აქამდე არავისგან წინააღმდეგობა არ ყოფილა მშენებლობაზე, 17-ში გააკრეს გაფრთხილება — ვახტანგ ფიფია თვალჭრელიძის ქუჩიდან
ფოტო: On.ge/ავთო შერვაშიძე
თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ვახტანგ ფიფია, რომლის შვილის სახლიც დღეს მერიამ დაანგრია, ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობას 13-წლიანი ისტორია აქვს და აქამდე გაფრთხილება არ მიუღიათ. ფიფიას თქმით, განცხადება ფანჯარაზე 17 დეკემბერს გააკრეს და გააფრთხილეს, რომ თუ ორ დღეში არ წარადგენდნენ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, სახლს დაანგრევდნენ.
"13 წლის ისტორია აქვს ამას, გუშინდელი მიტაცებული კი არ არის და გუშინწინდელი. აქ გვედგა ჩვენ სახლი, დაფიქსირებული იყო, განცხადება შეტანილი გვქონდა დაკანონებაზე, მაგრამ არ გადაწყდა მომენტალურად, გაგრძელდა, გაგრძელდა... მერე იმას მივამატეთ, ჩემს შვილს სამი შვილი ჰყავს, ბავშვები. ოჯახი უნდა გამოეყოს. მაქვს მე სახლი, მაგრამ პატარა სახლია, ჩვენ ბებრები ვცხოვრობთ, 76 წლის ვარ, პენსიონერი. არაფერი წინააღმდეგობა არ იყო, არავისგან, არც წერილობითი, არც სიტყვიერი. რომ ყოფილიყო, ჩვენ გიჟები კი არა ვართ კაცო", — ამბობს ფიფია.
მისივე ინფორმაციით, სახლების დანგრევა მერიამ დღეს, დილის 6-ზე ან 7-ზე დაიწყო.
"ეძინა ხალხს და დაესხნენ თავს, დრო არავის დაუფიქსირებია, მაგრამ 7 იყო მგონი დაწყებული. გავიტან რაღაცებსო უთქვამს ჩემს შვილს, მაგრამ არ დააცადეს, გააგდეს გარეთ", — ამბობს ის.
კიდევ ერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ დაუნგრიეს სახლი, სადაც 7 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ბავშვები, რომლებსაც ეძინათ.
"დღისით ვერ დაანგრევდნენ?! არ არის ეს ქვეყანა. ჩვენ ძალიან კარგად ვიყავი, სადაც ვიყავით, აფხაზეთში. ვისი ბრალია, დღეს აქ რომ ვართ, მათხოვრები რომ ვართ?! 45-ლარიანი შემწეობა გვაქვს და იკმარეთო. 45 ლარით იცხოვრებს ადამიანი?! წადი ბაზარში, თუ იყიდი რამეს 45 ლარით. რამდენი ნგრევა უნდა გადავიტანოთ, რამდენჯერ? პირველი ხომ არ არის ეს. ხომ უნდა გაითვალისწინონ რაღაც, ან პატარა ბავშვები, ან მოხუცები, გული არ აქვთ?! რა ვქნათ ჩვენც ამ სიცივეში, ამ ყინვაში? სად წავიდე, სად წავიყვანო ეს ბავშვები. სხვა საცხოვრებელი არ გვაქვს", — თქვა მან On.ge-სთან.
ფოტო: On.ge/ავთო შერვაშიძე
დღეს, 23 დეკემბერს, მერიის წარმომადგენლებმა თვალჭრელიძის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული სახლები დაანგრიეს.
მანამდე, 18 დეკემბერს თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, ინსპექციის თანამშრომლებმა, ვინაიდან მაცხოვრებლები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს და იქ მაცხოვრებლებს მოუწოდეს, განეხორციელებინათ მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თბილისის მუნიციპალური ინსპექცია შენობა-ნაგებობების დემონტაჟს აანონსებდა.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები