შიმპანზეები საკმაოდ მუსიკალური არსებები არიან, მაგრამ მათმა ერთმა კონკრეტულმა ქცევამ მაინც გააჩინა ზოოლოგებში განსაკუთრებული ინტერესი. მეცნიერებმა აღბეჭდეს, თუ როგორ ესვრიან შიმპანზეები ქვებს ხეებს და ამას როგორც რიტუალს, ისე ასრულებენ.

გვინეა-ბისაუს ნაკრძალში ხუთი წლის განმავლობაში შეგროვებული კადრები სწორედ ამ ქცევას ავლენს. კადრები ვაგენინგენის უნივერსიტეტისა და გერმანიის პრიმატების კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა გადაიღეს.

ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ესვრიან შიმპანზეები ქვებს მკვრივ ხეებს. სროლისას ისინი მკაფიო ხმებს გამოსცემენ და შემდეგ ამას, კვლავ ხეზე ქვის შეჯახების ხმა ანაცვლებს.

საინტერესოა, რომ ზოგიერთმა შიმპანზემ ეს ხმები ხეზე ფეხების რტყმითაც წარმოქმნა.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ეს მოქმედებები ახლომდებარე სხვა შიმპანზეებისგან საპასუხო რეაქციას იწვევდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსგავსი ქცევა შიმპანზეებისთვის კომუნიკაციის მეთოდია და ის გამოიყენება მაშინ, როდესაც ინდივიდები ერთმანეთისგან დიდი მანძილით არიან დაშორებული.

ბიოლოგი სემ ვალენი ამბობს, რომ ამ რიტმული ხმების გამოყენებით, შიმპანზეები არსებული დისტანციის გადალახვას ცდილობენ და ასე ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

"ეს შიმპანზეები რიტმს კომუნიკაციისთვის იყენებენ", — აღნიშნულია კვლევაში.

კვლევა ჟურნალში Biology Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.