ბელარუსს ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს
ფოტო: Reuters
მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში ბელარუსში აღარ გაიმართება. საბოლოო გადაწყვეტილება ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) საბჭოს წევრებმა გუშინ, 18 იანვარს მიიღეს.
ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს, რომელიც, მათივე თქმით, ორგანიზაციის კონტროლს არ ექვემდებარება.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭო მიიჩნევს, მსოფლიო თასი პოლიტიკური პროპაგანდისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს, IIHF-ში აღნიშნეს, რომ მინსკში ღონისძიების ჩატარება უადგილო იქნება, რადგან ქვეყანას უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია.
ვინ ჩაატარებს ჩემპიონატს ბელორუსის ნაცვლად, უახლოეს მომავალში გადაწყდება. TUT.BY-ს ცნობით, სავარაუდოდ, ამის შესახებ 25-26 იანვარს IIHF საბჭოს შემდეგი სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ტურნირი რიგასა და მინსკში, 2021 წლის 21 მაისიდან 6 ივნისამდე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ლატვიამ ბელარუსთან ერთად ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. ტურნირის ბელორუსში ჩატარებას, ასევე, IIHF-ის ვიცე-პრეზიდენტი კალერვო კუმოლა ეწინააღმდეგებოდა.
გასული კვირის ბოლოს Skoda-მ, Nivea-მ და Liqui Moly-მ ტურნირის სპონსორობაზე უარი თქვეს, თუკი ის ბელორუსში გაიმართება.
რა ხდება ბელარუსში?
ბელარუსი ხალხი 9 აგვისტოს გამოქვეყნებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რომლის თანახმადაც, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო და როგორც თვითონ განაცხადა, გაიმარჯვა. მომიტინგეები ითხოვენ:
- ლუკაშენკო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგეს და რიგგარეშე არჩევნების მის გარეშე გაიმართოს;
- გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები;
- შეწყდეს პოლიციური ძალადობა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან, 9 აგვისტოს დაიწყო. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%. მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნების ეს შედეგები არ ცნო და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა.
საპროტესტო აქციებს ლუკაშენკომ მაშინვე რეპრესიები დაუპირისპირა. დემონსტრანტების დაკავებები პროტესტის პირველივე დღიდან დაიწყეს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებდნენ.
არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ტიხანოვსკაიას ქვეყნის დატოვება მოუხდა. მან თავშესაფარი ლიტვაში მიიღო. მინსკსა და მოსკოვში კი მასზე ძებნა გამოცხადდა. ტიხანოვსკაიას მომხრეები ირწმუნებოდნენ, რომ მან ეს გადაწყვეტილება სამთავრობო ძალების ზეწოლის შედეგად მიიღო.
ტიხანოვსკაიას ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომლის თითქმის ყველა წევრი დაიჭირეს, ნაწილმა კი თავს ქვეყნიდან გაქცევით უშველა.
გაიგეთ მეტი:
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები