მთავრობის შემადგენლობის დატოვება ლოგიკურია, სამინისტროები ეფექტურად მუშაობენ — გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის შემადგენლობის დატოვება სრულად ლოგიკურია, რადგან მისივე თქმით, მთავრობა ეფექტურად მუშაობს.
"რა თქმა უნდა, მთავრობის სრული შემადგენლობის დატოვება არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე, დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდანაც. პირველ რიგში, იმიტომ, რომ კრიტიკული მიმართულების თვალსაზრისით ეს მთავრობა თავის ძირითად ფუნქციებს ეფექტურად ახორციელებს. მეორე, ბევრი მიმართულებით მთავრობაში სისტემური რეფორმები დაწყებულია. ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება", — განაცხადა გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრისას.
გახარიამ ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე პარლამენტში თქვა, რომ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროში სერიოზული პროექტები რეფორმებია დაწყებული და ის ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს.
ამიტომ, მისთვის გაურკვეველია ერთი არგუმენტი მაინც, რატომ უნდა მომხდარიყო ცვლილება მთავრობის შემადგენლობაში.
გახარიამ მთავრობის შემადგენლობის ახალი სია, 18 დეკემბერს, წარადგინა. მან მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა არ შეცვალა. სიის მიხედვით, იცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი, რადგან თეა წულუკიანი საპარლამენტო არჩევნებამდე გადადგა და საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში აგრძელებს.
დღეს პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა მიმდინარეობს. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროეტქს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები