას, ვიდრე ექიმების დიაგნოზია, რომელსაც მხოლოდ სიმპტომების სუბიექტური შეფასებით სვამენ", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა — სუნილ კალმადი ვასუმ.
კალმადი ვასუმ აღნიშნა, რომ ეს ინსტრუმენტი შექმნილია იმისთვის, რომ იყოს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და არა ფსიქიატრის ჩანაცვლების გზა. "ინსტრუმენტის მიზანი არის, დაეხმაროს ექიმებს ადრეული დიაგნოზის დასმაში, შეისწავლოს შიზოფრენიის დაავადების განვითარების პროცესი და მოახდინოს სიმპტომების ჯგუფების გამოვლენა", — თქვა კალმადი ვასუმ.
ინსტრუმენტს, სახელწოდებით EMPaSchiz, ამ ეტაპზე, 87%-იანი სიზუსტე ახასიათებს და ისთავდაპირველად გამოყენებული იყო შიზოფრენიის პროგნოზირებისთვის, პაციენტის ტვინის სკანირების შედეგის შესწავლის გზით. იგი შეიმუშავა მკვლევრთა გუნდმა ალბერტას უნივერსიტეტიდან, ინდოეთის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნეირომეცნიერების ეროვნული ინსტიტუტტთან კოლაბორაციით. გუნდში ასევე შედის ნეირომეცნიერებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის სამი წევრი — კომპიუტერული მეცნიერი და კანადის CIFAR AI-ის თავმჯდომარე — რას გრინერი, ფსიქიატრები ენდრიუ გრინშოუ და სერდარ დურსუნი, რომლებიც ასევე არიან ნაშრომის ავტორები.
კალმადი ვასუს თქმით, კვლევის შემდეგი ეტაპზე მოხდება ინსტრუმენტის სიზუსტის შემოწმება. მკვლევრები ინსტრუმენტის სიზუსტეს გამოცდიანშიზოფრენიული ნიშან-თვისებების მქონე ისეთ ადამიანებზე, რომლის არცერთი
კომენტარები