ბევრი ჩვენგანისათვის სასტუმროებში გატარებული დრო არდადეგებს ან შვებულებას უკავშირდება, რადგან სწორედ ამ მცირეხნიან პერიოდში ვახერხებთ, რუტინულ სამუშაოს გავექცეთ, შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილს, სადაც ისვენებთ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცნობილ და პოპულარულ კურორტზე ისვენებთ, ყოველთვის შეიძლება გადაეყაროთ ისეთ სასტუმროს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, თქვენს მოლოდინებს არ ამართლებს. თუმცა, უმეტესწილად, სხვა აღარ გაქვს — ფული გადახდილია, შენ კი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდის გატარება ისეთ ადგილზე გიხდება, რომ ერთი სული გაქვს, სამსახურში როდის დაბრუნდები.

თუმცა, თუკი ამ შესავალმა თქვენში უსიამოვნო მოგონებები გააღვიძა, სასწრაფოდ ნახეთ ამ სტატიაში წარმოდგენილი ფოტოები და დარწმუნდით, რომ ყოველთვის შეიძლება, საქმე ბევრად ცუდად იყოს.

1. არადა, სასტუმროს აღწერაში შიდა აუზი ეწერა

ფოტო: Johnoplata

ამ სურათზე ყველაზე საინტერესო ალბათ "აუზის" წახნაგზე დატანებული ყვინთვის ამკრძალავი ნიშანია.

2. სასტუმრო ზღვის ხედით

ფოტო: weully

3. საპირფარეშო, რომელიც ბავშვობაში გაბრუნებს

ფოტო: nevernomuffintops

4. "რას დავპირდი, რა დავახვედრე"

ფოტო: robot_accomplice

კი, ერთი და იგივე აუზია, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული.

5. ამერიკული მთები კიბის ნაცვლად

ფოტო: Zvek_Eagle

6. არცთუ სასიამოვნო სურათია, განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში მყოფებისთვის

ფოტო: Big_Boss_1000

7. ალბათ ფარდა-ჟალუზების გამყიდველი კომპანიის დაკვეთაა

ფოტო: Misterpeaceguy

8. კარის გამაჩერებელი, ან, უბრალოდ, ფეხის ცერის კიდევ ერთი მოსამტვრევი

ფოტო: CleetisMcgee

9. "ბლარი" ცოტა ქვემოთ მოუვიდათ

ფოტო: Jack6169

10. ამ ადამიანმა დიდი ტელევიზორისთვის დამატებით გადაიხადა თანხა

ფოტო: OfficialFaabs

11. აივნიან ნომერს არაფერი ჯობია

ფოტო: eidahl

12. დივნებიც სავარჯიშოდაა — ჰანტელების ნაცვლად

ფოტო: PineBadger

13. როცა ტუალეტი 5-minute crafts-ის ვიდეოთი მოაწყვე

ფოტო: I_watch

14. ხერხი ჯობია ღონესა

ფოტო: MercuREEEEEEE

რამდენვარსკვლავიანი სასტუმროა, არ ვიცით, თუმცა კიდევ ერთი ვარსკვლავი, მოხერხებულობისთვის, აუცილებლად უნდა დაემატოს.

15. ორი ერთში

ფოტო: actualbobblehead

მთავარია, ტუალეტში გასვლამდე ცეცხლის დანთება არ დაგავიწყდეს.

16. დარაბებს მიღმა გაზაფხულია, სიტყვაზე გვენდეთ

ფოტო: JohnIsPog

17. დაბოლოს, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ სტატია ისეთივე უსარგებლო იყო, როგორც ეს საკეტი

ფოტო: akgiant

კი, ანჯამების მხარესაა გაკეთებული.

ასეთი წარუმატებლობების თავიდან აცილებასა და სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინმაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს