პოლიციამ და ვინჩის ნახატის მოპარული ასლი იპოვა, რომლის მუზეუმიდან გაუჩინარება ვერავინ შენიშნა
ფოტო: Ciro Fusco / EPA
იტალიურმა პოლიციამ ნეაპოლში მდებარე ბინაში ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi-ის, იგივე სამყაროს მხსნელის 500 წლის წინ შექმნილი ასლი იპოვა, რომელიც მუზეუმიდან ისე გაუჩინარდა, რომ ვერავინ გაიგო.
პოლიციის ოფიცრების განცხადებით, მათ ბინის მეპატრონე, 36 წლის კაცი დააკავეს, რომელიც საკუთრების მოპარვაშია ეჭვმიტანილი. ნახატი სწორედ მისი საძინებლის კარადაში აღმოაჩინეს.
ტილო, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული, ნეაპოლში, სან დომენიკო მაჯორეს ეკლესიასთან მდებარე დომას მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის. ნამუშევარი ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის ასლია, რომელიც 2017 წელს, აუქციონზე ყველა დროის ყველაზე ძვირ ტილოდ — $450 მილიონად — გაიყიდა.
მუზეუმმა ნახატის გაუჩინარების შესახებ არ იცოდა, რადგან დაწესებულება უკვე რამდენიმე თვეა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო დაკეტილია.
"ნახატი გასულ შაბათს ვიპოვეთ პოლიციის შესანიშნავი და გულმოდგინედ ჩატარებული ოპერაციის შედეგად", — ამბობს ნეაპოლის პროკურორი ჯოვანი მელილო, — "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არავინ მოგვმართა. რეალურად, თავად დავუკავშირდით ეკლესიას, რომელმაც ტილოს გაუჩინარების შესახებ არ იცოდა, რადგან მუზეუმი სამი თვეა, არ გაღებულა".
რადგან მუზეუმში შეღწევის მცდელობის არანაირი ნიშანი აღმოჩენილი არაა, პოლიცია ახლა იძიებს, როგორ მოიპარეს ნახატი დაწესებულებიდან.
"ვინც ნამუშევარი აიღო, ცხადია, მას ეს სურდა და მეტად სარწმუნოა ის მოსაზრება, რომ ეს ჯგუფური ქურდობა იყო — იმ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობას ეწევა", — დასძენს მელილო.
ზეთში შესრულებული ნახატი მიჩნეულია, რომ მხატვარ ჯაკომო ალიბრანდის ეკუთვნის. ნამუშევარი ადრეული 1500-იანი წლებით თარიღდება.
ლეონარდოს შექმნილი ორიგინალური ნახატი კი, რომლის ავთენტიკურობასაც არაერთი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს, რეკორდული ფასით გაყიდვის შემდეგ აღარავის უნახავს.
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები