კრის რედლიცი: რატომ ვასწავლი პატიმრებს პროგრამირებას
ფოტო: Andrew Landini
2010 წელს კრის რედლიცმა კალიფორნიაში სან-ქუენტინის ციხის პატიმრებისთვის პროგრამა The Last Mile შექმნა, რომელიც მათ რეაბილიტაციაში ეხმარება. პატიმრები პროგრამირებას სწავლობენ და ტექნოლოგიური უნარები უვითარდებათ. დეპარტამენტი, რომელიც პროგრამას ახორციელებს, მიიჩნევს, რომ კოდის წერა პატიმრების ინტელექტსა და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.
კრის რედლიცი Ted.com-ზე თავის 6-წლიანი გამოცდილებისა და წარმატების შესახებ ყვება:
"6 წლის წინ სან-ქუენტინის ციხეში პირველად შევაბიჯე. მანამდე არასდროს ვყოფილვარ ციხეში და არც ისეთი საშიში რეპუტაციის მქონე ადგილას, როგორიც სან-ქუენტინია. სანამ მთავარ ეზოს მივადგებოდით, ციხეში პოლიციის ესკორტმა რამდენიმე შესასვლელი გამატარა. ჩემგან მარცხნივ იყო განყოფილება, სადაც სიკვდილმისჯილი პატიმრები, კალიფორნიის ყველაზე საშიში კრიმინალები, ცხოვრობენ. მარჯვნივ იყო ლამაზი ბაღით გარშემორტყმული კათოლიკური სამლოცველო. შესასვლელს, რომელშიც მე ვიყავი, სან-ქუენტინში ჯოჯოხეთისა და სამოთხის გასაყარს ეძახიან.
მზის ჩასვლისას მოკირწყლული ბილიკის გავლით მივადექით მეორე ეზოს, სადაც ლურჯებში გამოწყობილი ასობით მამაკაცი დამხვდა. მათგან ზოგი ვარჯიშობდა, ზოგი - ჭადრაკს თამაშობდა ან უბრალოდ სეირნობდა. იმ მომენტში, იქ მისვლის გადაწყვეტილების სისწორეში პირველად დავეჭვდი.
ეს კაცები მომზადებულნი იყვნენ, მათ ჰქონდათ მოტივაცია და იცოდნენ, რომ მისჯილი დროის მოხდის შემდეგ, საკუთარი თავებისთვის უკეთესი ცხოვრება უნდა შეექმნათ.
წამიყვანეს საკლასო ოთახში, სადაც, ჩემი გრაფიკის მიხედვით, მათთან უნდა მესაუბრა ბიზნესსა და მეწარმეობაზე. როდესაც საუბარი დავიწყე, შევნიშნე, რომ ისინი ჩემს თითოეულ სიტყვას ყურადღებით ისმენდნენ. გარშემო არაფერი იყო, რაზეც ყურადღების გადატანა შეიძლებოდა. ციხეებში არაა მობილურები. როდესაც საუბარი დავასრულე, ჰაერში უამრავი ხელი აიწია. ჩემი 30-წუთიანი ლექცია 2-საათიან განხილვაში გადაიზარდა. ეს ადამიანები მომზადებულნი იყვნენ, მათ ჰქონდათ მოტივაცია და იცოდნენ, რომ მისჯილი დროის მოხდის შემდეგ ახალი ცხოვრება უნდა დაეწყოთ.
„ისინი არ იყვნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ის შეუფერებელი წევრები, რომლებთანაც შეხვედრას მე ველოდი“ - კრის რედლიცი.
ფოტო: Andrew Landini
იმ ღამით ციხე აღფრთოვანებულმა დავტოვე და სახლში მისულმა ჩემს ცოლს, ბევერლის, გავანდე მომავალი გეგმები. ვთხოვე, სან-ქუენტინის ციხეში ჩემთან ერთად შეხვედროდა პატიმრებს.
მისი პირველი რეაქცია უარყოფითი იყო. "ციხეში დროის დახარჯვას არ ვაპირებ", - მითხრა ბევერლიმ.
ვთხოვე, რომ საკითხს გახსნილი გონებით მიდგომოდა და წინასწარ არ განესაჯა ვითარება. ციხეში მომავალ ვიზიტამდე ჩვენ ამერიკელების ციხეში მოხვედრის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია მოვიძიეთ.
ის რაც ციხის სისტემის შესახებ შევიტყვეთ, შოკისმომგვრელი იყო:
- 1972 წლიდან 2010 წლამდე ამერიკის ციხეებში პატიმრების რაოდენობა 700%-ით გაიზარდა;
- მსოფლიო პატიმრების 25% ამერიკელია;
- კალიფორნიაში პატიმრობა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე უმაღლესი განათლება;
- კალიფორნიაში 1 პატიმრის 1 წლით ციხეში შენახვა სახელმწიფოს $47,000 უჯდება;
- 2005 წელს გათავისუფლებული პატიმრების 67% მომავალ 3 წელიწადში ციხეში დაბრუნდა.
აუცილებელი არაა, პროფესიონალი ინვესტორი იყო, რომ მიხვდე, თუ რა ძვირი უჯდება გადასახადის გადამხდელს ეს სისტემა.
რეციდივის თუნდაც 5%-ით შემცირებით, მომავალი 10 წლის განმავლობაში მილიარდობით დოლარს დაზოგავდა ქვეყანა. თუმცა რეაბილიტაციის პროგრამის გარეშე ეს პრობლემები მუდმივად გაგრძელდება.
2010 წელს, California Department of Corrections and Rehabilitation-თან და California Prison Industry Authority (CalPIA)-თან ერთად, ბიზნესის და მეწარმეობის შემსწავლელი პროგრამა შევქმენით და მას The Last Mile დავარქვით. სწორედ ეს პროგრამა დაგვეხმარებოდა დასახული მიზნის მიღწევაში.
ჩვენ ვმუშაობდით იმ პატიმრებთან, რომლებმაც მრავალი დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის ძალადობრივი კრიმინალური წარსულის მქონე მსჯავრდებულებთან. ჩვენს პროგრამაში არ მონაწილეობდნენ სიკვდილმისჯილი პატიმრები და ისინი, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც ბავშვების წინააღმდეგ იყო მიმართული.
The Last Mile-ის კურსდამთავრებულებიდან ციხეში არავინ დაბრუნებულა.
ფოტო: Andrew Landini
ჩვენ ვთხოვეთ პატიმრებს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოეფიქრებინათ ბიზნესი, რომლის გეგმის შედგენაშიც ჩვენ დავეხმარებოდით.
ერთ-ერთ დამამთავრებელ კურსზე ჯეიმს ჰიუსტონმა შექმნა ბიზნეს-გეგმა, რომელიც პოზიტიურ გავლენას იქონიებდა რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებში. ჯეიმსის იდეა იყო, შეექმნა ახალგაზრდების ტექნო-ჰაბი, სადაც 10-დან 14 წლამდე მოზარდები სკოლის შემდეგ მივიდოდნენ და კოდის წერას ისწავლიდნენ.
ციხეში გატარებული 18 წლის შემდეგ ჯეიმსი მშობლიურ რიჩმონდში (კალიფორნია) დაბრუნდა, სადაც მან თავისი ოცნებების განხორციელება შეძლო. ის დაასაქმეს და 2016 წლის შემოდგომიდან თინეიჯერების ტექნო-ჰაბის იდეას ფრთებს შეასხამს.
2014 წელს ჩვენ დავიწყეთ Code.7370-ის განხორციელება სან-ქუენტინში. ეს იყო კომპიუტერული პროგრამირების პირველი კურსი ამერიკის ციხეში. საოცარი შედეგი გვქონდა. ჩვენი პროგრამის რამდენიმე კურსდამთავრებული წელს ტოვებს ციხეს და ჩვენ გვჯერა, რომ ისინი პროგრამულ ინჟინრებად დასაქმდებიან.
ამ პატიმრებმა თავიანთი სიბეჯითით სერიოზული დაბრკოლებები გადალახეს და შექმნეს პოზიტიური ხაზი საკუთარი მომავლისთვის.
წელს კალიფორნიის კიდევ 5 ციხეში დავიწყებთ The Code.7370-ის პროგრამის განხორციელებას, მათ შორის ქალთა ორი ციხეა. გვსურს, რომ მომავალ 5 წელიწადში ეროვნული პროგრამა შევქმნათ.
მე და ბევერლი სამუდამო პატიმრები გავხდით. პროგრამა The Last Mile ჩვენთვის ცხოვრების ვალდებულებად იქცა. ჩვენ იღბლიანებად ვგრძნობთ თავს, რადგან უამრავმა საოცარმა ადამიანმა დაგვითმო დრო, რომ ეს პროგრამა ასეთი კარგი ყოფილიყო. ვამაყობთ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩვენი კურსდამთავრებულები აღარასდროს დაბრუნებულან ციხეში"
The Last Mile-ში მონაწილე ჯეიმს ქევიტის სიტყვა TED2016-ზე ჯონ ლეჯენდის პერფორმანსის ფარგლებში საზოგადოებამ მოისმინა.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები